საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება
როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბრალ­დე­ბუ­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­მარ­თოს მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რის შემ­დე­გაც მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში კონ­და­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, უწყე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­კე­თე­ბა დღეს­ვე შე­უძ­ლია.

„ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ჩა­რი­ცხა. ად­ვო­კა­ტებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მიგ­ვი­ღია, თა­ვის­თა­ვად, დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცით. პრო­ცე­დუ­რუ­ლად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, მო­ი­თხო­ვოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა, ან გა­უქ­მე­ბა და ნიკა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. რო­გორც და­ი­ჭი­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნიკა მე­ლია, ისე უნდა გა­უშ­ვას, რა გზას აირ­ჩევს, არ ვიცი, ეს შე­უძ­ლი­ათ დღეს გა­ა­კე­თონ, უკვე ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელ­ში არის“, - გა­ნა­ცხა­და კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ სა­ი­დან გა­ნი­სა­ზღვრა გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა 40 000 ლარი, როცა მე­ლი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­იც­ვა­ლა, კონ­და­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ „არ იცის“.

„ვერ გე­ტყვით, რო­გორც თქვენ­თვის, ჩვენ­თვი­საც გან­ცხა­დე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ჩვენ აღ­ნიშ­ნულ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში - ევ­რო­კავ­შირს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის, არ ვყო­ფილ­ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია“, - გა­ნა­ცხა­და კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
1

ახლა უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩა, აუცილებლად გამოვა... 

maic
5

მაინც გამოაშვებინეს დოყლაპია ქოცებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონდახიშვილი აცხადებს, უწყებას აღნიშნულის გაკეთება დღესვე შეუძლია.

„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

კითხვაზე, თუ საიდან განისაზღვრა გირაოს ოდენობა 40 000 ლარი, როცა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეიცვალა, კონდახიშვილი აცხადებს, რომ „არ იცის“.

„ვერ გეტყვით, როგორც თქვენთვის, ჩვენთვისაც განცხადებით გახდა ცნობილი, ჩვენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში - ევროკავშირს, ხელისუფლებასა და პროკურატურას შორის, არ ვყოფილვართ ჩართულები, შესაბამისად, დეტალები ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

თელავში დაკარგული ნიკოლოზ რაზიკაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

პროკურატურა განმარტავს, როდის მიმართავს სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"