სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?
"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო «Report»-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ცნო­ბილ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოღ­ვა­წეს­თან იმირ მა­მედ­ლის­თან, სა­თა­უ­რით: "ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ჰე­ი­დარ ალი­ევს თა­ვის მას­წავ­ლებ­ლად თვლი­და", რო­მელ­შიც იგი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის დროს მომ­ხდარ ზო­გი­ერთ ფაქტს იხ­სე­ნებს.

იმირ მა­მედ­ლი ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს თარ­ჯიმ­ნის როლს ას­რუ­ლებ­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ას თან დაჰ­ყვე­ბო­და. მისი თქმით, ორი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რი ერ­თმა­ნეთს დიდ პა­ტივს სცემ­დნენ.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და იმირ მა­მედ­ლი

"ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და, რომ მის­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ერ­თო-ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რი ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ბრძე­ნი და მოვ­ლე­ნე­ბის ღრმა მცოდ­ნე. კერ­ძო სა­უბ­რებ­ში ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი ხაზს უს­ვამ­და ხოლ­მე, რომ ბევ­რი რამ ის­წავ­ლა ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი­სა­გან, მის­გან ხში­რად რჩე­ვას იღებ­და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში“, - ამ­ბობს იმირ მა­მედ­ლი და ერთ-ერთ კუ­რი­ო­ზულ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს, როცა ცნო­ბილ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა ტო­ფიკ გუ­ლი­ევ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მა­მის სა­ხე­ლი "ამ­ბრო­სი­ე­ვი­ჩი“ ვერ გა­მოთ­ქვა და რამ­დენ­ჯერ­მე "ენა და­ე­ბა“. პრე­ზი­დენ­ტი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ე­რია და ხუმ­რო­ბით უთხრა, - არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამ­ბობ ხოლ­მე მა­მა­ჩე­მის სა­ხელ­სო.

არ­სე­ბობს ჩვე­ნი სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რის ის­ტო­რი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, "აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ას­პო­რას არ წარ­მო­ად­გენს“.

ეს სი­ტყვე­ბი მან სა­ქარ­თვე­ლოს ოპე­რის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას წარ­მოს­თქვა...

- თქვენ, რო­გორც ამ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლეს, რო­გორ და­გა­მახ­სოვ­რდათ ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის გა­მოს­ვლა და დარ­ბა­ზის რე­აქ­ცია?

- დიახ, მე კარ­გად მახ­სოვს შეხ­ვედ­რის ეს ეპი­ზო­დი. ჰე­ი­დარ ალი­ევ­მა დარ­ბაზს შე­ხე­და და თქვა: "ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ას­პო­რას კი არ წარ­მო­ად­გე­ნენ, არა­მედ ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან და ისი­ნი თა­ვი­ან­თი პა­პე­ბის მიწა-წყალ­ზე ცხოვ­რო­ბენ“.

იმ დრო­ის­თვის ხალ­ხს ჯერ კი­დევ ახ­სოვ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ლო­ზუნ­გი, ამი­ტომ ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ამ სი­ტყვებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს რწმე­ნა ჩა­უ­ნერ­გა და უფრო გა­ნუმ­ტკიც­დათ მშობ­ლი­უ­რი მხა­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი. წყა­რო

მო­ამზდა სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

ჯერ პუტჩი მოაწყო შევარდნაძემ საქართველოში, გადააგდო და მოაკვლევინა ზვიადი, მერე დაიწყო მისივე არეული და გადაბუგული ქვეყნის დალაგება, ბაქო- ჯეიჰანი შექმნა ,რითიც გააფერმკრთალა დანაშაული, მაგრამ კარგი კაცის სახელი მაინც არ ეკუთვნის!

მალხაზ ნიკოლაძე
21

არაფერი არ მაქვს აზერბაიჯანელი ხალხის და აზერბაიჯანელი მეგობრების წინააღმდეფ, მაგრამ კაცი რომ ქუჩის სახელწოდებიდან ზვიად გამსახურდიას სახელს წაშლი და ზედ დააწერ პოლიტბიუროს ალიევის სახელს, რა პატივისცემა უნდა ჰქონდეს. ისე ახერბაიჯანელები ქართველებზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ, აბა ბაქოშ ქუჩასთვის რომ შევარდნაძის სახელი დაეწერათ, ხომ გახდებოდენ ჩვენი უპირველესი მტრები

 

ავტორი:

"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო «Report»-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოში მცხოვრებ ცნობილ აზერბაიჯანელ საზოგადოებრივ მოღვაწესთან იმირ მამედლისთან, სათაურით: "ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს თავის მასწავლებლად თვლიდა", რომელშიც იგი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრების დროს მომხდარ ზოგიერთ ფაქტს იხსენებს.

იმირ მამედლი ჰეიდარ ალიევის საქართველოში ყოფნის დროს თარჯიმნის როლს ასრულებდა და აზერბაიჯანის დელეგაციას თან დაჰყვებოდა. მისი თქმით, ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ.

ედუარდ შევარდნაძე და იმირ მამედლი

"ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისთვის აზერბაიჯანის საერთო-ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი მასწავლებელი იყო, ბრძენი და მოვლენების ღრმა მცოდნე. კერძო საუბრებში ბატონი ედუარდი ხაზს უსვამდა ხოლმე, რომ ბევრი რამ ისწავლა ჰეიდარ ალიევისაგან, მისგან ხშირად რჩევას იღებდა რთულ სიტუაციებში“, - ამბობს იმირ მამედლი და ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს, როცა ცნობილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა ტოფიკ გულიევმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის მამის სახელი "ამბროსიევიჩი“ ვერ გამოთქვა და რამდენჯერმე "ენა დაება“. პრეზიდენტი სიტუაციაში ჩაერია და ხუმრობით უთხრა, - არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო.

არსებობს ჩვენი საერთო ეროვნული ლიდერის ისტორიული განცხადება, რომლის თანახმად, "აზერბაიჯანელები საქართველოში დიასპორას არ წარმოადგენს“.

ეს სიტყვები მან საქართველოს ოპერის სახელმწიფო თეატრში გამართული შეხვედრისას წარმოსთქვა...

- თქვენ, როგორც ამ შეხვედრის მონაწილეს, როგორ დაგამახსოვრდათ ჰეიდარ ალიევის გამოსვლა და დარბაზის რეაქცია?

- დიახ, მე კარგად მახსოვს შეხვედრის ეს ეპიზოდი. ჰეიდარ ალიევმა დარბაზს შეხედა და თქვა: "ეს ადამიანები საქართველოში დიასპორას კი არ წარმოადგენენ, არამედ ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან და ისინი თავიანთი პაპების მიწა-წყალზე ცხოვრობენ“.

იმ დროისთვის ხალხს ჯერ კიდევ ახსოვდა ედუარდ შევარდნაძის წინა ხელისუფლების ზოგიერთი ნაციონალისტური ლოზუნგი, ამიტომ ჰეიდარ ალიევის ამ სიტყვებმა აზერბაიჯანელებს რწმენა ჩაუნერგა და უფრო განუმტკიცდათ მშობლიური მხარისადმი სიყვარული. წყარო

მოამზდა სიმონ კილაძე