პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა
ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იუ­ბი­ლა­რია. გაფ­რინ­დაშ­ვილს 80 წელი შე­უს­რულ­და. ის 1941 წლის 3 მა­ისს, ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და.

გთა­ვა­ზობთ უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის, calvertjournal.com-ის მიერ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას.

"გა­ი­ცა­ნით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქალი გრან­დმა­ის­ტე­რი, რო­მელ­მაც ჭად­რა­კის თა­მაშს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წია, არ­სე­ბობს მისი სა­ხე­ლო­ბის ჭად­რა­კის სა­სახ­ლე და დღემ­დე ას­პა­რე­ზობს სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

ალ­ბათ, უკვე ნა­ხეთ "ნე­ტფ­ლიქ­სის" სე­რი­ა­ლი The Queen’s Gambit, რო­მელ­შიც ამ­ბა­ვი პერ­სო­ნაჟ ბეთ ჰარ­მო­ნის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა და გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ აღ­წევს ის წარ­მა­ტე­ბას, რო­გორ მი­დის დი­დე­ბის­კენ სა­კუ­თარ ში­ნა­გან დე­მო­ნებ­თან ბრძო­ლის ფონ­ზე.

რო­დე­საც ჰარ­მო­ნი მოს­კოვ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მო­თა­მა­შე­ებს ხვდე­ბა, სე­რი­ალ­ში გა­იჟ­ღე­რებს საბ­ჭო­თა ქალი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. ჰარ­მო­ნის ის­ტო­რია გა­მო­გო­ნი­ლია, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი კი ნამ­დვი­ლი მო­ჭად­რა­კეა სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში ხუთ­ჯერ გახ­და. სე­რი­ა­ლი გაფ­რინ­დაშ­ვილს წარ­მოგ­ვიდ­გენს რო­გორც "ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს, რო­მელ­საც არას­დროს უთა­მა­შია კაც მო­ჭად­რა­კე­ებ­თან“, რა­მაც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გა­აკ­ვირ­ვა, რად­გა­ნაც მის­თვის უცხო არ არის მა­მა­კაც ოპო­ნენ­ტებ­თან სა­ჭად­რა­კო და­პი­რის­პი­რე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • Calvert journal-თან სა­უბ­რი­სას, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სე­რი­ალ­ში მის შე­სა­ხებ თქმუ­ლი სრუ­ლე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

"ეს­ტო­ნე­ლი კე­რე­სი­დან და სერ­ბი გლი­გო­რი­ჩი­დან და­წყე­ბუ­ლი, ამე­რი­კე­ლი ტარ­ჟა­ნით და ლატ­ვი­ე­ლი ტა­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მე მი­თა­მა­შია ბევრ დი­დე­ბულ გრან­დმა­ის­ტერ­თან. რა­საც სე­რი­ალ­ში ამ­ბო­ბენ, სრუ­ლე­ბით არ შე­სა­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, სა­მარ­ცხვი­ნოა ვინ­მეს მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა“, - ამ­ბობს 79 წლის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქალი გრან­დმა­ის­ტე­რია (დი­დოს­ტა­ტი). რაც მო­ჭად­რა­კის­თვის უმაღ­ლე­სი ტი­ტუ­ლია. ეს ჯილ­დო მან 37 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 1941 წელს ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და. ის მშობ­ლებ­თან და ძმებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და. "ჩვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, ვთა­მა­შობ­დით ყვე­ლა­ფერს, ფეხ­ბურ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფრენ­ბურ­თით, მა­გი­დის ჩიგ­ბურ­თი­თა და ბი­ლი­არ­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მისი სახ­ლის ბაღ­ში ტურ­ნი­რე­ბი მთელ სა­მე­ზობ­ლოს იზი­დავ­და.

ყვე­ლა იმ თა­მა­ში­დან, რო­მელ­საც თა­მა­შობ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჭად­რაკ­მა მი­ი­ჯაჭ­ვა. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ბავ­შვო­ბი­დან­ვე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას იჩენ­და და არაფ­რის დათ­მო­ბა არ სჩ­ვე­ო­და.

ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ვარ ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა ჭად­რაკ­ში - ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.1954 წელს, 12 წლის ასაკ­ში ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მას შემ­დეგ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც თა­ვი­სი ძმა ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მელ­საც გა­მოც­დე­ბის გამო ჭად­რა­კის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დრო არ ჰქონ­და. სწო­რედ მა­შინ ახალ­გაზ­რდა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ჭად­რა­კის მწვრთნელ­მა ვახ­ტან ქარ­სე­ლა­ძემ, რო­მელ­მაც და­არ­წმუ­ნა მისი მშობ­ლე­ბი, რომ ნონა თბი­ლის­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, რის შემ­დე­გაც მას უკვე შე­ეძ­ლო დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­ჭად­რა­კო სკო­ლა­ში ევარ­ჯი­შა. ორი წლის შემ­დეგ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა ქა­ლებს შო­რის, ეს იყო 1956 წელს, მომ­დევ­ბო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ჰყავ­დათ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ჭად­რა­კი იქ სპორ­ტის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა იყო. "ყვე­ლას უყ­ვარ­და ჭად­რა­კი. ეს იყო თა­მა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. შეს­ვე­ნე­ბის დროს ხში­რად ნა­ხავ­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჭად­რაკს ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს", - ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი­გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა 21 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა ქალ­თა შო­რის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა მას შემ­დეგ, რაც და­ა­მარ­ცხა მსოფ­ლი­ოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, რუსი მო­ჭად­რა­კე - ელი­სა­ვე­ტა ბუ­კო­ვა. ეს იყო უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა.

მოს­კოვ­ში მის­მა გა­მარ­ჯვე­ბამ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­იწ­ვი­ეს ჭად­რა­კის ექ­სკლუ­ზი­ურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჰას­ტინგსის ტურ­ნირ­ზე ინ­გლის­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ტოპ კლა­სის მო­თა­მა­შე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ის იყო მე­ო­რე ქალი, რო­მელ­საც ოდეს­მე ამ ტურ­ნირ­ზე უას­პა­რე­ზია და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა,

1965 წელს ის ჰას­ტინგსში კვლავ მი­იწ­ვი­ეს, მან ითა­მა­შა ისე­თი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად მი­ხა­ილ ტა­ლია. გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა და­ა­მარ­ცხა ყვე­ლა ბრი­ტა­ნე­ლი მო­თა­მა­შე და ეთა­მა­შა პაულ კე­რესს. ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა რე­ი­ტინ­გში იგი­ვე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რო­გო­რიც ეკა­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ მი­ხა­ილ ბოტვი­ნიკს, რო­მელ­მაც ჰას­ტინგსის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად 1934-35 წლებ­ში მი­ი­ღო.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი სა­თა­მა­შო სტი­ლით, ტაქ­ტი­კუ­რი ოს­ტა­ტო­ბით, სვლებ­სა და კარგ კომ­ბი­ნა­ცი­ებ­ზე გა­წა­ფუ­ლი თვა­ლით.

  • ნე­ბის­ყო­ფა და მყა­რი ფსი­ქი­კა

სტა­ტი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის ფაქ­ტი, რომ სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის“ პერ­სო­ნა­ჟი, ბეთ ჰარ­მო­ნი ებ­რძვის ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ისეა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, ჭად­რაკს მავ­ნე გავ­ლე­ნაც ჰქონ­დეს მო­თა­მა­შე­ზე. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, რომ ნიჭი საკ­მა­რი­სი არ არის - "შენ უნდა იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი და უნდა ის­წრაფ­ვო­დე სა­უ­კე­თე­სო­ო­ბის­კენ“ - აღ­ნიშ­ნავს მო­ჭად­რა­კე.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჭად­რა­კი­სა და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ბა­ლან­სი. "რო­დე­საც სტრესს ვგრძნობ­დი, მა­შინ­ვე სხვა სპორტზე გა­დავ­დი­ო­დი, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, ან ვკი­თხუ­ლობ­დი - მე მიყ­ვარს კი­თხვა. ახლა 80 წლის ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭად­რა­კო მატ­ჩი ვი­თა­მა­შე და მე ვერ გა­ვიხ­სე­ნებ დროს, როცა პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, ან სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი რა­ი­მე ფორ­მით დამ­ჭირ­ვე­ბია“, - ამ­ბობს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის, რაც გაფ­რინ­დაშ­ვილს მო­ტი­ვა­ცი­ას ჰმა­ტებ­და, იყო თა­მა­შის სი­ლა­მა­ზი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბის დევ­ნა.

  • წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო - "მზი­ა­ნი ამინ­დი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნო“

1995 წელს, რო­დე­საც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო ვე­ტე­რან ქალ მო­ჭად­რა­კე­ებს შო­რის, ის უკვე წარ­მო­ად­გენ­და არა საბ­ჭო­თა კავ­შირს, არა­მედ უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს.

კი­თხვა­ზე თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ამ­ხე­ლა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობს, რომ ამის სა­ი­დუმ­ლო "მზი­ა­ნი ამინ­დი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნოა.“

გა­ე­ცა­ნით სტა­ტი­ის სრულ ვერ­სი­ას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
0

ნონა საქართველოს სიამაყეა, მისაბაძია ყველაფერში,დიდხანს სიცოცხლე მას.

ნანა ბებია
0

ნონა ქართველი ხალხის სიამაყეა...არ აქვს მნიშვნელობა, როგორ აფასებს მის ღვაწლს ხელისუფლება. ის ყველას აოცებს....ის ხალხს უყვარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა. ის 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა.

გთავაზობთ უცხოური გამოცემის, calvertjournal.com-ის მიერ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.

"გაიცანით მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერი, რომელმაც ჭადრაკის თამაშს საქართველოში პოპულარიზაცია გაუწია, არსებობს მისი სახელობის ჭადრაკის სასახლე და დღემდე ასპარეზობს სხვადასხვა შეჯიბრებებში.

ალბათ, უკვე ნახეთ "ნეტფლიქსის" სერიალი The Queen’s Gambit, რომელშიც ამბავი პერსონაჟ ბეთ ჰარმონის გარშემო ვითარდება და გვიყვება, თუ როგორ აღწევს ის წარმატებას, როგორ მიდის დიდებისკენ საკუთარ შინაგან დემონებთან ბრძოლის ფონზე.

როდესაც ჰარმონი მოსკოვში საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებს ხვდება, სერიალში გაიჟღერებს საბჭოთა ქალი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი. ჰარმონის ისტორია გამოგონილია, გაფრინდაშვილი კი ნამდვილი მოჭადრაკეა საქართველოდან, რომელიც ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ხუთჯერ გახდა. სერიალი გაფრინდაშვილს წარმოგვიდგენს როგორც "ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკეებთან“, რამაც ნონა გაფრინდაშვილი გააკვირვა, რადგანაც მისთვის უცხო არ არის მამაკაც ოპონენტებთან საჭადრაკო დაპირისპირება", - წერს გამოცემა.

  • Calvert journal-თან საუბრისას, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ სერიალში მის შესახებ თქმული სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს.

"ესტონელი კერესიდან და სერბი გლიგორიჩიდან დაწყებული, ამერიკელი ტარჟანით და ლატვიელი ტალით დამთავრებული, მე მითამაშია ბევრ დიდებულ გრანდმაისტერთან. რასაც სერიალში ამბობენ, სრულებით არ შესასაბამება სიმართლეს, სამარცხვინოა ვინმეს მიღწევების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება“, - ამბობს 79 წლის ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერია (დიდოსტატი). რაც მოჭადრაკისთვის უმაღლესი ტიტულია. ეს ჯილდო მან 37 წლის ასაკში მიიღო", - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი მკითხველს უყვება, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ის მშობლებთან და ძმებთან ერთად გაიზარდა. "ჩვენ ძალიან აქტიური ოჯახი ვიყავით, ვთამაშობდით ყველაფერს, ფეხბურთიდან დაწყებული, ფრენბურთით, მაგიდის ჩიგბურთითა და ბილიარდით დამთავრებული“, - ამბობს გაფრინდაშვილი. მისივე თქმით, მისი სახლის ბაღში ტურნირები მთელ სამეზობლოს იზიდავდა.

ყველა იმ თამაშიდან, რომელსაც თამაშობდა, ყველაზე მეტად ჭადრაკმა მიიჯაჭვა. ამბობს, რომ ყველაფერში ბავშვობიდანვე კონკურენტუნარიანობას იჩენდა და არაფრის დათმობა არ სჩვეოდა.

ვიყავი და ახლაც ვარ ძალიან კონკურენტუნარიანი და ეს ყველაზე მეტად დამეხმარა ჭადრაკში - ამბობს გაფრინდაშვილი.1954 წელს, 12 წლის ასაკში ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მას შემდეგ მიიღო მონაწილეობა, რაც თავისი ძმა ჩაანაცვლა, რომელსაც გამოცდების გამო ჭადრაკის შეჯიბრში მონაწილეობის დრო არ ჰქონდა. სწორედ მაშინ ახალგაზრდა გაფრინდაშვილი აღმოაჩინა ცნობილმა ქართველმა ჭადრაკის მწვრთნელმა ვახტან ქარსელაძემ, რომელმაც დაარწმუნა მისი მშობლები, რომ ნონა თბილისში გადაეყვანათ, რის შემდეგაც მას უკვე შეეძლო დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ საჭადრაკო სკოლაში ევარჯიშა. ორი წლის შემდეგ გაფრინდაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქალებს შორის, ეს იყო 1956 წელს, მომდევბო სამი წლის განმავლობაშიც ის ჩემპიონი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საქართველოში ჯერ არ ჰყავდათ მსოფლიო ჩემპიონი, ჭადრაკი იქ სპორტის პოპულარული სახეობა იყო. "ყველას უყვარდა ჭადრაკი. ეს იყო თამაში, რომელიც ყველას გვაერთიანებდა. შესვენების დროს ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებიც ჭადრაკს ეთამაშებოდნენ ერთმანეთს", - ამბობს გაფრინდაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიგაფრინდაშვილმა 21 წლის ასაკში მოიპოვა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მას შემდეგ, რაც დაამარცხა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რუსი მოჭადრაკე - ელისავეტა ბუკოვა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა.

მოსკოვში მისმა გამარჯვებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მსოფლიოს ჩემპიონობიდან ერთი წლის შემდეგ, გაფრინდაშვილი მიიწვიეს ჭადრაკის ექსკლუზიურ ჩემპიონატზე, ჰასტინგსის ტურნირზე ინგლისში, რომელსაც მსოფლიოს ტოპ კლასის მოთამაშეები ესწრებოდნენ. ის იყო მეორე ქალი, რომელსაც ოდესმე ამ ტურნირზე უასპარეზია და პირველი ქალი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა,

1965 წელს ის ჰასტინგსში კვლავ მიიწვიეს, მან ითამაშა ისეთი მოჭადრაკეების წინააღმდეგ, როგორიც მაგალითად მიხაილ ტალია. გაფრინდაშვილმა დაამარცხა ყველა ბრიტანელი მოთამაშე და ეთამაშა პაულ კერესს. ყოველივეს შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა რეიტინგში იგივე ადგილი დაიკავა, როგორიც ეკავა მსოფლიოს ჩემპიონ მიხაილ ბოტვინიკს, რომელმაც ჰასტინგსის ტურნირში მონაწილეობა პირველად 1934-35 წლებში მიიღო.

სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილი ცნობილია თავისი აგრესიული სათამაშო სტილით, ტაქტიკური ოსტატობით, სვლებსა და კარგ კომბინაციებზე გაწაფული თვალით.

  • ნებისყოფა და მყარი ფსიქიკა

სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სერიალ "ლაზიერის გამბიტის“ პერსონაჟი, ბეთ ჰარმონი ებრძვის ნარკომანიასა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ისეა ნაჩვენები, რომ შესაძლოა, ჭადრაკს მავნე გავლენაც ჰქონდეს მოთამაშეზე. გაფრინდაშვილიც ამბობს, რომ ნიჭი საკმარისი არ არის - "შენ უნდა იყო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი და უნდა ისწრაფვოდე საუკეთესოობისკენ“ - აღნიშნავს მოჭადრაკე.

გაფრინდაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჭადრაკისა და სხვა საქმიანობების ბალანსი. "როდესაც სტრესს ვგრძნობდი, მაშინვე სხვა სპორტზე გადავდიოდი, ვუსმენდი მუსიკას, ან ვკითხულობდი - მე მიყვარს კითხვა. ახლა 80 წლის ვარ, ძალიან ბევრი საჭადრაკო მატჩი ვითამაშე და მე ვერ გავიხსენებ დროს, როცა პრობლემები მქონდა ძილთან დაკავშირებით და არ ყოფილა შემთხვევა, როცა ანტიდეპრესანტები, ან საძილე საშუალებები რაიმე ფორმით დამჭირვებია“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რაც გაფრინდაშვილს მოტივაციას ჰმატებდა, იყო თამაშის სილამაზისადმი მისი სიყვარული, ვიდრე გამარჯვების დევნა.

  • წარმატების საიდუმლო - "მზიანი ამინდი და შესანიშნავი ღვინო“

1995 წელს, როდესაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ვეტერან ქალ მოჭადრაკეებს შორის, ის უკვე წარმოადგენდა არა საბჭოთა კავშირს, არამედ უშუალოდ საქართველოს.

კითხვაზე თუ როგორ შეიძლებოდა ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა ასეთი გამარჯვებები ამხელა დროის განმავლობაში შეენარჩუნებინა, გაფრინდაშვილი ხუმრობით პასუხობს, რომ ამის საიდუმლო "მზიანი ამინდი და შესანიშნავი ღვინოა.“

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას.