საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 თვეში მომიკვდა... წლები დავდიოდი იმ მანქანით, რომელშიც ის გარდაიცვალა" - ეკა ბესელია საყვარელ მამაკაცსა და ტრაგიკულ სიყვარულზე
"9 თვეში მომიკვდა... წლები დავდიოდი იმ მანქანით, რომელშიც ის გარდაიცვალა" - ეკა ბესელია საყვარელ მამაკაცსა და ტრაგიკულ სიყვარულზე

პო­ლი­ტი­კო­სი და ად­ვო­კა­ტი ეკა ბე­სე­ლია წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო. რო­გორც "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა "ყვი­თელ ყუთ­ში" სა­უბ­რი­სას მან აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ ამ ადა­მი­ან­მა გა­და­ად­გმე­ვი­ნა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ტრა­გი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბულ სიყ­ვა­რულ­ზე ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რობს:

"ადრე, მე ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს პირ­ველ საქ­მეს, პირ­ველ ნა­ბი­ჯებს სა­ად­ვო­კა­ტო სფე­რო­ში. რთუ­ლი იყო ჩემ­თვის ის პე­რი­ო­დი, რად­გან მა­შინ პირ­ვე­ლი ოჯა­ხი და­მენგრა. ვიხ­სე­ნებ­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და რო­გორც ადა­მი­ანს, მას­წავ­ლა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ­ჩე­ვე­ვე­ბი, თუ რო­გორ გა­მევ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე თვე გრძელ­დე­ბო­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს იყო 8-9 თვე. ეს იყო ისე­თი დიდი ემო­ცი­ით, პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მსგავ­სი მას შემ­დეგ არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. 9 თვე­ში ის ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ჩემ­თვის იყო ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი. მო­მიკ­ვდა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და მყო­ლო­და და ვი­საც, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. ასე­თი ფა­ქი­ზი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მას შემ­დეგ არც არა­სო­დეს მიგ­რძვნია.

ჩვენ შო­რის ძა­ლი­ან სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი იყო. ეს გა­მიგ­რძელ­და დიდ­ხანს. პირ­ვე­ლი, რა­მაც ამ სტრე­სი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა, გა­მახ­სენ­და, რომ ცი­ხე­ში დარ­ჩა დის­შვი­ლი, რო­მელ­საც თა­ვად იცავ­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო მისი გა­მოყ­ვა­ნა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო. ავ­დე­ქი და და­ვი­წყე ამ საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ოც­რე­ბა მოხ­და და ეს ბიჭი გა­მო­ვიყ­ვა­ნე ცი­ხი­დან. ვა­ლიც მო­ვი­ხა­დე და თით­ქოს, რა­ღაც არა­მი­წი­ე­რი ძალა მეხ­მა­რე­ბო­და იმ დროს.

მას ჰყავ­და მწვა­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნა, ალ­ბათ დღემ­დე ამი­ტომ მიყ­ვარს მწვა­ნე ფერი. ერთ დღეს მოვ­დი­ვარ პავ­ლოვ­ზე, და­ვი­ნა­ხე ეს მან­ქა­ნა, რო­დე­საც მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ჩა­ირ­თო, გა­მო­ვი­და მისი ახა­ლი პატ­რო­ნი (ეს მან­ქა­ნა უკვე სხვა­ზე იყო გა­ყი­დუ­ლი)... ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მი­ვე­დი მას­თან და ვკი­თხე, ხომ არ ყიდ­და მან­ქა­ნას. არაო, მი­თხრა. ვთხო­ვე, თუ ოდეს­მე და­ა­პი­რებთ გა­ყიდ­ვას, მე ვი­ყი­დი-თქო და და­ვუ­ტო­ვე ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი. გა­დის რამ­დე­ნი­მე თვე და მი­რე­კავს ეს ბიჭი და მე­უბ­ნე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მი­ბა­რე­ბენ და დამ­ჭირ­დე­ბა ამის გა­ყიდ­ვა და თუ გინ­და წა­იყ­ვა­ნე­თო. რო­გორ ჩა­ვე­დი სა­ჩხე­რე­ში არ მახ­სოვს. ვი­ყი­დე ეს მან­ქა­ნა და სულ მყავ­და, სა­დამ­დეც გაძ­ლო, იქამ­დე მყავ­და. სხვა­თა შო­რის, ამ მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ამი­ტომ ვე­ძებ­დი სულ ამ მან­ქა­ნას.

