სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს" - ელისაშვილი
"როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს" - ელისაშვილი

"რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ტო­ზე ფიქ­რობს - ვი­სურ­ვებ­დი, რომ მან პრო­ექტს ვეტო და­ა­დოს", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ელი­საშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტს გუ­შინ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან" ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნიც შეხ­ვდა.

"კო­მუ­ნი­კა­ცია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან იყო. პრე­ზი­დენტს აინ­ტე­რე­სებ­და არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რა­ტომ არ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდას და ეს არ­გუ­მენ­ტე­ბი მას ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა მო­ახ­სე­ნა. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონპ­რო­ექტს და­ა­დებს თუ არა ვე­ტოს, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს აწარ­მო­ებს. პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­ზე არ­გუ­მენ­ტე­ბი აინ­ტე­რე­სებს", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" იმ პრო­ექტს და­უ­ჭი­რეს მხა­რი, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ წესს ახ­ლე­ბუ­რად გან­სა­ზღვრავს. რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს ელი­საშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სწო­რედ მათი მო­ნა­პო­ვა­რი და მათი ბრძო­ლის შე­დე­გია, რომ პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის ვა­დად 24-სა­ა­თი გა­ნი­სა­ზღვრა და არა 48-სა­ა­თი, რაც პირ­ვან­დელ კა­ნონპ­რო­ექ­ტში ეწე­რა.

გა­სულ კვი­რას პარ­ლა­მენ­ტმა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ი­ღო.

პირ­ვე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნის ვა­დე­ბი ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრა.

კერ­ძოდ, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პირი პირ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, მაგ­რამ არა უგ­ვი­ა­ნეს 24 სა­ა­თი­სა, სა­სა­მარ­თლოს წა­რედ­გი­ნე­ბა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა შე­საძ­ლოა გა­ხან­გრძლივ­დეს ერთჯე­რა­დად, არა­უ­მე­ტეს 24 სა­ა­თით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­კა­ვე­ბის ვა­დის გა­ხანგძლი­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას წე­რი­ლო­ბით ასა­ბუ­თებს. თუ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ამ ვა­და­ში სა­სა­მარ­თლოს არ წა­რედ­გი­ნა, იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტმა წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გამ­კაც­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტით, კო­დექ­სის 166-ე მუხლს მე-2 ნა­წი­ლი და­ე­მა­ტა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ ამა­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რი­დან 2000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 5-დღი­დან 15 დღემ­დე ვა­დით.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის“ 173-ე მუხ­ლი, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი ან მო­თხოვ­ნი­სად­მი ერთხელ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, ან ამ პი­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ან/და მის მი­მართ სხვა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის ერთხელ ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რი­დან 3000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა - სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის და­ჯა­რი­მე­ბას 3500 ლა­რი­დან 4500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 7-დღი­დან 15 დღემ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
29

იფიქრებს აბა,ამერიკის საელჩოა უკმაყოფილო!((( თუ ვეტო დაადო,ზურაბიშვილი ჩემთვის დამთავრებული იქნება!

ამინ!
1

ამ ჭორიკანას რა დაეჯერება, მაგრამ, ერთი გული მეუბნება, სალომე ბოლოსკენ ძააან გვასიამოვნებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს" - ელისაშვილი

"როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს" - ელისაშვილი

"როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს - ვისურვებდი, რომ მან პროექტს ვეტო დაადოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს გუშინ პარტია "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანიც შეხვდა.

"კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო. პრეზიდენტს აინტერესებდა არგუმენტები, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ჯარიმების გაზრდას და ეს არგუმენტები მას ლევან იოსელიანმა მოახსენა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია. პრეზიდენტი კანონპროექტს დაადებს თუ არა ვეტოს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს აწარმოებს. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე არგუმენტები აინტერესებს", - განაცხადა ელისაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა და მისმა თანაგუნდელმა ლევან იოსელიანმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" იმ პროექტს დაუჭირეს მხარი, რომელიც ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ წესს ახლებურად განსაზღვრავს. როგორც ამასთან დაკავშირებით დღეს ელისაშვილმა განმარტა, სწორედ მათი მონაპოვარი და მათი ბრძოლის შედეგია, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტით ადმინისტრაციული დაკავების ვადად 24-საათი განისაზღვრა და არა 48-საათი, რაც პირვანდელ კანონპროექტში ეწერა.

გასულ კვირას პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი მიიღო.

პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ლიდერების შეხვედრაზე?