სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია... იმუნური გენეტიკა ვერ მოერია ვირუსს" - რას ამბობს ბოკერიას კლინიკის დირექტორი ახალნამშობიარების გარდაცვალებაზე
"ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია... იმუნური გენეტიკა ვერ მოერია ვირუსს" - რას ამბობს ბოკერიას კლინიკის დირექტორი ახალნამშობიარების გარდაცვალებაზე

თბი­ლის­ში, ბო­კე­რი­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა 7 თვის ორ­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი. და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო 34 წლის პა­ცი­ენ­ტი ნა­ად­რე­ვად, სა­კე­ის­რო კვე­თით ამ­შო­ბი­ა­რეს. ჩვი­ლი და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დედა-შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ Ambebi.ge ჰოს­პიტ­ლის კლი­ნი­კურ დი­რექ­ტორს, ალექ­სი ვა­ჩა­ძეს ესა­უბ­რა:

- ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტი 19 პრილს შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ მძი­მე იყო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ფილ­ტვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა და ჰა­ე­რის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. 22 აპ­რილს უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და მისი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ტო­კო­ლი უფრო ინ­ვა­ზი­უ­რია, გა­ვაგ­რძე­ლეთ მკურ­ნა­ლო­ბა პრო­ტო­კო­ლით და ფეხ­მძი­მო­ბის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბით. 24 აპ­რილს ნა­ყოფს ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ გა­და­წყდა სას­წრა­ფო სა­კე­ის­რო ოპე­რა­ცია.

ჩვი­ლი იყო დღე­ნაკ­ლუ­ლი, მცი­რე წო­ნით და სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, ბევ­რი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ტა­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა. ჩვენ­თან მოს­ვლამ­დე, მას ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი, 13 აპ­რილს იყო რუს­თა­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­ი­კე­თა ტეს­ტი, და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი და წა­ვი­და სახ­ლში. სახ­ლი­დან 6 დღე­ში პირ­და­პირ ჩვენ­თან მო­ვი­და უკვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით. მა­ნამ­დე რა­ტომ არ მი­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბა, სა­ნამ ასე დამ­ძიმდდე­ბო­და, მა­გა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი?

- ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­ერ­თოდ, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­დავ­ხე­დავთ, თუ ორ­გა­ნიზმს აქვს სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი, ფეხ­მძმო­ბა არის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რი. ანუ თუ სუსტ ორ­გა­ნიზმს ის კი­დევ უფრო ასუს­ტებს და კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­სა­ბა­მი­სად უფრო მწვავ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის ჩა­მო­სუ­ლი ვარ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც 9 წელი ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც რე­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ბევ­რი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქო­ნია, მაგ­რამ არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლა ფა­ტა­ლუ­რად. პა­ცი­ენტს ჰქონ­და ასე­თი იმუ­ნუ­რი გე­ნე­ტი­კა, რომ­ლიც ვერ მო­ე­რია ვირუსს, მას­თან, ჩვენ­თან რომ მო­ვი­და უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო.

- დრო­უ­ლად რომ მო­სუ­ლი­ყო, გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდე­ბო­და?

- ალ­ბათ, კი. თუმ­ცა ახლა გა­დაჭ­რით მტკი­ცე­ბა ძნე­ლია.

- ჰქონ­და თუ არა პა­ცი­ენტს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი?

- არა, მას ჯან­მრთე­ლო­ბის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. ეს თა­ვა­დაც თქვა, სა­ნამ სა­უ­ბა­რი შე­ეძ­ლო და ჩვენც გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ.

- ჩვილს ხომ არ ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი?

- ზო­გა­დად , ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ნა­ყო­ფი­დან ჩვილ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა, სულ რამ­დნე­ი­მეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ ჩვილს ჩა­ვუ­ტა­რეთ PCR ტეს­ტი და მას არ ჰქონ­და COVID-19.

- ჩვი­ლის სა­კე­ის­რო კვე­თით ამოყ­ვა­ნა რამ­დე­ნად დრო­უ­ლი იყო? რამ გა­მო­იწ­ვია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა?

