საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო
გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა 98 443 ადა­მი­ანს სურს, ხოლო ის­რა­ელ­ში და­საქ­მე­ბის სურ­ვი­ლი 1 427 პირ­მა გა­მოთ­ქვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბა­ზე 15 თე­ბერ­ვლი­დან, ის­რა­ელ­ში ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბა­ზე კი 12 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო.

და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, გერ­მა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში, და­საქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში, რაც სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. გერ­მა­ნი­ის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს 5 000-მდე მო­ქა­ლა­ქეს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 3 თვით შე­ეძ­ლე­ბათ.

ამას­თან, რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ელს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დამ­ხმა­რე მუ­შა­კის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ.

"ის­რა­ელ­ში ჩა­სუ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ვი­ზას, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მაქ­სი­მუმ 63 თვემ­დე. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის კვო­ტაც გან­სა­ზღვრუ­ლია - იგეგ­მე­ბა 1000 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­საქ­მე­ბა წლის ბო­ლომ­დე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პორ­ტალ­ზე: http://workabroad.moh.gov.ge/ ", აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ მ
1

მალე მოვა ეგ დრო საქართველო ქართველების გარეშე 

ვაი ჩვენს პატრონს!
2

მალე საქართველოში მხოლოდ მთავრობა და ოპოზიცია დარჩება...

ავტორი:

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

ამასთან, რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

"ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ ", აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?

კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და როგორია მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება