პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს - 10-15 კაცს" - რას აპირებს ლევან ვასაძის "ერთობა, რაობა, იმედი"?
"დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს - 10-15 კაცს" - რას აპირებს ლევან ვასაძის "ერთობა, რაობა, იმედი"?

ლე­ვან ვა­სა­ძის ინფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი" 16 მა­ისს, 9 აპ­რი­ლის ბაღ­ში, აქ­ცი­ას გა­მარ­თავს. რო­გორც ვა­სა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს მო­ივ­ლის და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს.

მი­სი­ვე თქმით, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მათი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­აც გა­ი­მარ­თე­ბა.

"ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა აპი­რებს 16 მა­ისს ჩა­ა­ტა­როს სა­ჯა­რო აქ­ცია. აქ­ცი­ის ად­გი­ლად გვინ­დო­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, თუმ­ცა იქ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქია გაშ­ლი­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს "ნა­ცებ­მა“ და "ქო­ცებ­მა“. ხალ­ხში ტყუ­ი­ლად არ არის გა­ჩე­ნი­ლი ტერ­მი­ნი - ნაცქო­ცე­ბი და ჩვენ­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან კარ­გად და­ი­ნა­ხა, რომ ეს ორი ძალა თე­ატ­რა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთს ებ­რძვის, მაგ­რამ იდე­ო­ლო­გი­უ­რად ერ­თმა­ნე­თის მკვე­ბა­ვია. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი გუნ­დი გვყავს, ამ დღე­ებ­ში წარ­მო­ვად­გენთ მის ბირ­თვს 10-15 კაცს, თუმ­ცა ასო­ბით თა­ნა­მო­აზ­რე გვყავს. ეს არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი, იუ­რის­პუ­დენ­ცი­ის და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბი. დომ­ხალ­ში გა­უს­ვრე­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვთ. ზე­გი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ვი­წყებ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ვი­წყებ მეს­ტი­ი­დან, მერე ზუგ­დი­დი, სე­ნა­კი, გუ­რია, ქარ­თლ-კა­ხე­თი. 16 მა­ი­სამ­დე რამ­დენ­საც მო­ვას­წრებ, ვივ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვა­სა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მათი გუნ­დის პო­ზი­ცი­ია, რომ სა­ქარ­თვე­ლო საპ­რე­ზი­დენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბას უნდა და­უბ­რუნ­დეს.

"ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­უბ­რუნ­დეს საპ­რე­ზი­დენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბას, ხალ­ხის მიერ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი, ძლი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ ის გა­და­იქ­ცეს ისეთ ტი­რა­ნად, რო­გო­რა­დაც იქცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, თუმ­ცა, თუ არ გაქვს ასე­თი ინ­სტი­ტუ­ტი, მა­შინ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გაქვს ის ქა­ო­სი, რო­მელ­შიც ჩვენ­მა მრჩე­ვე­ლებ­მა შეგ­ვაგ­დეს ახლა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
82

აბა აბა, ეს კონსტიტუციური ნიუანსია მხოლოდ დარჩენილი, და გავბრწყინდებით.

კრემლის ბოლო იმედი?
141

კიდევ ერთი ... მ უ გ უ ზ ა ლ ი 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს - 10-15 კაცს" - რას აპირებს ლევან ვასაძის "ერთობა, რაობა, იმედი"?

"დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს - 10-15 კაცს" - რას აპირებს ლევან ვასაძის "ერთობა, რაობა, იმედი"?

ლევან ვასაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში, აქციას გამართავს. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის ჩატარებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში მათი მოძრაობის წარმომადგენლების პრეზენტაციაც გაიმართება.

"ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს 16 მაისს ჩაატაროს საჯარო აქცია. აქციის ადგილად გვინდოდა პარლამენტის წინ, თუმცა იქ პერმანენტული კარვების ქალაქია გაშლილი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს "ნაცებმა“ და "ქოცებმა“. ხალხში ტყუილად არ არის გაჩენილი ტერმინი - ნაცქოცები და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს 10-15 კაცს, თუმცა ასობით თანამოაზრე გვყავს. ეს არიან პოლიტიკური ექსპერტები, იურისპუდენციის და ეკონომიკის ექსპერტები. დომხალში გაუსვრელი და პატიოსანი ხალხი, რომელთაც საქართველოში დიდი ავტორიტეტი აქვთ. ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მისივე განცხადებით, მათი გუნდის პოზიციია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ის გადაიქცეს ისეთ ტირანად, როგორადაც იქცა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, თუ არ გაქვს ასეთი ინსტიტუტი, მაშინ გარანტირებულად გაქვს ის ქაოსი, რომელშიც ჩვენმა მრჩეველებმა შეგვაგდეს ახლა“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

"დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას

"ამერიკა რუსეთს ომს არ დაუწყებს“ - რას ამბობს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა... რეალობა იყო ასეთი..." - როგორ პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს?