პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს" - გიორგი ვაშაძე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე
"გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს" - გიორგი ვაშაძე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა დე­ბით, "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ 34-40-მდე ცვლი­ლე­ბაა შე­სა­ტა­ნი.

ამის შე­სა­ხებ მან კაჭ­რეთ­ში ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ცვლი­ლე­ბაა შე­სა­ტა­ნი. გუ­შინ გვქონ­და სა­ბო­ლოო სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ოპო­ზი­ცი­ურ შარლ მი­შე­ლის ჯგუფს, ასე და­ვარ­ქმევ­დი, ვინც ხელი მო­ა­წე­რა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს. მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დით ტექ­ნო­ლო­გი­ურ -სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით. დღეს უკვე პირ­ვე­ლი დე­ტა­ლუ­რი გავ­ლა გვექ­ნე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო მა­გა­ლი­თად: კო­მი­სი­ებ­ში პა­რი­ტე­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, იმის­თვის რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალბ­დეს, პრო­ცე­დუ­რუ­ლი და და­ვე­ბის ახ­ლე­ბუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

34-40 ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბაა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც არის ის, რომ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო იყოს სან­დო და ადა­მი­ა­ნი როცა მი­დის არ­ჩევ­ნებ­ზე, არ ეში­ნო­დეს ხმის მო­პარ­ვის. ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტშიც არის ბევ­რი ცვლი­ლე­ბა შე­სა­ტა­ნი. მა­გა­ლი­თად, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სა­ერ­თოდ აღარ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­უბ­ნო დო­ნე­ზე და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი უნდა იყოს სა­უბ­ნო დო­ნე­ზე, ამა­ზე ჩვენ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ფარ­გლებ­ში შევ­თან­ხმდით.

იგი­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - გარ­მო­ნი­სებ­რი ბი­უ­ლე­ტე­ნი უნდა იყოს, რო­მელ­საც აქვს ბარ­კო­დი და შრტრი­ხკო­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლ­დე­ბა რომ ვი­ღა­ცამ გა­რეთ არ გა­ი­ტა­ნოს "კა­რუ­სე­ლის­თვის“. ფარ­თო სპექტრია ცვლი­ლე­ბე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის იმ ლი­დე­რებს ხვდე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს. მათი გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
1

გარმონი ან დოლი ხელში უფრო დაგამშვენებს თვითაღიარებულო აღმაშენებელო!

გილაური
8

28 ნოემბრიდან,უწყვეტად გვაქვს კომენდანტის საათი- მსოფლიოში მხოლოდ ჩვენთანაა ასე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს" - გიორგი ვაშაძე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე

"გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს" - გიორგი ვაშაძე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხა დებით, "საარჩევნო კოდექსში“ 34-40-მდე ცვლილებაა შესატანი.

ამის შესახებ მან კაჭრეთში ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი. გუშინ გვქონდა საბოლოო სამუშაო შეხვედრა ოპოზიციურ შარლ მიშელის ჯგუფს, ასე დავარქმევდი, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. მომზადებული ჩამოვედით ტექნოლოგიურ -სამართლებრივი კუთხით. დღეს უკვე პირველი დეტალური გავლა გვექნება. ცვლილებებია საჭირო მაგალითად: კომისიებში პარიტეტების ცვლილება, ტექნოლოგიების გამოყენება, იმისთვის რომ არჩევნები არ გაყალბდეს, პროცედურული და დავების ახლებური მექანიზმების გამოყენება.

34-40 ფუნდამენტური ცვლილებაა, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სანდო და ადამიანი როცა მიდის არჩევნებზე, არ ეშინოდეს ხმის მოპარვის. ინიცირებულ კანონპროექტშიც არის ბევრი ცვლილება შესატანი. მაგალითად, კომისიის წევრები საერთოდ აღარ იყო გათვალისწინებული საუბნო დონეზე და კომისიის წევრები უნდა იყოს საუბნო დონეზე, ამაზე ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შევთანხმდით.

იგივე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით - გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს, რომელსაც აქვს ბარკოდი და შრტრიხკოდი და ეს ყველაფერი კონტროლდება რომ ვიღაცამ გარეთ არ გაიტანოს "კარუსელისთვის“. ფართო სპექტრია ცვლილებების“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციური პარტიების იმ ლიდერებს ხვდებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მათი განხილვის მთავარი თემა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებია.

გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება - "პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას"

"ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია "ძიუდოისტი ჩამიდეს" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი