პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს
სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს

ლა­ტა­რი­ის თა­მა­შით თქვენ ეხ­მა­რე­ბით მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ, რად­გან ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს ხმარ­დე­ბა.

სა­აღ­დგო­მოდ "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ’’ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "მო­მავ­ლის გზის’’ მხარ­და­ჭე­რით ორ­მოც­და­ათ მარ­ტო­ხე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ხუცს კვე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი და სა­აღ­დგო­მო ნუგ­ბა­რი გა­დას­ცა.

"კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს, ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე უმ­წეო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბი სა­აღ­დგო­მოდ გა­ვა­ხა­რეთ, მათ დახ­მა­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ’’ - ამ­ბობს "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის’’ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო პოტრჟებსკა­ია.

82 წლის სა­რი­მან გო­გიშ­ვი­ლი ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში ნა­ხევ­რად ბა­რაკ­ში ცხოვ­რობს, ერთი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს, მე­ო­რე კი პა­ტი­მა­რი. ის სრუ­ლი­ად მარ­ტოა, არც შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს და არც ნა­თე­სა­ვი. "წამ­ლებ­ზე ძლივს მივ­დი­ვარ ხოლ­მე, მხო­ლოდ პენ­სი­ით ვარ­სე­ბობ, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა ჩემ­თვის ხსნა არის შვი­ლე­ბო’’-თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი გვიყ­ვე­ბა თა­ვი­სი მძი­მე მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­რი­მან გო­გიშ­ვი­ლი.

სრუ­ლი­ად მარ­ტოა 65 წლის რაულ ტეფ­ნა­ძეც, მას არც შვი­ლე­ბი ჰყავს და ნა­თე­სა­ვე­ბის შე­წუ­ხე­ბაც არ უყ­ვარს, ზემო ავ­ლა­ბარ­ში დრო­ის­გან დან­გრე­ულ სახ­ლში ცხოვ­რობს და წარ­სულ ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლან­თე­ბუ­ლი სა­უბ­რობს - "ან­საბლში ვცეკ­ვავ­დი, ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და სამ­წუ­ხა­როდ ოჯა­ხის შექ­მნის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე, ეხლა გუ­ლიც მა­წუ­ხებს, ჩემი გუ­ლის მხო­ლოდ 20%-ი მუ­შა­ობს, თქვე­ნი სა­ჩუ­ქა­რი ამ სა­აღ­დგო­მოდ ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და სა­სი­ხა­რუ­ლოა’’.

ნანი კა­პა­ნა­ძე აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია, თბი­ლის­ში მარ­ტო ნეს­ტი­ან და უფან­ჯრო ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, მხო­ლოდ პენ­სი­ას იღებს და თავი თვი­დან თვემ­დე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბე­ბით გა­აქვს. "ინ­ვა­ლი­დი ვარ ბებო, მთე­ლი პენ­სია წამ­ლებ­ში მი­დის, რომ არა კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ალ­ბათ შიმ­ში­ლით მოვ­კვდე­ბო­დი, მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის და მად­ლო­ბა სა­აღ­დგო­მოდ ჩემი ასე­თი გა­ხა­რე­ბის­თვის’’ - თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი გვე­ხუ­ტე­ბა მად­ლო­ბის ნიშ­ნად ნანი ბე­ბია.

და ასე, ყვე­ლა იმ 50 მუ­ხუ­ცე­ბულს, ვი­საც სა­აღ­დგო­მოდ ვეს­ტუმ­რეთ, სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს, მო­გო­ნე­ბე­ბით, გა­ჭი­რე­ბით და ტკი­ვი­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ გუ­ლებ­ში უდი­დე­სი სი­კე­თე და მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა ვერც დრომ და ვერც მძი­მე ცხოვ­რე­ბამ ვერ და­ჯაბ­ნა. მათი მად­ლი­ა­ნი და­ლოც­ვა სა­აღ­დგო­მოდ კი­დევ დიდ­ხანს გაგ­ვყე­ბა ჩვენ, ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ლა­ტა­რი­ის თა­მა­შით ამ სა­ო­ცარ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რა.

NS

ავტორი:

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს

ლატარიის თამაშით თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.

სააღდგომოდ ,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ საქველმოქმედო ფონდ ,,მომავლის გზის’’ მხარდაჭერით ორმოცდაათ მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცს კვების ვაუჩერები და სააღდგომო ნუგბარი გადასცა.

,,კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულობით ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ამ მიმართულებით საზოგადოების ყველაზე უმწეო წარმომადგენლების დახმარებაა. სწორედ ამიტომ მარტოხელა მოხუცები სააღდგომოდ გავახარეთ, მათ დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ’’ - ამბობს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენელი ნინო პოტრჟებსკაია.

82 წლის სარიმან გოგიშვილი ჩუღურეთის რაიონში ნახევრად ბარაკში ცხოვრობს, ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეორე კი პატიმარი. ის სრულიად მარტოა, არც შვილიშვილები ჰყავს და არც ნათესავი. ,,წამლებზე ძლივს მივდივარ ხოლმე, მხოლოდ პენსიით ვარსებობ, თქვენი დახმარება ჩემთვის ხსნა არის შვილებო’’-თვალცრემლიანი გვიყვება თავისი მძიმე მოხუცებულობის შესახებ სარიმან გოგიშვილი.

სრულიად მარტოა 65 წლის რაულ ტეფნაძეც, მას არც შვილები ჰყავს და ნათესავების შეწუხებაც არ უყვარს, ზემო ავლაბარში დროისგან დანგრეულ სახლში ცხოვრობს და წარსულ ცხოვრებაზე გულანთებული საუბრობს - ,,ანსაბლში ვცეკვავდი, ბევრს ვმოგზაურობდი და სამწუხაროდ ოჯახის შექმნისთვის ვერ მოვიცალე, ეხლა გულიც მაწუხებს, ჩემი გულის მხოლოდ 20%-ი მუშაობს, თქვენი საჩუქარი ამ სააღდგომოდ ჩემთვის ძალიან საჭირო და სასიხარულოა’’.

ნანი კაპანაძე აფხაზეთიდან დევნილია, თბილისში მარტო ნესტიან და უფანჯრო ბინაში ცხოვრობს, მხოლოდ პენსიას იღებს და თავი თვიდან თვემდე კეთილი ადამიანების დახმარებებით გააქვს. ,,ინვალიდი ვარ ბებო, მთელი პენსია წამლებში მიდის, რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა სააღდგომოდ ჩემი ასეთი გახარებისთვის’’ - თვალცრემლიანი გვეხუტება მადლობის ნიშნად ნანი ბებია.

და ასე, ყველა იმ 50 მუხუცებულს, ვისაც სააღდგომოდ ვესტუმრეთ, საკუთარი ისტორია აქვს, მოგონებებით, გაჭირებით და ტკივილით გაჯერებული, თუმცა მათ გულებში უდიდესი სიკეთე და მადლიერების გრძნობა ვერც დრომ და ვერც მძიმე ცხოვრებამ ვერ დაჯაბნა. მათი მადლიანი დალოცვა სააღდგომოდ კიდევ დიდხანს გაგვყება ჩვენ, ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ლატარიის თამაშით ამ საოცარ ადამიანებს დაეხმარა.

NS

როდის შემოიღებენ შეღავათებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი პირებისთვის  - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ?

მასშტაბური შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კომუნალურების გადახდის ყველაზე მარტივი გზა, სფეისის ციფრული ბაკნის აპლიკაციიდან