პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამადაშვილის გამოხტომები მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს ყურადღება" - ნუგზარ წიკლაური
"სამადაშვილის გამოხტომები მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს ყურადღება" - ნუგზარ წიკლაური

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ხელი მო­ა­წე­რა ისეთ დო­კუ­მენტს, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­მო­დი­ო­და. მე მგო­ნი, მის პო­ლი­ტი­კურ სა­ხე­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გად მე­ტყვე­ლებს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - ასე აფა­სებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ყო­ფი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რილ კო­მენ­ტარს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ინ­ტე­ლექ­ტის­გან დაც­ლი­ლი პარ­ტი­აა".

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი სა­მა­დაშ­ვი­ლის ამ მო­საზ­რე­ბას ეპა­ტა­ჟურ გა­მოხ­ტო­მას უწო­დებს და მი­იჩ­ნევს, რომ ამით ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ელს ყუ­რა­დღე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს.

"რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს წას­ვლამ გა­მო­იწ­ვია "ინ­ტე­ლექ­ტის­გან დაც­ლა" იმი­ტომ, რომ ორი კვი­რის წინ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მის­გან არ მსმე­ნია. სი­მარ­თლე არის ის, რომ ამ ადა­მი­ანს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ენდო და ის იყო ჩვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე.

მოხ­და გა­უ­გო­ნა­რი ამ­ბა­ვი, რომ ამ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, თუ რა იყო მთე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცია ხელი მო­ა­წე­რა ისეთ დო­კუ­მენტს, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". მე მგო­ნი, მის პო­ლი­ტი­კურ სა­ხე­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გად მე­ტყვე­ლებს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მე არც მახ­სენ­დე­ბა ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ვი­ღა­ცა შენი სა­ხე­ლით იყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და მერე გა­და­დი­ო­დეს სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე და მერე კი­დევ აქეთ­კენ უნ­დო­დეს ქვე­ბის სრო­ლა. სა­ერ­თოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" რამ­დე­ნი­მე წა­სულ­მა ად­რეც გა­და­წყვი­ტა, იმის მა­გივ­რად, რომ გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო, ქვე­ბი ეს­რო­ლა პარ­ტი­ის­თვის, რომ­ლის მე­ო­ხე­ბი­თაც ორ­ჯერ გახ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.მათი სა­ხე­ლე­ბი დღეს არა­ვის ახ­სოვს და ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს სა­ხე­ლიც ზუს­ტად ასე მი­ე­ცე­მა და­ვი­წყე­ბას.

ეს ეპა­ტა­ჟუ­რი გა­მოხ­ტო­მე­ბი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­ტყვე­ლებს მხო­ლოდ იმა­ზე, რომ მას უნდა მცი­რედ მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს რა­ღაც ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც უცი­ლობ­ლად და­აკ­ლდე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში", - აცხა­დებს წიკ­ლა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@@
26

ევროპელებს არწმუნებს, რომ ტანჯულია! სამსახურს ელოდება მიშელისგან!

ნათია
189

დაგინახათ რა ფარისევლებიც ხართ და ამიტომ დაგტოვათ,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სამადაშვილის გამოხტომები მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს ყურადღება" - ნუგზარ წიკლაური

"სამადაშვილის გამოხტომები მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს ყურადღება" - ნუგზარ წიკლაური

სალომე სამადაშვილმა ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობა" გამოდიოდა. მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ყოფილი თანაპარტიელის სალომე სამადაშვილის "ფეისბუქზე" დაწერილ კომენტარს, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობა ინტელექტისგან დაცლილი პარტიაა".

ნუგზარ წიკლაური სამადაშვილის ამ მოსაზრებას ეპატაჟურ გამოხტომას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით ყოფილ თანაპარტიელს ყურადღების შენარჩუნება სურს.

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომეს წასვლამ გამოიწვია "ინტელექტისგან დაცლა" იმიტომ, რომ ორი კვირის წინ ასეთი შეფასებები მისგან არ მსმენია. სიმართლე არის ის, რომ ამ ადამიანს "ნაციონალური მოძრაობა" ენდო და ის იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე.

მოხდა გაუგონარი ამბავი, რომ ამ წარმომადგენელმა იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა იყო მთელი პარტიის პოზიცია ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა "ნაციონალური მოძრაობა". მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება.

მე არც მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა შენი სახელით იყოს მოლაპარაკებებზე და მერე გადადიოდეს სხვა პოზიციაზე და მერე კიდევ აქეთკენ უნდოდეს ქვების სროლა. საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე წასულმა ადრეც გადაწყვიტა, იმის მაგივრად, რომ გაჩუმებულიყო, ქვები ესროლა პარტიისთვის, რომლის მეოხებითაც ორჯერ გახდა პარლამენტის წევრი.მათი სახელები დღეს არავის ახსოვს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომეს სახელიც ზუსტად ასე მიეცემა დავიწყებას.

ეს ეპატაჟური გამოხტომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს რაღაც ყურადღება, რომელიც უცილობლად დააკლდება დროთა განმავლობაში", - აცხადებს წიკლაური.

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი