მე არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მე უკან არ დავიხევ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ნიკა მელიას განმარტებით, თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა, კლიმატი არ იქნება საბრძოლო.
„მაღალი დონის კოორდინაცია უნდა იყოს, მაინცდამაინც რატომ მიმდინარეობს საუბარი თბილისის მერობის კანდიდატზე ძალიან მიკვირს. მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, თბილისის მასშტაბით 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება და არა - 25. თუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ კოორდინაცია, ათივე ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“. მაგალითად: საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - თუ ოპოზიციას ეყოლება ექვსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ხელისუფლებას ერთი, მოიგებს. ვიღაცა თუ ამბობს, არ შეიძლება აქ კოორდინაცია, ვიღაცის ქოლგის ქვეშ ეს კონფრონტაციული საუბარია. მესამე ცენტრობა რატომ უნდა გინდოდეს, მე პირველი ცენტრობა მინდა. 43% ძნელად მისაღწევია, პლიუს მიცემული გვაქვს 150 000 - ხმიანი ფორა. რეგიონებში როდესაც არჩევნები ტარდება, დავინახეთ როგორი ძალადობა და რეპრესიებია. ყველა პარტიული სია უნდა იყოს დამოუკიდებლად წარმოდგენილი. თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა კლიმატი არ იქნება საბრძოლო. გავატარებთ კამპანიას ერთმანეთის ჭამაში. მაშინ ვაღიაროთ, რომ 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იქნება”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც მელია აღნიშნავს, გარდა თბილისის მერობის კანდიდატისა ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის საერთო კანდიდატზე უნდა შეჯერდეს.
„არა მარტო საერთო თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს, საკრებულოს თავმჯდომარეც, საერთოდ უნდა ვიცოდეთ. მე არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხევ. საქართველოს ოლქების 50%-ში მაინც, რომ ერთობა ყოფილიყო, დღეს ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია იქნებოდა. საუბარი იმაზე, რომ კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია წარმატების მიღწევა, სინამდვილეს არ შეესაბამება. მე მექნება ყველა ჩვენს პარტნიორთან, აქტორთან კონსულტაცია და ჩემს ხედვას გავაცნობ“, - განაცხადა მელიამ „მთავარი არხის" ეთერში.
ტუტუც!? ცივილიზაცია, არც ნიკანორ მელია და არც მიხაკა სააკაშვილი!? ან წადი შიმშილობაზე და თქვი რატომ, რის გამო, რა ზიანს ხედავ შენს უნარსა და სხვის გაკეთებულს, ან შემოთავაზებულს შორის, რაც არ გვინახავს არჩენებზე ან შენს უწესობასა და პლიტიკურ იმპოტენციას არავინ გადააყოლებს ქვეყანას. ან მოშორდეს ქვეყანას ქოცებიც, თუ მკვეთრი პოლიტიკის გატარების თავი არ გააჩნია. მკვეთრი პოლიტიკის გატრების საფუძველი ეს კონსტიტუცია და კანონმდებლობაა ქვეყნისა. თუ არა მოშორდეს ქვეყანას ეს ხურდელობა და იმპოტენცია პოლიმფრასტრუქტურისა. ხალხნო არ გინდათ ცხოვრება, სანამდის უნდა იყოს ეს გარემოება საქრთველოში და სანამ არ უნდა ქონდეს ადამიანს ხვალეს არ ქონა?! ზირს საქრთველოს ხურდელობა და ჟურნალიოსტიკა, რადგან ესააა მისი ფუნქცია ქვეყანაში. ან წინ ქართველნო ან უკან პუშტუნებისაკენ, თუ შუა საუკუნების სტრუქტურისაკენ, სახელმწიფოსაკენ, ანუ კონსტიტუციური მონარქიისაკენ.>>>>>>>>>>>>>>>>>>პირველი ვიქნები ვინც წავა ამისაკენ აშშ-ს საელჩოში შიმშილობაზე, ან ევროკავშირის ანალოგიური წარმომადგენლობაში (მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობით, წესით ყველანი უნდა დავიძრათ აშშ-ს წარმომადგენელთან საქართველოში, რადგან მას აქვს აღებული პასუხისმგებლობა საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე). ვინ იქნება მეორე, ან მესამე. 30 წელია ქვეყანა ვერ ქმნის პოლიტიკურ სტრუქტურასა და მედიას ქვეყანაში და ადამიანის გაგება არ არსებობს ამ ქვეყანაზე(შექმენით პროექტი ერთი მედია სუბიექტის არსებობაზე, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლების აქტის გაგება. აქ ბიზნეს-პოლიტიკა და მედია სტრუქტურა ერთია, აქ კარტელია პოლიტიკა-ეკონომიკა-კონფესიისა, ანუ აბსოლუტური მონარქია ქვეყნის ხურდელობაში (აბსოლუტური მონარქია საკაშვილ-ჩხარტიშვილ-ივანიშვილ-ოქრიაშვილ-პატარკაციშვილის მემკვიდრეობისა, სადაც არ არსებობს სიტყვის თავისუფლების აქტის გაგება. ეს მარაზმია ცივილიზაციისა და ადამიანის გაგებისა) და ესააა ამას რა საერთო აქვს პოპერთან, ან დემოკრატიასთან? ამის პარტნიორია აშშ-ი? ესაა ახალი სისტემა ჯოჯოხეტისა, სადაც არც ტრადიციაა და არც ლიბერალიზმი, ანუ საღი აზროვნება თავისუფლებისა. აქ მოჩვენებაა ინსტიტუციონალიზმისა). რა პოლიტიკური კულტურის გაგება და იდენტობა გააჩნია ამ ქვეყანას ოესიდის, თუ აშშ-სახელმწიფოსთან და როდემდე დახუჭავთ ამაზე თვალს. ერი და ქვეყანა ნადგურდება საშინაო პოლიტიკის ხურდელობაში და სანამდის გინდათ უყუროთ ამას? ესაა პარტნიორის გაგება ამერიკისა? თქვენთვის არა აქვს ადამიანსა და ერს გაგება პოლიტიკაში? საქართველოს პოლიტიკას არა აქვს გაგება ადამიანისა და ერისა სახელმწიფოში და როდემდე ისმება კითხვა? როდემდე!?
ჩამყაყებული პოლიტიკური სპექტრი!!!