სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, დაკარგულის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს
რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, დაკარგულის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს

რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 27 წლის ნიკა ან­თა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ჭო­ჭუა ან­თა­ძის მიერ გაგ­ზავ­ნილ ბოლო მე­სიჯს ასა­ჯა­რო­ებს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ან­თა­ძემ მე­სი­ჯი "მე­სენ­ჯერ­ში“ გაგ­ზავ­ნა, "სა­დაც მის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას იმახ­სოვ­რებ­და ხოლ­მე“.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ნიკა ან­თი­ძემ სწო­რედ ამ სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ და­ტო­ვა მდი­ნა­რეს­თან ტე­ლე­ფო­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სიჯს, ნიკა ან­თა­ძის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ბოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა ასე­თი ში­ნა­არ­სი­საა:

"ჯერ იქი­დან და­ვი­წყოთ, რომ ეს არა­ვის ბრა­ლია, ეს უფ­ლის ნე­ბაა. მა, არ ინერ­ვი­უ­ლო, სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­ხარ და იქი­თა ცხოვ­რე­ბა­ში გნა­ხავ. მთელ ჩემ სა­ნა­თე­სა­ოს, სა­ახ­ლობ­ლოს, სა­ნაც­ნო­ბოს ვე­ფე­რე­ბი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. ცოტა გა­ვი­თი­შე, მარ­ტო ერთ რა­ღა­ცა­ზე ვფიქ­რობ. მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის. მე ქრის­ტი­ა­ნი კაცი ვარ. მთავ­რო­ბას სირ­ცხვი­ლი. გა­ყი­დეს სა­ქარ­თვე­ლო და ამას ვერ და­ვუშ­ვებ. უფ­ლის წყა­ლო­ბით მო­ვი­გებთ ამ ომს“, - წერს ნიკა ან­თი­ძე.

"რო­გორც გა­ვერ­კვი­ეთ, ნიკა ან­თი­ძე "ნა­მოხ­ვა­ნ­ჰე­სის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე იყო, ხოლო რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში ჩა­ვი­და დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ამ­დე ორი დღით ადრე. მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში შეღ­წე­ვა და პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გოს გას­ვლა მო­ა­ხერ­ხეს იმ მო­ტი­ვით, თით­ქოს ლე­ჩხუმ­ში მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ოდ­ნენ და მათ ამ აქ­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. მარ­თლაც გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ლე­ჩხუმ­ში მცხოვ­რე­ბი პირი, რომ თუ პო­ლი­ცია გა­და­ა­მოწ­მებ­და, იგი­ვე პა­სუ­ხი გა­ე­ცა. ნი­კო­ლოზს დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს, მამა აშშ-ი ცხოვ­რობს. მისი ამე­რი­კა­ში წას­ვლა ნამ­დვი­ლად იყო მო­მავ­ლის გეგ­მა, მაგ­რამ ამე­რი­კის ვი­ზას რაც შე­ე­ხე­ბა, ნამ­დვი­ლად არ გა­აჩ­ნდა, რა­ზეც გავ­რცელ­და მო­საზ­რე­ბე­ბი. ასე­ვე, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს ის თით­ქოს ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან შე­ვის­წავ­ლეთ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და კარ­ვებ­ში მყო­ფი პირ­თა ცხოვ­რე­ბის წესი, ჩვე­ნი თვა­ლით ვნა­ხეთ, რომ კარ­ვე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­თუ ალ­კოჰო­ლი, არა­მედ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბაც კი, აკ­რძა­ლუ­ლია. ასე­ვე, გა­ვე­სა­უბ­რეთ პი­რებს, ვინც შე­ეს­წრნენ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს და მო­საზ­რე­ბა, რომ ის იყო მო­ცუ­რა­ვე, თით­ქოს მდი­ნა­რე რი­ო­ნი გა­და­ცუ­რა და მე­ო­რე ნა­პირ­ზე გა­ვი­და, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, ვი­ნა­ი­დან ის არას­დროს ყო­ფი­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბით. თვითმხილ­ვე­ლებ­მა ნა­ხეს ბოლო წა­მებ­ში შუა მდი­ნა­რე­ში რო­გორ მი­ცუ­რავ­და და გა­უ­ჩი­ნარ­და“, - აცხა­დებს გი­ორ­გი ჭო­ჭუა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ნიკა ან­თი­ძის ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, მათი ოჯა­ხის მძი­მე ტრა­გე­დი­ას ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. ასე­ვე, ოჯა­ხი მად­ლო­ბას უხ­დის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის და თხოვ­ნით მი­მარ­თავს, რომ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
36

არ არის გამორიცხული რომ ვიღაცას ესარგებლა მაგის ტელეფონით! გვარამიას ტექსტს გავს! რატომ უნდა მოეკლა თავი,სისულელეა!

maia
37

ამ ადვოკატმა უნდა იცოდეს რომ ვითომ გაუჩინარებული ბიჭის გამაუჩინარებლები ის კაცუნები და დედაკაცუნები არიან რომლებსაც სურთ საქართველოს ტერიტორიის თურქებისთვის მიყიდვა და თვითონაც მათ შორისაა. არ გვჯერა ვითომ ადვოკატების; ვითომ ჟურნალისტების; ვითომ მთავრობების რომლებიც ქართველ ხალხს ებრძვიან ჩუმი ხრიკებით და ფულს იჯიბავენ აქაოდა დავიპყრობთ ქართველებსო. ახლა ამ ბიჭის სიცოცხლე შეიწირეს[იქვე მოკლა ვიღაცამ მერე, წყალში ფარსი გაითამაშეს ვითომ გადაცურა მდინარე...] ახლა ვითომ ჟურნალისტს ათრევინებენ ამ მკვლელობაზე აბდაუბდას და ასე გრძელდება ოცდაათი წელია. უფალი ხედავს დაგამხობთ დედაწულიანად. დაიმახსოვრეთ მე არაფერ შუაში ვარ. უფალი გაფრთხილებთ აღიარეთ რომ ბიჭი მოკალით და ახლა ტყუილა აბდაუბდობთ. თუ ვითომ დაკარგული ბიჭიც იმ ფარსის მონაწილეა რომელსაც გამყიდველი კაცუნები და დედაკაცუნები თამაშობენ იგივე ბედი ეწევა რაც კაცუნებს დადედაკაცუნებს ჩაოოოოო.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, დაკარგულის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს

რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, დაკარგულის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს

რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა ანთაძის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანთაძემ მესიჯი "მესენჯერში“ გაგზავნა, "სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა ხოლმე“.

ადვოკატის განმარტებით, ნიკა ანთიძემ სწორედ ამ სმს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დატოვა მდინარესთან ტელეფონი.

რაც შეეხება მესიჯს, ნიკა ანთაძის მიერ გაგზავნილი ბოლო შეტყობინება ასეთი შინაარსისაა:

"ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაოს, საახლობლოს, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, - წერს ნიკა ანთიძე.

"როგორც გავერკვიეთ, ნიკა ანთიძე "ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის აქტიური მონაწილე იყო, ხოლო რიონის ხეობაში ჩავიდა დატრიალებულ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე. მან და მისმა მეგობრებმა რიონის ხეობაში შეღწევა და პოლიციის საგუშაგოს გასვლა მოახერხეს იმ მოტივით, თითქოს ლეჩხუმში მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ და მათ ამ აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. მართლაც გაფრთხილებული ჰყავდათ ლეჩხუმში მცხოვრები პირი, რომ თუ პოლიცია გადაამოწმებდა, იგივე პასუხი გაეცა. ნიკოლოზს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა აშშ-ი ცხოვრობს. მისი ამერიკაში წასვლა ნამდვილად იყო მომავლის გეგმა, მაგრამ ამერიკის ვიზას რაც შეეხება, ნამდვილად არ გააჩნდა, რაზეც გავრცელდა მოსაზრებები. ასევე, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრაგიკული შემთხვევის დროს ის თითქოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და კარვებში მყოფი პირთა ცხოვრების წესი, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არათუ ალკოჰოლი, არამედ თამბაქოს მოხმარებაც კი, აკრძალულია. ასევე, გავესაუბრეთ პირებს, ვინც შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს და მოსაზრება, რომ ის იყო მოცურავე, თითქოს მდინარე რიონი გადაცურა და მეორე ნაპირზე გავიდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არასდროს ყოფილა დაკავებული აღნიშნული სპორტის სახეობით. თვითმხილველებმა ნახეს ბოლო წამებში შუა მდინარეში როგორ მიცურავდა და გაუჩინარდა“, - აცხადებს გიორგი ჭოჭუა.

მისივე განმარტებით, გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახი საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართავს, მათი ოჯახის მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით. ასევე, ოჯახი მადლობას უხდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის და თხოვნით მიმართავს, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურად განაგრძონ.

"გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი" - რაზე საყვედურობს თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს?

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა