სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო
"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი 34 წლის იყო და პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და, რო­დე­საც 13 აპ­რილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ქალი ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლი­და, ის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი იყო. მა­ი­კოს მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ კვი­რა­ში დამ­ძიმ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მე­დი­კო­სებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალი ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­შო­ბი­ა­რეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პა ჩვი­ლი, გუ­შინ კი მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი მას­წავ­ლებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სამძმარს აქ­ვეყ­ნებს.

"ფო­ლა­და­ანთკა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის, სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი­სა და მე­გობ­რის, მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო მა­ი­კო, ჩვე­ნო უდი­დე­სო ტკი­ვი­ლო, რო­მე­ლი სი­ტყვე­ბი გა­მო­ხა­ტავს იმ უკი­დე­გა­ნო ტკი­ვილს, რა­საც შენი და­კარ­გვით გან­ვიც­დით პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შენ­თვის და შენი პა­ტა­რას­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით, ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­წუთს ვა­ი­მე­დებ­დით და დღემ­დე გვჯე­რო­და რომ და­ა­მარ­ცხებ­დით ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას. თუმ­ცა დავ­მარ­ცხდით შენ ვე­ღარ გა­უ­ძე­ლი ამ ბრძო­ლას და და­ნებ­დი... ამ­ბო­ბენ ღმერ­თის ნე­ბაა ყვე­ლა­ფე­რიო და ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს თქვე­ნი უმან­კო სუ­ლე­ბი...“ - ვკი­თხუ­ლობთ გვერ­დზე.

რო­გორც მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ქალს არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქო­ნია.

"ჩვე­უ­ლებ­რივ და­დი­ო­და ფეხ­მძი­მეც სკო­ლა­ში და გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­და. გეგ­მი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა­საც გა­დი­ო­და, ორ კვი­რა­ში ერთხელ სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად. თავს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ირ რე­კო­მენ­და­ცი­ას ას­რუ­ლებ­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და. რო­დე­საც მა­ი­კოს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სკო­ლა მა­შინ­ვე ორი კვი­რით და­ხუ­რეს.

დე­და­საც ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, ის ქალ­ბა­ტო­ნიც მას­წავ­ლე­ბე­ლია, ოღონდ სხვა სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მას არ ჰქო­ნია რთუ­ლი ფორ­მა, სახ­ლში გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბა. მა­ი­კო ზა­ფხულ­ში და­ო­ჯახ­და და ეს მისი პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იყო. ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია..." - გვიყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი.

ქალს რომ არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია, ეს კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­შიც და­ა­დას­ტუ­რა.

"ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­ერ­თოდ, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­დავ­ხე­დავთ, თუ ორ­გა­ნიზმს აქვს სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი, ფეხ­მძმო­ბა არის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რი. ანუ სუსტ ორ­გა­ნიზმს ის კი­დევ უფრო ასუს­ტებს და კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­სა­ბა­მი­სად უფრო მწვავ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე თვის ჩა­მო­სუ­ლი ვარ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც 9 წელი ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ბევ­რი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქო­ნია, მაგ­რამ არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლა ფა­ტა­ლუ­რად. პა­ცი­ენტს ჰქონ­და ასე­თი იმუ­ნუ­რი გე­ნე­ტი­კა, რომ­ლიც ვერ მო­ე­რია ვირუსს, ამას­თან, ჩვენ­თან რომ მო­ვი­და უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ალექ­სი ვა­ჩა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
12

რატომ გახსნეს სკოლები, რამდენი დაინფიცირდა და ახლაც რეანიმაციაშია, ყოფილიყო ისევ ონლაინ, მაინც ხომ დაკეტეს, ეს უნდოდათ?

Nana
19

ფეხმძიმობისას ორგანიზმი ახდენს ყოველგვარი სასიცოცხლო ძალის მობილიზებას,ძლიერდება იმუნიტეტიც,ეს ყველაფერი ვნახე საკუთარი თვალით ცხოველებზე ექსპერიმენტზე მუშაობისას,ნუ ატყუებს ხალხს,რამდენი იყო კოვიდიანი ფეხმძიმე და არ შეუქმნიათ პრობლემები ბოლო თვეში,გაიხსენეთ.როცა დროულად არ მიხედავ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

მაიკო წიკლაური 34 წლის იყო და პირველ შვილს ელოდებოდა, როდესაც 13 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ფოლადაანთ კარის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა, ის სერთიფიცირებული პედაგოგი იყო. მაიკოს მდგომარეობა ერთ კვირაში დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს. რამდენიმე დღეში დაიღუპა ჩვილი, გუშინ კი მაიკო წიკლაური გარდაიცვალა. ფოლადაანთ კარის საშუალო სკოლის ოფიციალური გვერდი მასწავლებლის გარდაცვალების შესახებ სამძმარს აქვეყნებს.

"ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო. ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი... ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები...“ - ვკითხულობთ გვერდზე.

როგორც მაიკო წიკლაურის ახლობელი გვიყვება, ქალს არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონია.

"ჩვეულებრივ დადიოდა ფეხმძიმეც სკოლაში და გაკვეთილებს ატარებდა. გეგმიური ტესტირებასაც გადიოდა, ორ კვირაში ერთხელ სხვა კოლეგებთან ერთად. თავს ძალიან უფრთხილდებოდა, ყველანაირ რეკომენდაციას ასრულებდა, ნერვიულობდა. როდესაც მაიკოს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა მაშინვე ორი კვირით დახურეს.

დედასაც ჰქონდა კორონავირუსი, ის ქალბატონიც მასწავლებელია, ოღონდ სხვა სკოლაში ასწავლის. მას არ ჰქონია რთული ფორმა, სახლში გაიარა მკურნალობა. მაიკო ზაფხულში დაოჯახდა და ეს მისი პირველი ორსულობა იყო. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო, ყველანი შოკირებულები ვართ და პირველ რიგში ოჯახი, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია..." - გვიყვება ახლობელი.

ქალს რომ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, ეს კლინიკის დირექტორმა ambebi.ge-სთან საუბარშიც დაადასტურა.

"ძალიან ხმამაღლა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი იყო კორონავირუსი. საერთოდ, თუ საერთაშორისო ლიტერატურას გადავხედავთ, თუ ორგანიზმს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ფეხმძმობა არის დამატებითი რისკ-ფაქტორი. ანუ სუსტ ორგანიზმს ის კიდევ უფრო ასუსტებს და კორონავირუსი შესაბამისად უფრო მწვავდება.

რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ ისრაელიდან, სადაც 9 წელი ვმუშაობდი, როგორც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და ბევრი მსგავსი სიტუაცია მქონია, მაგრამ არცერთი დასრულებულა ფატალურად. პაციენტს ჰქონდა ასეთი იმუნური გენეტიკა, რომლიც ვერ მოერია ვირუსს, ამასთან, ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ძალიან მძიმედ იყო" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ალექსი ვაჩაძემ.

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება