ავტორი:

პარლამენტის 20-მდე დეპუტატი "სინოფარმით" აიცრა - ფოტოები

პარლამენტის 20-მდე დეპუტატი "სინოფარმით" აიცრა - ფოტოები

პარლამენტის დეპუტატების ნაწილი "სინოფარმით" აიცრა. მათ ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთეს.

„სინოფარმით" უკვე აიცრა საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და სხვა დეპუტატები. კლინიკაში ვაქცინა გაიკეთეს ასევე ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებმაც: ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ, ალეკო ელისაშვილმა.

"როგორც იქნა, მოვიდა ეს დღე აცრა გვჭირდება ყველას, მეგობრებო, უნდა გავიკეთოთ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!" - წერს ხათუნა სამნიძე "ფეისბუქში".

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ საკუთარი თავის, ოჯახების ჯანმრთელობა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნება უზრუნველვყოთ.

მან ასევე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ამასთან, როგორც „ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გლობალური გამოწვევის დასამარცხებლად ჯერჯერობით არსებულ საშუალებებს შორის ვაქცინა ყველაზე ეფექტურია და მნიშვნელოვანია მეტმა ადამიანმა მოახერხოს და გაიკეთოს აცრა.

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს იმისთვის, რომ შემოვიდეს ახალი დოზები.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატთა ნაწილი რამდენიმე დღის წინაც „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.