მე ისე­თი მად­ლი­ე­რი ვარ ამ ადა­მი­ა­ნის, მე მის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი და დღემ­დე ვმე­გობ­რობ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ხალ­ხი. იმ ადა­მი­ან­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ტო­ვა. საფ­ლავ­ზე დღემ­დე დავ­დი­ვარ. არა­სო­დეს მო­მი­ყო­ლია ეს ის­ტო­რია. ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
74

სასიამოვნო და ჭკვიანი ქალბატონია!

dima
87

რაღაც პათოლოგიასთან გვაქვს საქმე-რატომ უნდა მოგინდეს იმ მანქანის ყიდვა და შემდეგ სიარული,რომელშიც საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"9 თვეში მომიკვდა... წლები დავდიოდი იმ მანქანით, რომელშიც ის გარდაიცვალა" - ეკა ბესელია საყვარელ მამაკაცსა და ტრაგიკულ სიყვარულზე

"9 თვეში მომიკვდა... წლები დავდიოდი იმ მანქანით, რომელშიც ის გარდაიცვალა" - ეკა ბესელია საყვარელ მამაკაცსა და ტრაგიკულ სიყვარულზე

პოლიტიკოსი და ადვოკატი ეკა ბესელია წლების შემდეგ პირველად საუბრობს მამაკაცზე, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო. როგორც "ფორმულას" გადაცემა "ყვითელ ყუთში" საუბრისას მან აღნიშნა, სწორედ ამ ადამიანმა გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები საადვოკატო საქმიანობაში.

ტრაგიკულად დასრულებულ სიყვარულზე ცნობილი ქალბატონი საკმაოდ ემოციურად საუბრობს:

"ადრე, მე ვიხსენებდი ჩემს პირველ საქმეს, პირველ ნაბიჯებს საადვოკატო სფეროში. რთული იყო ჩემთვის ის პერიოდი, რადგან მაშინ პირველი ოჯახი დამენგრა. ვიხსენებდი ადამიანს, რომელიც ძალიან დამეხმარა და როგორც ადამიანს, მასწავლა პრაქტიკული უნარჩევევები, თუ როგორ გამევლო სირთულეები. რამდენიმე თვე გრძელდებოდა ეს ურთიერთობა. ეს იყო 8-9 თვე. ეს იყო ისეთი დიდი ემოციით, პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული დამოკიდებულება, რომ მსგავსი მას შემდეგ არაფერი მინახავს. 9 თვეში ის ადამიანი გარდაიცვალა. ის ჩემთვის იყო ყველაზე დიდი მეგობარი და ძვირფასი ადამიანი. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ვინც მაშინ შეიძლებოდა მყოლოდა და ვისაც, ალბათ, ყველაზე ძალიან ვუყვარდი. ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება მას შემდეგ არც არასოდეს მიგრძვნია.

ჩვენ შორის ძალიან სულიერი კავშირი იყო. ეს გამიგრძელდა დიდხანს. პირველი, რამაც ამ სტრესიდან გამომიყვანა, გამახსენდა, რომ ციხეში დარჩა დისშვილი, რომელსაც თავად იცავდა, მაგრამ ვერ მოასწრო მისი გამოყვანა. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ავდექი და დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა, რამდენიმე თვეში საოცრება მოხდა და ეს ბიჭი გამოვიყვანე ციხიდან. ვალიც მოვიხადე და თითქოს, რაღაც არამიწიერი ძალა მეხმარებოდა იმ დროს.

მას ჰყავდა მწვანე ავტომანქანა, ალბათ დღემდე ამიტომ მიყვარს მწვანე ფერი. ერთ დღეს მოვდივარ პავლოვზე, დავინახე ეს მანქანა, როდესაც მას მივუახლოვდი, სიგნალიზაცია ჩაირთო, გამოვიდა მისი ახალი პატრონი (ეს მანქანა უკვე სხვაზე იყო გაყიდული)... ემოციურად ძალიან განვიცადე. მივედი მასთან და ვკითხე, ხომ არ ყიდდა მანქანას. არაო, მითხრა. ვთხოვე, თუ ოდესმე დააპირებთ გაყიდვას, მე ვიყიდი-თქო და დავუტოვე ჩემი საკონტაქტო ნომერი. გადის რამდენიმე თვე და მირეკავს ეს ბიჭი და მეუბნება, რომ პოლიციაში მიბარებენ და დამჭირდება ამის გაყიდვა და თუ გინდა წაიყვანეთო. როგორ ჩავედი საჩხერეში არ მახსოვს. ვიყიდე ეს მანქანა და სულ მყავდა, სადამდეც გაძლო, იქამდე მყავდა. სხვათა შორის, ამ მანქანაში გარდაიცვალა, ამიტომ ვეძებდი სულ ამ მანქანას.

მე ისეთი მადლიერი ვარ ამ ადამიანის, მე მის ოჯახთან ძალიან ვმეგობრობდი და დღემდე ვმეგობრობ და ძალიან მიყვარს ეს ხალხი. იმ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი კვალი დატოვა. საფლავზე დღემდე დავდივარ. არასოდეს მომიყოლია ეს ისტორია. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი".