ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.
"ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში "სინოფარმისა“ და "სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ "სინოფარმი“ არის მეტად უფრო დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით.
მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას გააჩნია. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული - 3000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია. დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება "კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ე.წ "დაყოვნების ოთახები" უკვე საჭირო აღარ არის? საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციულ დახმარებას სად გაუწევთ?
55 000 ერთჯერადად არის მოსახლეობის 1,44 %, 9 000 ორჯერადად არის მოსახლეობის 0,23 % . ზალიან დიდი წარმატებაა თითქმის ორ თვეში. ამისთანა დროში 10 000 000 ან ისრაელს 35 % ყავდა აცრილი.უსუსური ხელისუფლების ბრალია,რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. ისრაელმა ფაიზერით პანდემია დაამარცხა,იმიტომ რომ ფაიზერი ამარცხებს ბრიტანულ შტამს,სხვა შემთხვევაში პანდემია არსად წავა და ვივლით ჩაკეტილ წრეზე,სანამ ფაიზერი არ იქნება. ეხლა არ აღიარებენ ამ ფაქტს,მაგრამ დაიხსომეთ და ნახავთ რომ ბოლოს იტყვიან სხვაგვარად გვეგონაო,როგორც ბრიტანულის შემთხვევაში მოხდა,ეგონათ კორონა გადატანილები ბრიტანულს ადვილად გადააგორებდნენ.არადა ბრიტანულის სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლევებით 64 % ია,იმიტომაა ხშირად უძლურები რომ არიან და დიდია დაღუპულთა რიცხვიც.