სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება
"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება

შსს-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიც­რუ­ეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნე­ბით თე­ლავ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და მის და­კა­ვე­ბას გეგ­მავ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს - "მო­რი­გი შეკ­ვე­თი­ლი და­კა­ვე­ბა", სა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფაქ­ტე­ბის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მი­ა­წო­და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნე­ბით თე­ლავ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და მის და­კა­ვე­ბას გეგ­მავ­დნენ.

გა­და­ცე­მა­ში ვერ იქნა ნაჩ­ვე­ნე­ბი სი­უ­ჟეტ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ვერ­სი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლა, მათ შო­რის ვერც სი­უ­ჟე­ტის "მთა­ვა­რი გმი­რის" თბი­ლი­სი­დან-თე­ლავ­ში პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კად­რე­ბი.

აქვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სი­უ­ჟეტ­ში ნახ­სე­ნებ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კონ­კრე­ტულ თა­ნამ­შრომ­ლებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან, ან "თით­ქოს" მისი და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან.რაც შე­ე­ხე­ბა სი­უ­ჟეტ­ში ნაჩ­ვე­ნებ, თე­ლავ­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აპ­რილს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ქა­ლაქ თე­ლავ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 42-10 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­ჯა­რიმ­და მო­ქა­ლა­ქე ლ.ტ. (მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პირი - ბერი იონა), სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 23 მა­ი­სის N 322 დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, რად­გან და­არ­ღვია 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის წესი.

მო­ქა­ლა­ქე ლ.ტ.-ის შე­ჩე­რე­ბის ად­გილ­ზე ნა­ნა­ხი იქნა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სწრა­ფი ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტი. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე ლ.ტ.-ს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნუ­მარ­ტეს, რომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჭი­რო იყო მისი გა­მო­კი­თხვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რა­ზეც მან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით უარი გა­ნა­ცხა­და.

მას და­მა­ტე­ბით გა­ნე­მარ­ტა, რომ ად­ვო­კა­ტის თან­ხლე­ბით ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ერ­თოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.რაც შე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს, რომ­ლის შემ­დე­გაც ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი მი­ცე­მუ­ლია სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე ლ.ტ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მოწ­მი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თეს, თუმ­ცა მან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პროგ­რა­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვა და უარი გა­ნა­ცხა­და პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა­ზე" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ერთ-ერთი სასულიერო პირი პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული მანქანებით თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ.

აღნიშნულის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გასულ სიუჟეტს - "მორიგი შეკვეთილი დაკავება", სადაც ტელეკომპანიამ საზოგადოებას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სასულიერო პირი პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული მანქანებით თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ.

გადაცემაში ვერ იქნა ნაჩვენები სიუჟეტში განვითარებული მთავარი ვერსიის დამადასტურებელი მასალა, მათ შორის ვერც სიუჟეტის "მთავარი გმირის" თბილისიდან-თელავში პოლიციის მანქანით გადაადგილების დამადასტურებელი კადრები.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში ნახსენებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის კონკრეტულ თანამშრომლებს არანაირი კავშირი არ აქვთ სასულიერო პირის გადაადგილებასთან, ან "თითქოს" მისი დაკავების ღონისძიებასთან.რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ, თელავში გადაღებულ კადრებს, მიმდინარე წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა მოქალაქე ლ.ტ. (მისი განცხადებით, სასულიერო პირი - ბერი იონა), საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, რადგან დაარღვია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი.

მოქალაქე ლ.ტ.-ის შეჩერების ადგილზე ნანახი იქნა დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

შემთხვევის ადგილზე მოქალაქე ლ.ტ.-ს პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჭირო იყო მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მან ტელეკომპანიის ჟურნალისტების თანდასწრებით უარი განაცხადა.

მას დამატებით განემარტა, რომ ადვოკატის თანხლებით ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებში.რაც შეხება აღნიშნულ პირთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დანაშაულს, რომლის შემდეგაც ერთი სამართალდამცველი მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, მოქალაქე ლ.ტ. საგამოძიებო უწყებების თანამშრომლებმა მოწმისა და დაზარალებულის პროგრამაში ჩართეს, თუმცა მან რამდენიმე დღეში პროგრამა ნებაყოფლობით დატოვა და უარი განაცხადა პროგრამით სარგებლობაზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.

2000 ლარით დაჯარიმდებით, თუ სასაფლაოების ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევთ

პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ - არსებული ინფორმაციით, მიზეზი არასრულწლოვნის გენდერული იდენტობა გახდა

7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო