საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე “სი­ნო­ფარ­მის­თვის” ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, „სი­ნო­ფარ­მის­თვის“ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. დღეს მე­ექ­ვსე ვაქ­ცი­ნა და­ე­მა­ტა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­თა სიას. აქამ­დე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იყო: „ფა­ი­ზე­რი“, "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ორი ვაქ­ცი­ნა, „ჯონ­სონ & ჯონ­სო­ნი“, ამე­რი­კუ­ლი „მო­დერ­ნა“, დღეს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა და­ე­მა­ტა. ასე­ვე, რიგ­ში დგას მე­ო­რე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა „სი­ნო­ვა­კი“. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ რე­ა­ლუ­რად უფრო მე­ტად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე დიდი დე­ფი­ცი­ტია ვაქ­ცი­ნე­ბის. დღეს აც­რი­ლია მხო­ლოდ, მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 7%-დან 8%-მდე ორ­ჯე­რა­დად, რაც ძა­ლი­ან ცო­ტაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, გან­ვი­თა­რე­ბად სამ­ყა­რო­ში. იმი­ტომ რომ, მდი­დარ ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, სა­მიზ­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის 25%-დან -30%-მდე აიც­რა და ბევ­რგან ეს ორ­ჯე­რა­დი აც­რე­ბიც გახ­ლავთ.

ჩი­ნე­თი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის. „სი­ნო­ფარ­მის“ აღი­ა­რე­ბა, ასე­ვე გა­ნა­თავ­სებს „სი­ნო­ფარმს“ კო­ვაქს პლატ­ფორ­მა­ზე. რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა მო­მა­რა­გე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის, რომ ვაქ­ცი­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­ი­ზარ­დოს. ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დაჩ­ქარ­დე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თა­რე­ბად სამ­ყა­რო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა „სი­ნო­ფარმს“ გა­და­უ­დე­ბე­ლი მოხ­მა­რე­ბის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ა­ნი­ჭა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Საქო
29

Მოშორდი შენი ვაწცინებიანად,მატყუარავ და სულგაყიდულო

დ გ
22

საჭიეო ყველამ ჩავიტაროთ აცრები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან გამყრელიძემ განუცხადა, „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. დღეს მეექვსე ვაქცინა დაემატა ავტორიზებული კოვიდ ვაქცინათა სიას. აქამდე ავტორიზებული იყო: „ფაიზერი“, "ასტრაზენეკას“ ორი ვაქცინა, „ჯონსონ & ჯონსონი“, ამერიკული „მოდერნა“, დღეს ჩინური ვაქცინა დაემატა. ასევე, რიგში დგას მეორე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად უფრო მეტად გაუმჯობესდება ვაქცინების ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, გლობალურ ბაზარზე დიდი დეფიციტია ვაქცინების. დღეს აცრილია მხოლოდ, მსოფლიო მოსახლეობის 7%-დან 8%-მდე ორჯერადად, რაც ძალიან ცოტაა. განსაკუთრებული პრობლემებია, განვითარებად სამყაროში. იმიტომ რომ, მდიდარ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამიზნე მოსახლეობის 25%-დან -30%-მდე აიცრა და ბევრგან ეს ორჯერადი აცრებიც გახლავთ.

ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ვაქცინების. „სინოფარმის“ აღიარება, ასევე განათავსებს „სინოფარმს“ კოვაქს პლატფორმაზე. რისი საშუალებითაც ხდება მომარაგება განვითარებადი ქვეყნების, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები განვითარებად სამყაროში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე