პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს
წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით დაც­ვის მიზ­ნით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ოს­ტა­ტე­ბის რე­ესტრის შექ­მნას იწყებს.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტრო იწყებს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ტორ-კონ­სერ­ვა­ტორ ოს­ტატ­თა რე­ესტრის შექ­მნას.

ეს არის მი­ნის­ტრის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით დაც­ვის მიზ­ნით და­გეგ­მი­ლია მიმ­დი­ნა­რე წელს ოს­ტატ­თა რე­ესტრის შექ­მნა, ხოლო 2022 წლი­დან მათი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბა.შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ი­დან 15 ივ­ნი­სამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო (შემ­დგომ­ში - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო) მი­ი­ღებს შემ­დე­გიპრო­ფე­სი­ის ოს­ტა­ტე­ბის გა­ნა­ცხა­დებს:

- ქვი­თხუ­რო (ქვისმთლე­ლი მწყო­ბე­ლი; ჩუ­ქურ­თმის მჭრე­ლი; დე­კო­რა­ტო­რი);

- ხი­თხუ­რო; ყო­ვე­ლი სა­დურ­გლო სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

- კი­რი­თხუ­რო (მლე­სა­ვი; ყო­რემ­წყო­ბე­ლი; მძერ­წა­ვი);- სა­ხუ­რავ­თა ოს­ტა­ტი (კრა­მიტ-ლორ­ფი­ნის ოს­ტა­ტე­ბი; მე­თუ­ნუ­ქე ოს­ტა­ტე­ბი)

- მჭე­დელ-ზე­ინ­კა­ლი;

- მე­ა­ვე­ჯე; ხა­რა­ტი; დე­კო­რა­ტო­რი.

გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კან­დი­და­ტე­ბი წარ­დგე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი­თა და დარ­გის სხვა შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად, კო­მი­სია ან გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ, ან მი­უ­თი­თებს და­საქ­მე­ბამ­დე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­სა­ხებ. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სებს (თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი წვრთნე­ბი) უზ­რუნ­ველ­ყოფს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო.

და­საქ­მე­ბუ­ლი ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სებ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი პი­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა ოს­ტატ­თა რე­ესტრი. მო­ცე­მუ­ლი რე­ესტრის სა­ფუძ­ველ­ზე, ეტა­პობ­რი­ვად გა­ცო­ცხლდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაც­ვის ტრა­დი­ცია რეს­ტავ­რა­ცია-კონ­სერ­ვა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­ესტრში აღ­რი­ცხუ­ლი ოს­ტა­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ და­მა­ტე­ბით პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას და ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სერ­ტი­ფი­კატს. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ 2022 წლის 1 მა­ი­სი­დან, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ მხო­ლოდ იმ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ სერ­ტი­ფი­კა­ტით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მიერ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ ბრი­ფინგს ეს­წრე­ბო­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რი, ამ­ჟა­მად აბას­თუმ­ნის, დუ­შე­თის, თბი­ლი­სის დე­და­ცი­ხის კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ტა­რი­ელ კი­პა­რო­ი­ძე. „ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლი გახ­ლავთ ამაგ­დარ არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბის - რუ­სუ­დან გვერდწი­თე­ლის, ვახ­ტანგ ცინ­ცა­ძი­სა და ლეო ხიმ­ში­აშ­ვი­ლის მო­წა­ფე, რო­მელ­თაც, მათი ღვაწ­ლის გამო, თა­ო­ბე­ბი მუ­დამ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.“ - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოს­ტატ­თა რე­ესტრის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. კერ­ძოდ, რო­გორც ახალ­შექ­მნი­ლი სა­მი­ნის­ტროს მიერ ამ სფე­როს შეს­წავ­ლამ ცხად­ჰყო, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის სიმ­წი­რით ან არ­სე­ბუ­ლი კად­რე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამის სამ­წუ­ხა­რო მა­გა­ლი­თია გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სიც, რომ­ლის გა­და­ხურ­ვის პრო­ექ­ტი 2008 წელს შედ­გა და, მას შემ­დეგ, ხარ­ვე­ზე­ბით წარ­მო­ე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ინ­ფორ­მა­ცია კან­დი­და­ტე­ბი­სათ­ვის:მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ნი­სამ­დე, რე­ესტრში მო­სახ­ვედ­რად პრაქ­ტი­კოს ოს­ტა­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის info@culture.gov.ge ან ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით ნო­მერ­ზე 2-022-229. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მო­საწ­ვე­ვად, პირ­მა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს თა­ვი­სი ბი­ოგ­რა­ფია და ჩა­მოთ­ვა­ლოს წარ­სულ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მან თან უნდა იქო­ნი­ოს შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­თა ფოტო- და, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­დე­ო­მა­სა­ლა. კან­დი­და­ტებს უნდა ჰქონ­დეთ მო­ტი­ვა­ცია, მუდ­მი­ვად აი­მაღ­ლონ ოს­ტა­ტო­ბის დონე. მათ უნდა ახა­სი­ა­თებ­დეთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოკ­რძა­ლე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი­სად­მი, მათი პრო­ფე­სი­უ­ლი მრწამ­სი გა­ჯე­რე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ გან­წყო­ბით, რომ ძეგლ­ზე მო­მუ­შა­ვე ოს­ტა­ტის შრო­მა მოღ­ვა­წის ნიშ­ნით ხა­სი­ათ­დე­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­პა­ტიო საქ­მი­ა­ნო­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
0

პარალელურად 1 დღის შექმნილი და ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საქმეებიც(კულტურის ძეგლების დამახინჯებისთვის) გადაეცით პროკურატურას შესასწავლად

goga
6

ჩემი ცოლის დაქალების სცენარი გვაქვს რეალობაში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით, კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო იწყებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას.

ეს არის მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით დაგეგმილია მიმდინარე წელს ოსტატთა რეესტრის შექმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება.შესაბამისად, დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში - კულტურის სამინისტრო) მიიღებს შემდეგიპროფესიის ოსტატების განაცხადებს:

- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

- ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

- მჭედელ-ზეინკალი;

- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.

დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან შედგება ოსტატთა რეესტრი. მოცემული რეესტრის საფუძველზე, ეტაპობრივად გაცოცხლდება ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადოდ დაცვის ტრადიცია რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში.

საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.

კულტურის მინისტრის მიერ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ ბრიფინგს ესწრებოდა პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორი, ამჟამად აბასთუმნის, დუშეთის, თბილისის დედაციხის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის კოორდინატორი ტარიელ კიპაროიძე. „ბატონი ტარიელი გახლავთ ამაგდარ არქიტექტორ-რესტავრატორების - რუსუდან გვერდწითელის, ვახტანგ ცინცაძისა და ლეო ხიმშიაშვილის მოწაფე, რომელთაც, მათი ღვაწლის გამო, თაობები მუდამ მადლიერების გრძნობით მოიხსენიებენ.“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია.

ინფორმაცია კანდიდატებისათვის:მიმდინარე წლის 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებულ სამუშაოთა ფოტო- და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდეომასალა. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, მუდმივად აიმაღლონ ოსტატობის დონე. მათ უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი, მათი პროფესიული მრწამსი გაჯერებული უნდა იყოს იმ განწყობით, რომ ძეგლზე მომუშავე ოსტატის შრომა მოღვაწის ნიშნით ხასიათდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ურთიერთობა საპატიო საქმიანობაა.

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში?