სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლექსების ზეპირად წარმოთქმა შეშინებია... ყველაფერი კონცერტის წინ გაირკვა" - რას უმალავდა კოლეგებს პირადი ტრაგედიის შემდეგ სცენაზე გასული მედეა ჯაფარიძე?
"ლექსების ზეპირად წარმოთქმა შეშინებია... ყველაფერი კონცერტის წინ გაირკვა" - რას უმალავდა კოლეგებს პირადი ტრაგედიის შემდეგ სცენაზე გასული მედეა ჯაფარიძე?

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძი­სა და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის წყვი­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი ის­ტო­რია, მო­გო­ნე­ბა თუ ამ­ბა­ვი არ­სე­ბობს, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ და ყვე­ბი­ან... ისი­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ასე­ვე - საქ­მი­ა­ნო­ბით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლდათ. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე­დეა ჯა­ფა­რი­ძეს ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. ის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას აღარც აპი­რებ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე უარს ამ­ბობ­და, რომ არა, მისი კო­ლე­გე­ბის, მე­გო­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა.

სწო­რედ ამ ამ­ბავს იხ­სე­ნებს მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი:

- ბა­ტო­ნი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი იყო გა­სუ­ლი. 1991 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს, მის წი­აღ­ში და­არ­სე­ბულ­მა "შვი­ლო­ბილ­მა“ რუს­თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრმა სთხო­ვა - მა­ყუ­რე­ბელ­მა ქა­ლაქ­ში იკლო (კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა წლე­ბიც იყო) და თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­მო­სა­ცო­ცხლებ­ლად იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ და სე­ზო­ნი თქვე­ნი თე­ატ­რის ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტით გავ­ხსნა­თო. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­თა სა­ვა­რა­უ­დო სიაც (ანუ მათი, ვი­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ითხოვ­და) თა­ვად რუს­თა­ვე­ლებ­მა შე­ად­გი­ნეს.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სი­ა­ში ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე გახ­ლდათ. თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც დაქვრი­ვე­ბის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ჯერ გა­მო­სუ­ლი არ იყო. მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია უარი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა შემ­დეგ „კო­მი­სია“ გა­აძ­ლი­ე­რეს და მას­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გა­აგ­ზავ­ნეს სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ელე­ნე ყიფ­ში­ძე, კოტე მა­ხა­რა­ძე და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი. ოთხე­უ­ლის თხოვ­ნამ და დარ­წმუ­ნე­ბამ რომ მა­ყუ­რებ­ლის ღა­ლა­ტი არ შე­იძ­ლე­ბო­და, ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­აც გა­ტე­ხა და და­ი­თან­ხმეს კონ­ცერ­ტში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ამ ტი­პის კონ­ცერ­ტებს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ლე­ბი ად­რეც მარ­თავ­დნენ, ძი­რი­თა­დად სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და უც­ვლე­ლი კონ­ფე­რან­სი­ეც ბა­ტო­ნი კოტე მა­ხა­რა­ძე გახ­ლდათ, თუმ­ცა რაკი რუს­თა­ვე­ლე­ბის სურ­ვი­ლი იყო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა, წამ­ყვა­ნა­დაც "ყო­ფი­ლი" რუს­თა­ვე­ლი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი შე­არ­ჩი­ეს. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა ბა­ტონ გოგი თო­და­ძეს და­ე­ვა­ლა. სა­ღა­მოს თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბაც გა­ნი­სა­ზღვრა. მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სულ რამ­დე­ნი­მე ვარ­სკვლა­ვი იყო, ისეთ­ნი, რო­მელ­ნიც რუს­თა­ვის თე­ატ­რში არ მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, და­ნარ­ჩე­ნი ანუ ძი­რი­თა­დი ბირ­თვი რუს­თა­ვის თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­თა­გან შედ­გე­ბო­და: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, თენ­გიზ არჩვა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ლეო ან­თა­ძე, თენ­გიზ მა­ი­სუ­რა­ძე, ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი, ქე­თი­ნო კიკ­ნა­ძე, გუ­რან­და გა­ბუ­ნია, მალ­ხაზ გორ­გი­ლა­ძე, ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი...

მათ ემა­ტე­ბოდ­ნენ - სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ლენა ყიფ­ში­ძე, დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, კოტე მა­ხა­რა­ძე და ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა. შე­ირ­ჩა ნა­წყვე­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკ­ლი­დან, მათ შო­რის, სპექ­ტაკ­ლი­დან "ლურ­ჯი ურჩხუ­ლი", სა­დაც ქალ­ბა­ტონ გუ­რან­დას სა­კონ­ცერ­ტო ნო­მე­რი­ვით ეპი­ზო­დი ჰქონ­და ზურა სტუ­რუ­ას­თან და თენ­გიზ პა­პი­ძეს­თან ერ­თად. ზურა იმ პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ბა­ტონ­მა გოგი თო­და­ძემ ამ ნა­წყვეტ­ში მის ნაც­ვლად მე შე­მაგ­დო. სწო­რედ ამი­ტო­მაც აღ­მოვ­ჩნდი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც და კონ­ცერ­ტშიც ამ მარ­თლაც ვარ­სკვლა­ვურ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან. თვალ­ში­სა­ცე­მი იყო ის, რომ რე­პე­ტი­ცი­ებს ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი სცე­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­დი­ო­და სცე­ნა­ზე, ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა კი, ყო­ველ­დღე მო­დი­ო­და და ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში ადი­ო­და ბა­ტონ გივი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან. არა­ვინ ვი­ცო­დით, რა მზად­დე­ბო­და იქ.

კონ­ცერ­ტის წინ გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე უცებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ბა­ტო­ნი რე­ზოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სი­სა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას შე­ში­ნე­ბია სცე­ნა­ზე ლექ­სე­ბის ზე­პი­რად წარ­მოთ­ქმა და ბა­ტონ გი­ვის­თვის უთხო­ვია: ლექ­სებს ჩავ­წერ, თქვენ მუ­სი­კა და­ა­დეთ და მე პირს გა­ვა­ღე­ბო. ანუ პლი­უს ფო­ნოგ­რა­მა სთხო­ვა, ოღონდ, ლექ­სე­ბის. ბა­ტონ გი­ვის ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად ეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა ხათ­რი ვერ გა­უ­ტე­ხა მე­დე­ას და თურ­მე ის დღე­ე­ბი ამა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, თა­ნაც, რო­გო­რი სი­ზუს­ტით: რო­გორც კი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი მას გა­მო­ა­ცხა­დებ­და, იწყე­ბო­და მუ­სი­კა, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას კუ­ლი­სე­ბი­დან შე­მოს­ვლა­ზე და მიკრო­ფონ­თან მის­ვლა­ზე, შემ­დეგ იყო ჩა­წე­რი­ლი ორი ლექ­სი და კვლავ მუ­სი­კა ე.წ. "პაკ­ლო­ნის­თვის". ყვე­ლა ხვდე­ბო­და, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და არ­ტი­კუ­ლა­ცი­ის დამ­თხვე­ვა ლექ­სებ­თან, თუმ­ცა ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას ვინ რას შე­ბე­დავ­და, მთა­ვა­რია, რომ მას კი­დევ ერთხელ და­ი­ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი სცე­ნა­ზეო - ამით იმ­შვი­დებ­დნენ თავს. გა­და­წყდა, რომ სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას ნო­მე­რი იქ­ნე­ბო­და კონ­ცერ­ტის ფი­ნა­ლი.

ჩა­ვე­დით რუს­თავ­ში. და­ი­წყო სა­ღა­მო, ნო­მე­რი ნო­მერს მიჰ­ყვე­ბო­და. არ­ნა­ხუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ა­წყდა თე­ატრს, იყო ოვა­ცია, სი­ხა­რუ­ლი, სი­ცი­ლი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ხუ­თი­ან­ზე მი­დის, მა­ყუ­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლია, მსა­ხი­ო­ბე­ბი ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე ძალ-ღო­ნე­სა და ნიჭს არ იშუ­რე­ბენ მათ მო­სა­ფე­რებ­ლად და დად­გა ფი­ნა­ლუ­რი ნომ­რის დროც. ბა­ტო­ნი გივი სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და და გა­მო­ა­ცხა­და: ახლა შე­მობ­რძან­დე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელს პირ­ვე­ლად უბ­რუნ­დე­ბა.

შემ­დეგ პა­ტა­რა პა­უ­ზა და რი­ხით წარ­მოს­თქვა - მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე! ჩვენ­მა რა­დის­ტმაც ვი­ტა­ლი ივა­ნოვ­მა ფო­ნოგ­რა­მა ჩარ­თო, რო­გორც წი­ნას­წარ იყო დად­გე­ნი­ლი... და აი, იქ მოხ­და სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რამ... ქალ­ბა­ტონ­მა მე­დე­ამ შე­მოდ­გა თუ არა სცე­ნა­ზე ფეხი, მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე წა­მოდ­გა და მე ვერც გა­ვიხ­სე­ნებ, რამ­დე­ნი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და მად­ლი­ე­რე­ბით, ცრემ­ლი­თა და ოვა­ცი­ე­ბით სავ­სე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი. ეს იყო სას­წა­უ­ლი თან, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძეს მად­ლო­ბას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თით­ქოს რუს­თავ­ში მის­თვის ასე­თი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩას­ვლის­თვის და ამა­ვე დროს, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ხსოვ­ნი­სად­მიც იყო ეს ტაში და ოვა­ცია...

თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში ეს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფო­ნოგ­რა­მა ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას ჩა­წე­რი­ლი ხმით სამ­ჯერ მა­ინც დატ­რი­ალ­და. ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­აც მიხ­ვდა, რომ "ტყუ­ი­ლად იშ­რო­მა", "სა­ცო­და­ვი“ თვა­ლე­ბით გა­მო­ი­ხე­და კუ­ლი­სებ­ში, თით­ქოს თვა­ლე­ბით გვე­უბ­ნე­ბო­და, ახლა რა მეშ­ვე­ლე­ბაო... დარ­ბა­ზი გა­ი­რინ­და. მე­დე­ამ ცალი ხელი მიკრო­ფო­ნის სად­გამს მოჰ­კი­და, რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა.

ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბით, თით­ქმის ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა მიკრო­ფონ­ში: გი­ძღვნით თქვენ და რე­ზოს... და და­ი­წყო ჯუ­ლი­ე­ტას მო­ნო­ლო­გის წა­კი­თხვა „რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­დან“... იმის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა, რო­გო­რი გზნე­ბი­თა და ენერ­გე­ტი­კით მიჰ­ყვე­ბო­და სი­ტყვა სი­ტყვას, სტრი­ქო­ნი სტრი­ქონს და რო­გორ ერთ ამო­სუნ­თქვა­ზე ჩა­ამ­თავ­რა 14 წლის გო­გო­ნას მო­ნო­ლო­გი სა­მოც­და­ათ წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ამას სი­ტყვე­ბით ვერ ავ­ხსნი. ეს თქვე­ნი წარ­მო­სახ­ვის­თვის მო­მინ­დვია... კვლავ იქუ­ხა ტაშ­მა, კვლავ წა­მო­ვარ­და ფეხ­ზე დარ­ბა­ზი და ა.შ. და ა.შ. მოკ­ლედ, უსაყ­ვარ­ლე­სი, უსათ­ნო­ე­სი, ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა მა­ყუ­რე­ბელ­მა ოთხ-ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ა­ნი მუ­სი­კით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ორი ლექ­სის ნაც­ვლად, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტ­ხანს სცე­ნი­დან არ გა­უშ­ვა...

ავტორი:

"ლექსების ზეპირად წარმოთქმა შეშინებია... ყველაფერი კონცერტის წინ გაირკვა" - რას უმალავდა კოლეგებს პირადი ტრაგედიის შემდეგ სცენაზე გასული მედეა ჯაფარიძე?

"ლექსების ზეპირად წარმოთქმა შეშინებია... ყველაფერი კონცერტის წინ გაირკვა" - რას უმალავდა კოლეგებს პირადი ტრაგედიის შემდეგ სცენაზე გასული მედეა ჯაფარიძე?

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის წყვილის შესახებ ბევრი ისტორია, მოგონება თუ ამბავი არსებობს, რომლებსაც ადამიანები წერენ და ყვებიან... ისინი გამორჩეულები იყვნენ, როგორც გარეგნულად, ასევე - საქმიანობით, ქართული კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მათი სიყვარულის ამბავიც გამორჩეული გახლდათ. რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მედეა ჯაფარიძეს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. ის სცენაზე გამოსვლას აღარც აპირებდა, პრაქტიკულად, სამსახიობო კარიერაზე უარს ამბობდა, რომ არა, მისი კოლეგების, მეგორების დაჟინებული მოთხოვნა.

სწორედ ამ ამბავს იხსენებს მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- ბატონი რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი იყო გასული. 1991 წლის სექტემბრის დასაწყისში მარჯანიშვილის თეატრს, მის წიაღში დაარსებულმა "შვილობილმა“ რუსთავის სახელმწიფო თეატრმა სთხოვა - მაყურებელმა ქალაქში იკლო (კარგად მოგეხსენებათ, რა წლებიც იყო) და თეატრალური ცხოვრების გამოსაცოცხლებლად იქნებ დაგვეხმაროთ და სეზონი თქვენი თეატრის ვარსკვლავების კონცერტით გავხსნათო. კონცერტში მონაწილეთა სავარაუდო სიაც (ანუ მათი, ვისაც მაყურებელი განსაკუთრებით ითხოვდა) თავად რუსთაველებმა შეადგინეს.

დიმიტრი ხვთისიაშვილი

რასაკვირველია, სიაში ერთ-ერთი უპირველესი მედეა ჯაფარიძე გახლდათ. თეატრის ხელმძღვანელობამ, რა თქმა უნდა, ქალბატონ მედეას შეატყობინა ეს ამბავი, რომელიც დაქვრივების შემდეგ სცენაზე ჯერ გამოსული არ იყო. მედეა ჯაფარიძის პირველი რეაქცია უარი აღმოჩნდა. თუმცა შემდეგ „კომისია“ გააძლიერეს და მასთან მოსალაპარაკებლად გააგზავნეს სოფიკო ჭიაურელი, ელენე ყიფშიძე, კოტე მახარაძე და გივი ბერიკაშვილი. ოთხეულის თხოვნამ და დარწმუნებამ რომ მაყურებლის ღალატი არ შეიძლებოდა, ქალბატონი მედეაც გატეხა და დაითანხმეს კონცერტში მიეღო მონაწილეობა.

ამ ტიპის კონცერტებს მარჯანიშვილელები ადრეც მართავდნენ, ძირითადად სპორტის სასახლეში და უცვლელი კონფერანსიეც ბატონი კოტე მახარაძე გახლდათ, თუმცა რაკი რუსთაველების სურვილი იყო კონცერტის გამართვა, წამყვანადაც "ყოფილი" რუსთაველი გივი ბერიკაშვილი შეარჩიეს. კონცერტის ორგანიზება ბატონ გოგი თოდაძეს დაევალა. საღამოს თანამიმდევრობაც განისაზღვრა. მონაწილეებს შორის სულ რამდენიმე ვარსკვლავი იყო, ისეთნი, რომელნიც რუსთავის თეატრში არ მოღვაწეობდნენ, დანარჩენი ანუ ძირითადი ბირთვი რუსთავის თეატრის დამაარსებელთაგან შედგებოდა: ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლეო ანთაძე, თენგიზ მაისურაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ქეთინო კიკნაძე, გურანდა გაბუნია, მალხაზ გორგილაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი...

მათ ემატებოდნენ - სოფიკო ჭიაურელი, ლენა ყიფშიძე, დოდო ჭიჭინაძე, კოტე მახარაძე და ქალბატონი მედეა. შეირჩა ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლიდან, მათ შორის, სპექტაკლიდან "ლურჯი ურჩხული", სადაც ქალბატონ გურანდას საკონცერტო ნომერივით ეპიზოდი ჰქონდა ზურა სტურუასთან და თენგიზ პაპიძესთან ერთად. ზურა იმ პერიოდში გადაღებებზე იმყოფებოდა და ბატონმა გოგი თოდაძემ ამ ნაწყვეტში მის ნაცვლად მე შემაგდო. სწორედ ამიტომაც აღმოვჩნდი რეპეტიციებზეც და კონცერტშიც ამ მართლაც ვარსკვლავურ შემადგენლობასთან. თვალშისაცემი იყო ის, რომ რეპეტიციებს ყველა მსახიობი სცენების მიხედვით გადიოდა სცენაზე, ქალბატონი მედეა კი, ყოველდღე მოდიოდა და ხმის ჩამწერ სტუდიაში ადიოდა ბატონ გივი გაჩეჩილაძესთან. არავინ ვიცოდით, რა მზადდებოდა იქ.

კონცერტის წინ გენერალურ რეპეტიციაზე უცებ ყველაფერი გაირკვა. ბატონი რეზოს გარდაცვალების შემდეგ მიღებული სტრესისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალბატონ მედეას შეშინებია სცენაზე ლექსების ზეპირად წარმოთქმა და ბატონ გივისთვის უთხოვია: ლექსებს ჩავწერ, თქვენ მუსიკა დაადეთ და მე პირს გავაღებო. ანუ პლიუს ფონოგრამა სთხოვა, ოღონდ, ლექსების. ბატონ გივის ეს წარმოუდგენლად ეჩვენა, თუმცა ხათრი ვერ გაუტეხა მედეას და თურმე ის დღეები ამაზე მუშაობდნენ, თანაც, როგორი სიზუსტით: როგორც კი გივი ბერიკაშვილი მას გამოაცხადებდა, იწყებოდა მუსიკა, რომელიც გათვლილი იყო ქალბატონი მედეას კულისებიდან შემოსვლაზე და მიკროფონთან მისვლაზე, შემდეგ იყო ჩაწერილი ორი ლექსი და კვლავ მუსიკა ე.წ. "პაკლონისთვის". ყველა ხვდებოდა, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა არტიკულაციის დამთხვევა ლექსებთან, თუმცა ქალბატონ მედეას ვინ რას შებედავდა, მთავარია, რომ მას კიდევ ერთხელ დაინახავს მაყურებელი სცენაზეო - ამით იმშვიდებდნენ თავს. გადაწყდა, რომ სწორედ ქალბატონი მედეას ნომერი იქნებოდა კონცერტის ფინალი.

ჩავედით რუსთავში. დაიწყო საღამო, ნომერი ნომერს მიჰყვებოდა. არნახული რაოდენობის მაყურებელი მოაწყდა თეატრს, იყო ოვაცია, სიხარული, სიცილი, აპლოდისმენტები, ყველაფერი ხუთიანზე მიდის, მაყურებელი კმაყოფილია, მსახიობები ამაღლებულ განწყობაზე ძალ-ღონესა და ნიჭს არ იშურებენ მათ მოსაფერებლად და დადგა ფინალური ნომრის დროც. ბატონი გივი სცენაზე გამოვიდა და გამოაცხადა: ახლა შემობრძანდება ქალბატონი, რომელიც მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მაყურებელს პირველად უბრუნდება.

შემდეგ პატარა პაუზა და რიხით წარმოსთქვა - მედეა ჯაფარიძე! ჩვენმა რადისტმაც ვიტალი ივანოვმა ფონოგრამა ჩართო, როგორც წინასწარ იყო დადგენილი... და აი, იქ მოხდა სრულიად გამაოგნებელი რამ... ქალბატონმა მედეამ შემოდგა თუ არა სცენაზე ფეხი, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და მე ვერც გავიხსენებ, რამდენი წუთის განმავლობაში მიდიოდა მადლიერებით, ცრემლითა და ოვაციებით სავსე აპლოდისმენტები. ეს იყო სასწაული თან, მედეა ჯაფარიძეს მადლობას ეუბნებოდნენ თითქოს რუსთავში მისთვის ასეთი ტრაგედიის შემდეგ ჩასვლისთვის და ამავე დროს, რეზო თაბუკაშვილის ხსოვნისადმიც იყო ეს ტაში და ოვაცია...

თუმცა ამასობაში ეს წინასწარ მომზადებული ფონოგრამა ქალბატონი მედეას ჩაწერილი ხმით სამჯერ მაინც დატრიალდა. ქალბატონი მედეაც მიხვდა, რომ "ტყუილად იშრომა", "საცოდავი“ თვალებით გამოიხედა კულისებში, თითქოს თვალებით გვეუბნებოდა, ახლა რა მეშველებაო... დარბაზი გაირინდა. მედეამ ცალი ხელი მიკროფონის სადგამს მოჰკიდა, რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა.

ძალიან მოკრძალებით, თითქმის ჩაიჩურჩულა მიკროფონში: გიძღვნით თქვენ და რეზოს... და დაიწყო ჯულიეტას მონოლოგის წაკითხვა „რომეო და ჯულიეტადან“... იმის სიტყვებით გადმოცემა, როგორი გზნებითა და ენერგეტიკით მიჰყვებოდა სიტყვა სიტყვას, სტრიქონი სტრიქონს და როგორ ერთ ამოსუნთქვაზე ჩაამთავრა 14 წლის გოგონას მონოლოგი სამოცდაათ წელს გადაცილებულმა ქალბატონმა, ამას სიტყვებით ვერ ავხსნი. ეს თქვენი წარმოსახვისთვის მომინდვია... კვლავ იქუხა ტაშმა, კვლავ წამოვარდა ფეხზე დარბაზი და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, უსაყვარლესი, უსათნოესი, ულამაზესი ქალბატონი მედეა მაყურებელმა ოთხ-ნახევარწუთიანი მუსიკით გაჯერებული ორი ლექსის ნაცვლად, ნახევარ საათზე მეტხანს სცენიდან არ გაუშვა...

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"