- ნა­ყო­ფი იყო დღე­ნაკ­ლუ­ლი, წო­ნით ძა­ლი­ან პა­ტა­რა - 1კგ და 350 გრ. ფილ­ტვე­ბის პრობ­ლე­მაც ჰქონ­და. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ჩვი­ლი იმ პა­ცი­ენ­ტში იყო, რო­მელ­საც ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­დან 3 დღე­ში დი­ა­ლე­ზი დას­ჭირ­და, რად­გან თირკმე­ლი გა­უ­ჩერ­და. ჩვი­ლის მუც­ლი­დან ამოყ­ვა­ნა რომ არ დაგ­ვი­ან­და, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გვაქვს. ყო­ველ­თვის სჯობს, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს და­ტო­ვო დე­დის მუ­ცელ­ში შვი­ლი, რომ მოძ­ლი­ერ­დეს, როცა დღე­ნაკ­ლუ­ლია.

რო­გორც კი გა­უ­არ­სე­და მო­ნი­ტორ­ზე ციფ­რე­ბი, მა­შინ­ვე შე­იყ­ვა­ნეს სამ­შო­ბი­ა­რო­ში. ამ გო­გო­ნას მკურ­ნა­ლო­ბა­ში "ევექ­სის“ ყვე­ლა მთა­ვა­რი ექი­მი იყო ჩარ­თუ­ლი, მო­დი­ოდ­ნენ და პი­რა­დად ნა­ხუ­ლობ­დნენ მას. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რად ხდე­ბო­და მისი მკურ­ნა­ლო­ბა. ყუ­რა­დღე­ბა ნამ­დვი­ლად არ მოკ­ლე­ბია მას, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გავ­წი­ეთ. ჩა­ნიშ­ნუ­ლი გვაქვს შეხ­ვედ­რა და დე­ტა­ლუ­რად გა­ვივ­ლით ამ შემ­თხვე­ვას.

- ოჯახს ხომ არ ჰქო­ნია რა­ი­მე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა?

- 3 მა­ი­სი­დან ვარ ამ კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, არც მა­ნამ­დე და არც 3 მა­ი­სის შემ­დეგ ჩემ ყუ­რამ­დე არ მო­სუ­ლა, რომ ოჯა­ხი რა­მით უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
26

იმუნური გენეტიკა? ეს რაღაც ახალია!!! ამ კლინიკაში ხალხი პანტაპუნტით რომ არ იხოცება, ესაა გასაკვირი....

ქეთი
26

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "იმუნური გენეტიკა", "დიალეზი" და სხვა, სტატიის ავტორის მარგალიტებია და არა ექიმის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია... იმუნური გენეტიკა ვერ მოერია ვირუსს" - რას ამბობს ბოკერიას კლინიკის დირექტორი ახალნამშობიარების გარდაცვალებაზე

"ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია... იმუნური გენეტიკა ვერ მოერია ვირუსს" - რას ამბობს ბოკერიას კლინიკის დირექტორი ახალნამშობიარების გარდაცვალებაზე

თბილისში, ბოკერიას სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 თვის ორსული ახალგაზრდა ქალი. დაავადებით გამოწვეული გართულებების გამო 34 წლის პაციენტი ნაადრევად, საკეისრო კვეთით ამშობიარეს. ჩვილი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

დედა-შვილის გარდაცვალების დეტალების შესახებ Ambebi.ge ჰოსპიტლის კლინიკურ დირექტორს, ალექსი ვაჩაძეს ესაუბრა:

- ჩვენს კლინიკაში პაციენტი 19 პრილს შემოვიდა. საკმაოდ მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება და ჰაერის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. 22 აპრილს უკვე აუცილებელი გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. რეანიმაციაში მონიტორინგის პროტოკოლი უფრო ინვაზიურია, გავაგრძელეთ მკურნალობა პროტოკოლით და ფეხმძიმობის გათვალსიწინებით. 24 აპრილს ნაყოფს ჰქონდა რამდენიმე, სიცოცხლისთვის საშიში ცვლილება. ამიტომ გადაწყდა სასწრაფო საკეისრო ოპერაცია.

ჩვილი იყო დღენაკლული, მცირე წონით და საოპერაციოშივე გადაიყვანეს მექანიკურ ვენტილაციაზე, თუმცა, ბევრი ძალისხმევის მიუხედავად, პატარამ მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. ჩვენთან მოსვლამდე, მას ჰქონდა სიმპტომები, 13 აპრილს იყო რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გაიკეთა ტესტი, დაუდგინდა კორონავირუსი და წავიდა სახლში. სახლიდან 6 დღეში პირდაპირ ჩვენთან მოვიდა უკვე მძიმე მდგომარეობით. მანამდე რატომ არ მიექცა ყურადღება, სანამ ასე დამძიმდდებოდა, მაგაზე ვერაფერს გეტყვით.

- რა გახდა მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი?

- ძალიან ხმამაღლა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი იყო კორონავირუსი. საერთოდ, თუ საერთაშორისო ლიტერატურას გადავხედავთ, თუ ორგანიზმს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ფეხმძმობა არის დამატებითი რისკ-ფაქტორი. ანუ თუ სუსტ ორგანიზმს ის კიდევ უფრო ასუსტებს და კორონავირუსი შესაბამისად უფრო მწვავდება. რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ ისრაელიდან, სადაც 9 წელი ვმუშაობდი, როგორც რენიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და ბევრი მსგავსი სიტუაცია მქონია, მაგრამ არცერთი დასრულებულა ფატალურად. პაციენტს ჰქონდა ასეთი იმუნური გენეტიკა, რომლიც ვერ მოერია ვირუსს, მასთან, ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ძალიან მძიმედ იყო.

- დროულად რომ მოსულიყო, გადარჩენა მოხერხდებოდა?

- ალბათ, კი. თუმცა ახლა გადაჭრით მტკიცება ძნელია.

- ჰქონდა თუ არა პაციენტს თანმხლები დაავადებები?

- არა, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ეს თავადაც თქვა, სანამ საუბარი შეეძლო და ჩვენც გამოვიკვლიეთ.

- ჩვილს ხომ არ ჰქონდა კორონავირუსი?

- ზოგადად , ძალიან იშვიათია ნაყოფიდან ჩვილზე კორონავირუსის გადადების შემთხვევა, სულ რამდნეიმეა დაფიქსირებული მსოფლიოში. ჩვენ ჩვილს ჩავუტარეთ PCR ტესტი და მას არ ჰქონდა COVID-19.

- ჩვილის საკეისრო კვეთით ამოყვანა რამდენად დროული იყო? რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება?

- ნაყოფი იყო დღენაკლული, წონით ძალიან პატარა - 1კგ და 350 გრ. ფილტვების პრობლემაც ჰქონდა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვილი იმ პაციენტში იყო, რომელსაც ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება, რომელსაც ჰოსპიტალიზაციიდან 3 დღეში დიალეზი დასჭირდა, რადგან თირკმელი გაუჩერდა. ჩვილის მუცლიდან ამოყვანა რომ არ დაგვიანდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გვაქვს. ყოველთვის სჯობს, რაც შეიძლება დიდხანს დატოვო დედის მუცელში შვილი, რომ მოძლიერდეს, როცა დღენაკლულია.

როგორც კი გაუარსედა მონიტორზე ციფრები, მაშინვე შეიყვანეს სამშობიაროში. ამ გოგონას მკურნალობაში "ევექსის“ ყველა მთავარი ექიმი იყო ჩართული, მოდიოდნენ და პირადად ნახულობდნენ მას. მულტიდისციპლინურად ხდებოდა მისი მკურნალობა. ყურადღება ნამდვილად არ მოკლებია მას, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ჩანიშნული გვაქვს შეხვედრა და დეტალურად გავივლით ამ შემთხვევას.

- ოჯახს ხომ არ ჰქონია რაიმე უკმაყოფილება?

- 3 მაისიდან ვარ ამ კლინიკის დირექტორი, არც მანამდე და არც 3 მაისის შემდეგ ჩემ ყურამდე არ მოსულა, რომ ოჯახი რამით უკმაყოფილოა.

დღეს იმედის დღე და ანდრია პირველწოდებულის ხსენებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს