დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას პოსტს ეხმაურება, სადაც ის სხვა პირებთან ერთად მოხსენიებულია, როგორც "ქართული ოცნების" ოპერიდან "რუსეთის ბოლო აკორდი".
ჯაღმაიძე თეოლოგის განცხადებას უნამუსობას უწოდებს.
"მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ეხლა დაუფარავად განაცხადა ეს.
შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით? მეგონა პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა.
ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის? მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?არ მეგონა რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს.
ნოლია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი. ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივივარ, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი" - წერს ჯაღმაიძე.
ეს ხალხი, რომელიც აქ ამდენ უარყოფით კომენტარს წერს, დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში დადის და ღმერთს შემწეობას სთხოვს. ხალხო, რამ გაგაბოროტათ ასე, რა გჭირთ, რომ ავადმყოფ ადამიანს ამდენს ლანძღავთ! განა რა დაგიშავათ თინამ ამისი ფასი! ეკლესიის დანახვაზე ალბათ პირჯვარს იწერთ, ხომ?!
ქუდში აქვს ჩამონტაჟებული გადამცემები