საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადმოსცემს
"წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადმოსცემს

"წი­თე­ლი ჯვა­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს 100 000 დოზა „სი­ნო­ფარმს“ გად­მოს­ცემს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

რო­გორც მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გან­მარ­ტავს, ვაქ­ცი­ნის გად­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს „წი­თე­ლი ჯვა­რი“, ასე­ვე წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში, ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა შე­ე­ხე­ბო­და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თად სფე­რო­ებს და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნის მო­ზიდ­ვის პრო­ცეს­ში „წი­თე­ლი ჯვრის“ დახ­მა­რე­ბას. იგეგ­მე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნის დო­ნა­ცია წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის და ასე­ვე ჩი­ნე­თის „წი­თე­ლი ჯვრის“ სა­შუ­ა­ლე­ბით. რაც იქ­ნე­ბა დიდი დახ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის­თვის. დე­ტა­ლე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რო­დის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ის 100 000 დოზა, რა­საც „წი­თე­ლი ჯვა­რი“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს“, - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ გა­ბუ­ნია.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან შეხ­ვედ­რას „წი­თე­ლი ჯვრის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ნა­თია ლო­ლა­ძე და წი­თე­ლი ჯვრის და წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ოლგა ჯუ­მა­ე­ვა ეს­წრე­ბოდ­ნენ.

„ჩვენ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ჩი­ნე­თის წი­თელ ჯვარ­თან, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ჯვარს გად­მოს­ცე­მენ ვაქ­ცი­ნას, ჩვენ კი სა­მი­ნის­ტროს გა­დავ­ცემთ. პირ­ველ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია 100 000 დო­ზა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია ლო­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნას ავ­ტო­რი­ზა­ცია გუ­შინ მი­ა­ნი­ჭა.

სა­ქარ­თვე­ლომ „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნით იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 4 მა­ისს და­ი­წყო და ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე რე­გის­ტრა­ცია 18 წელს ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მსურ­ვე­ლებს რე­გის­ტრა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ პორ­ტალ­ზე შე­უძ­ლი­ათ - https://booking.moh.gov.ge/

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????????
0

სადაა ადგილები?ამ ხელისუფლების ხელში ჩინური ვაქცინა სანატრელი რომ გახდება,კი მოგენატრება მიშა პრეზიდენტყოფილი.

kaxa
0

მართალია მიშა რომ ყოფილიყო ყველა ვარიანტში ფაიზერს გააჩალიჩებდა.

ავტორი:

"წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადმოსცემს

"წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადმოსცემს

"წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"საქართველოს „წითელი ჯვარი“, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში „წითელი ჯვრის“ დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის „წითელი ჯვრის“ საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხრიდან შეხვედრას „წითელი ჯვრის“ საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ესწრებოდნენ.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის წითელ ჯვართან, ისინი საქართველოს წითელ ჯვარს გადმოსცემენ ვაქცინას, ჩვენ კი სამინისტროს გადავცემთ. პირველ ეტაპზე საუბარია 100 000 დოზაზე“, - აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ - https://booking.moh.gov.ge/

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?