პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია..." - რა საქმეზე ედავებიან გიგი უგულავას
"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია..." - რა საქმეზე ედავებიან გიგი უგულავას

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2 წლის წინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ბრალ­დე­ბულ გიგი უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ი­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უგუ­ლა­ვას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„პრო­ცე­სი ჩა­ი­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლო­დან თა­ნა­შემ­წე დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრა, რომ სხდო­მა 13 მა­ისს ჩა­ტარ­დე­ბა. ინ­ცი­დენ­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წე­ლია გა­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა აქამ­დე არ და­წყე­ბუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და გელ­ხა­ურ­მა.

პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა თა­ვად უგუ­ლა­ვა­მაც და აღ­ნიშ­ნა, რომ „ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თლის სპარ­ტა­კი­ა­და გრძელ­დე­ბა“.

„რა დილა თენ­დე­ბა. 13 მა­ისს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­მი­ნიშ­ნეს. მე რომ აე­რო­პორ­ტში ძი­უ­დოს ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ონს ბად­რი საბა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი ვცე­მე, აი ეგ საქ­მე. მოკ­ლედ, ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თლის სპარ­ტა­კი­ა­და გრძელ­დე­ბა. ეს­ტა­ფე­ტა გა­და­ცე­მუ­ლია. ერთი დღე არ უნდა მოც­დეს სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მის გა­რე­შე“, - წერს უგუ­ლა­ვა.

ცნო­ბის­თის, შემ­თხვე­ვა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2019 წლის 11 დე­კემ­ბერს მოხ­და. გიგი უგუ­ლა­ვას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ძი­უ­დო­ისტ ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან. გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და­ვით პარ­კა­ძე, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კოს გოკა გა­ბაშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

როდემდე უნდა უყუროთ ესეთ სიბრიყვეს თუ ჩაიდინა დანაშაული და დასაჭერია აქამდე იმალებოდა?თუ რიგი მოუვიდა

))
10

ცხვრებს რო კატა ჩამოუკიდეს გუდით და მთელი ზამთარო უჭმელი გაატარებინეს იმას მაგონებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია..." - რა საქმეზე ედავებიან გიგი უგულავას

"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია..." - რა საქმეზე ედავებიან გიგი უგულავას

საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

„პროცესი ჩაინიშნა, სასამართლოდან თანაშემწე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სხდომა 13 მაისს ჩატარდება. ინციდენტიდან დაახლოებით, ორი წელია გასული, შეიძლება მეტიც, არსებითი განხილვა აქამდე არ დაწყებულა“, - განაცხადა გელხაურმა.

პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა თავად უგულავამაც და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება“.

„რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე“, - წერს უგულავა.

ცნობისთის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

"ბატონი მელია უკვე გათავისუფლდა, ველოდები, რომ ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოაწერენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს პარლამენტში" -  ჯიმ რიში

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?