სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი
"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი

"მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნეთ, არ გვი­ძი­ნია..." - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე ქეთი გო­გა­ვა, რო­მე­ლიც უკვე ექ­ვსი წე­ლია ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს. ქარ­თვე­ლი ქალი ახლა თელ-ავივ­ში ერთ-ერთ ოჯახ­ში მუ­შა­ობს, სა­დაც ოთხი ბავ­შვი იზ­რდე­ბა.

ორი დღეა ის­რა­ელ­ში მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. გუ­შინ ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ­შა­ბათ სა­ღა­მო­დან დღემ­დე 1 000-ზე მეტი რა­კე­ტა და სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვი ის­რო­ლეს. სარ­დაფ­ში გა­ა­ტა­რა ღამე ქეთი გო­გა­ვამ და ამ­ბობს, რომ ის დრო გა­ახ­სენ­და, რო­დე­საც 7 წლის ასაკ­ში სო­ხუ­მი და­ბომ­ბეს და მა­შინ იქ ცხოვ­რობ­და...

- მე ახლა თელ-ავივ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, გუ­შინ სა­ღა­მოს და­ი­ბომ­ბა ქა­ლა­ქი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­ვას­წა­რით სარ­დაფ­ში ჩას­ვლა, სა­დაც მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნეთ. ახლა სიმ­შვი­დეა, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ით აცხა­დე­ბენ, რომ ისევ დაგ­ვბომ­ბა­ვენ და კი­დევ უფრო ძლი­ე­რად. ტე­ლე­ვი­ზი­ით მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რომ სახ­ლებ­ში დავ­რჩეთ.

- ქეთი, ექ­ვსი წე­ლია ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობთ და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

ასევე დაგაინტერესებთ
09:36 / 12-05-2021

ფოტოებზე აღბეჭდილი ისრაელისა და ღაზის სექტორის შეიარაღებული კონფლიქტის ერთი ღამე, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა

11:48 / 12-05-2021

როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

17:18 / 12-05-2021

"დაანონსებულია სარაკეტო იერიში - არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდეა" - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

18:55 / 12-05-2021

ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს - სალი ნასყიდაშვილის ისტორია

20:53 / 12-05-2021

"ქალმა შიშისგან გულწასული ბავშვი ბუნკერში შემოიყვანა და თან ამშვიდებდა, ეს ცუდი თამაში მალე დასრულდებაო" - ქართველი გოგონა ებრაელების საოცარ სიმამაცეზე

- დიახ, აქ ხში­რია და­ბომბვა და ხალ­ხიც მზდ არის, რომ სარ­და­ფებს მი­ა­შუ­როს, მაგ­რამ ასე­თი არ მახ­სოვს, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან ცუდი გან­ცდაა. სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ვარ და მახ­სოვს პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ქა­ლა­ქი იბომ­ბე­ბო­და და ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. აქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, რა იქ­ნე­ბა არ ვი­ცით. იმე­დი გვაქვს, რომ და­წყნარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია. გუ­შინ ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი, კბი­ლი ამ­ტკივ­და და ტაქ­სით წა­ვე­დი ექიმ­თან. უკან რომ დავ­ბრუნ­დი, რო­გორც კი სახ­ლში შე­მოვ­დგი ფეხი, თელ-ავი­ვი და­ბომ­ბეს, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ოჯახ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ ოთხი ბავ­შვია და გან­წი­რუ­ლე­ბი ყვი­როდ­ნენ, სა­ში­ნელ დღე­ში იყ­ვნენ მშობ­ლე­ბიც და ყვე­ლა­ნი სარ­დაფ­ში ჩა­ვე­დით. რთუ­ლია ასე ცხოვ­რე­ბა, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან ესე­ნიც.

- ცნო­ბი­ლია, რომ და­ბომბვამ­დე სი­რე­ნის ხმა აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სარ­და­ფებს შე­ა­ფა­რონ თავი... რა ხდე­ბა, მა­შინ თუ ამ დროს ადა­მი­ა­ნი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბა?

- მე სა­ბედ­ნი­ე­როდ არ აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ამ დროს ტრან­სპორ­ტი­დან ჩა­მო­დი­ან და გა­რეთ არი­ან, ცდი­ლო­ბენ, სად­მე შე­ა­ფა­რონ თავი. რო­გორც გი­თხა­რით, გუ­შინ გა­დავ­რჩი, რად­გან რო­გორც კი სახ­ლში შე­მოვ­დგი ფეხი მა­შინ და­ი­წყო ქა­ლა­ქის და­ბომბვა. ახ­ლაც ერთი სა­ა­თის უკან ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ა­ცხა­დეს რომ ყვე­ლა სახ­ლში დარ­ჩეს. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ღა­მოს თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ისევ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა. ადა­მი­ა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ ქუ­ჩა­ში, ზოგს რა­ღაც საქ­მე აქვს, ზო­გიც სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბა, მაგ­რამ ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი მა­ინც უფრო სახ­ლებ­შია. გუ­ში­ნაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რაც მოხ­და. დღეს ხუთი სა­ა­თი­დან ყვე­ლა სახ­ლში უნდა იყოს, აე­რო­პორ­ტიც კი და­ი­კე­ტა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ხომ არ ფიქ­რობთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აგ­ვის­ტო­ში ვა­პი­რებ. იმე­დია, იქამ­დე და­წყნარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­მო­ვალ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ი­ლია ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბა, რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, 16 სა­ა­თი ფეხ­ზე ვდგა­ვარ. მა­ინც მად­ლი­ე­რი ვარ ამ სა­ხელ­მწი­ფო­სი, აქ ჩა­მოს­ვლით არა­ერ­თი ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე, მაგ­რამ ჩემი სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია.

- რო­გორც მი­თხა­რით აფხა­ზე­თი­დან ხართ...

- დიახ, 7 წლის ვი­ყა­ვი აფხა­ზე­თის ომის დროს და ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს რო­გორ იბომ­ბე­ბო­და ქუ­ჩე­ბი. უღელ­ტე­ხი­ლი ოჯახ­თან ერ­თად გად­მო­ვი­ა­რე. სო­ფელ ოქ­ტომ­ბერ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვიზ­რდე­ბო­დი, სო­ხუმ­ში, ტურ­ბა­ზა­ში გქვონ­და ბინა. ეს არის ჩემი მო­გო­ნე­ბა აფხა­ზეთ­ზე...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი

"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი

"მთელი ღამე გავათენეთ, არ გვიძინია..." - გვეუბნება ინტერვიუს დაწყებამდე ქეთი გოგავა, რომელიც უკვე ექვსი წელია ისრაელში ცხოვრობს. ქართველი ქალი ახლა თელ-ავივში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება.

ორი დღეა ისრაელში მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. სარდაფში გაატარა ღამე ქეთი გოგავამ და ამბობს, რომ ის დრო გაახსენდა, როდესაც 7 წლის ასაკში სოხუმი დაბომბეს და მაშინ იქ ცხოვრობდა...

- მე ახლა თელ-ავივში ვიმყოფები, გუშინ საღამოს დაიბომბა ქალაქი და საბედნიეროდ, მოვასწარით სარდაფში ჩასვლა, სადაც მთელი ღამე გავათენეთ. ახლა სიმშვიდეა, მაგრამ ტელევიზიით აცხადებენ, რომ ისევ დაგვბომბავენ და კიდევ უფრო ძლიერად. ტელევიზიით მოგვიწოდებენ, რომ სახლებში დავრჩეთ.

- ქეთი, ექვსი წელია ისრაელში ცხოვრობთ და ამ წლების მანძილზე ხშირად აღმოჩენილხართ ანალოგიურ სიტუაციაში?

- დიახ, აქ ხშირია დაბომბვა და ხალხიც მზდ არის, რომ სარდაფებს მიაშუროს, მაგრამ ასეთი არ მახსოვს, ეს საშინელება იყო. ჩემთვის ეს ძალიან ცუდი განცდაა. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ვარ და მახსოვს პატარა ვიყავი, როდესაც ქალაქი იბომბებოდა და ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ძალიან განვიცდით, რა იქნება არ ვიცით. იმედი გვაქვს, რომ დაწყნარდება სიტუაცია. გუშინ ქალაქში ვიყავი გასული, კბილი ამტკივდა და ტაქსით წავედი ექიმთან. უკან რომ დავბრუნდი, როგორც კი სახლში შემოვდგი ფეხი, თელ-ავივი დაბომბეს, საშინელება იყო. ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ, საშინელ დღეში იყვნენ მშობლებიც და ყველანი სარდაფში ჩავედით. რთულია ასე ცხოვრება, ძალიან განიცდიან ესენიც.

- ცნობილია, რომ დაბომბვამდე სირენის ხმა აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სარდაფებს შეაფარონ თავი... რა ხდება, მაშინ თუ ამ დროს ადამიანი ტრანსპორტით გადაადგილდება?

- მე საბედნიეროდ არ აღმოვჩენილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ამ დროს ტრანსპორტიდან ჩამოდიან და გარეთ არიან, ცდილობენ, სადმე შეაფარონ თავი. როგორც გითხარით, გუშინ გადავრჩი, რადგან როგორც კი სახლში შემოვდგი ფეხი მაშინ დაიწყო ქალაქის დაბომბვა. ახლაც ერთი საათის უკან ტელევიზიით გამოაცხადეს რომ ყველა სახლში დარჩეს. ამბობენ, რომ საღამოს თელ-ავივის მიმართულებით ისევ განხორციელდება სარაკეტო შეტევა. ადამიანები მოძრაობენ ქუჩაში, ზოგს რაღაც საქმე აქვს, ზოგიც სამსახურიდან ბრუნდება, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი მაინც უფრო სახლებშია. გუშინაც მოულოდნელი იყო, რაც მოხდა. დღეს ხუთი საათიდან ყველა სახლში უნდა იყოს, აეროპორტიც კი დაიკეტა.

- საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობთ?

- საქართველოში დაბრუნებას აგვისტოში ვაპირებ. იმედია, იქამდე დაწყნარდება ყველაფერი და მშვიდობიანად ჩამოვალ. ჩემთვის ძალიან რთუილია ისრაელში ცხოვრება, რთული სამსახური მაქვს, 16 საათი ფეხზე ვდგავარ. მაინც მადლიერი ვარ ამ სახელმწიფოსი, აქ ჩამოსვლით არაერთი ოცნება ავიხდინე, მაგრამ ჩემი საქართველო ყველაფერს მირჩევნია.

- როგორც მითხარით აფხაზეთიდან ხართ...

- დიახ, 7 წლის ვიყავი აფხაზეთის ომის დროს და ყველაფერი მახსოვს როგორ იბომბებოდა ქუჩები. უღელტეხილი ოჯახთან ერთად გადმოვიარე. სოფელ ოქტომბერში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი, სოხუმში, ტურბაზაში გქვონდა ბინა. ეს არის ჩემი მოგონება აფხაზეთზე...

რატომ ვერ ახერხებენ აცრის მსურველები ადგილების დაჯავშნას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმატებას ავრცელებს

თბილისში 4000- მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისის ენერჯი"

რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე?