პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ვგულშემატკივრობ, ამას მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს" - ირაკლი ზარქუა
"ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ვგულშემატკივრობ, ამას მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს" - ირაკლი ზარქუა

სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­ლია მისი გუნ­დი­სა და ბე­ლა­დის მიერ და­გე­ბულ მა­ხე­ში გა­ე­ბა, რაც თა­ვის თავს უნდა და­აბ­რა­ლოს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ზარ­ქუა იმა­საც ამ­ბობს, რომ ნიკა მე­ლი­ას გულ­შე­მატ­კივ­რობს, რაც „მეგ­რუ­ლი სო­ლი­და­რო­ბით“ არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

“ნიკა მე­ლია სა­კუ­თა­რი გუნ­დი­სა და ბე­ლა­დის მსხვერ­პლია. თით­ქოს რა­ღაც ცოტ­ნე და­დი­ა­ნო­ბას თა­მა­შობ­და. ამ ახალ­გაზ­რდას ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, რად­გან პარ­ტი­ა­ში რებ­რენ­დინ­გი და­ი­წყო. ჩემ­თვის პარ­ტი­ა­ში მის მიერ მიყ­ვა­ნილ ახალ­გაზ­რდებ­თან დე­ბა­ტე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, გუ­ბა­ზას­თან, ბა­რა­მი­ძეს­თან და სხვა ოდი­ო­ზურ ფი­გუ­რებ­თან. ეს მას არ ეპა­ტია და ახლა თა­ვის სი­ტყვებ­სა და პრინ­ცი­პებ­ში გა­ი­ჭე­და - და­თან­ხმდეს იმ გი­რა­ოს და ხვალ­ვე გა­მო­ვა! ახლა სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს და ისევ ვაჭ­რო­ბა და­ი­წყო“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მან აქვე დას­ძი­ნა, რომ მე­ლი­ას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა მო­უ­წევს, სა­დაც მას არა­ვინ და­უ­წყებს ბუ­ლინგს.

“სა­მუ­შაო ძა­ლი­ან ბევ­რია - “რა დროს, იწი­ლო-ბი­წი­ლოა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
35

ზარქუას სახეზე ისეთი გადაღლილი იერი აქვს,ეტყობა მთელი ღამე ლარს ეფერებოდა იქნებ როგორმე გამყარდეო.იქნებ ეს დასვენების დღეები ცოტათი მაინც მოუხდეს,თორემ წახდა კაცი ამდენი მუშაობისაგან.

URO
44

მელია და ცოტნე არა ჩემი კატა და ლომი :) გირაოთი რომ ვერ გამოვა პროკურატურისადმი სათანადო თხოვნის გარეშე, ეს თუ იცის ნაცბრბომ? ვისი გირაოც არ უნდა იყოს!

გირაოთი გამოსვლამდე მეცოცხეებმა, თუ ტ- აქვთ, გამოაქვეყნონ ნიკანორის თხოვნა პროკურისადმი!

რაც არ უნდა გაიჭინთონ, პატიმრის თხოვნის გარეშე ეს ამბავი არ ხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ვგულშემატკივრობ, ამას მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს" - ირაკლი ზარქუა

"ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ვგულშემატკივრობ, ამას მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს" - ირაკლი ზარქუა

სამწუხაროა, რომ მელია მისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ მახეში გაება, რაც თავის თავს უნდა დააბრალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუა იმასაც ამბობს, რომ ნიკა მელიას გულშემატკივრობს, რაც „მეგრული სოლიდარობით“ არ არის გამოწვეული.

“ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო. ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა - დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან აქვე დასძინა, რომ მელიას პარლამენტში შესვლა მოუწევს, სადაც მას არავინ დაუწყებს ბულინგს.

“სამუშაო ძალიან ბევრია - “რა დროს, იწილო-ბიწილოა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

"ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები" - ხატია დეკანოიძე

"როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი..." - კახა კუჭავა