სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის - "სი­ნო­ფარ­მი­სა“ და "სი­ნო­ვა­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ძა­ლი­ან უსაფრ­თხოდ მი­იჩ­ნე­ვა და მათ შემ­თხვე­ვა­ში გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბით და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით, მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე სხვა ცნო­ბი­ლი, ლი­დე­რი ვაქ­ცი­ნე­ბის - "ფა­ი­ზე­რის“, "ას­ტრა­ზე­ნე­კა­სი“, რო­მელ­თა ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მძი­მე და სა­სიკ­ვდი­ლო ფორ­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის 100%-ს აღ­წევს, გან­სა­კუთ­რე­ბით, "ას­ტრა­ზე­ნე­კა“, "ფა­ი­ზე­რი“ – 95%-ს აღ­წევს, ხოლო და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ნაკ­ლებს, მაგ­რამ მა­ინც მთა­ვა­რია მძი­მე ფორ­მე­ბი.

  • "სი­ნო­ფარ­მის“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მძი­მე ფორ­მე­ბის საპ­რე­ვენ­ცი­ოდ აღ­წევს 79%-ს, ანუ ცოტა და­ბა­ლია, ვიდ­რე "ფა­ი­ზე­რის“ და "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ მა­ინც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, 5-დან 4 კაცს და­ი­ცავს. ეს და­ახ­ლო­ე­ბით, ისე­თი დაც­ვაა, რო­გორც გრი­პის ვაქ­ცი­ნას აქვს. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით ით­ვლე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნა 50%-ზე მე­ტით იცავს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ანს, ის უკვე კარ­გია და მი­სა­ღე­ბია. "სი­ნო­ვა­კის“ პრო­ცენ­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის, რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა არის და შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის­თვის გვე­ცო­დი­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბას, აქ პი­რი­ქი­თაა, ორი­ვე ვაქ­ცი­ნა - "სი­ნო­ფარ­მი“ და "სი­ნო­ვა­კი“ ძა­ლი­ან უსაფრ­თხოდ ით­ვლე­ბა, ჯერ პრაქ­ტი­კუ­ლად, მას­ზე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, მით უმე­ტეს, სა­სიკ­ვდი­ლო შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის. ასე რომ, ვინც ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­და­წყვეტს, ამ მხრივ შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს. თუ ვინ­მეს მაქ­სი­მა­ლუ­რი - 100%-იანი ეფექ­ტი უნდა, მან შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, გა­ი­კე­თოს, თუ არა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 1500-1700 ადა­მი­ა­ნი იკე­თებს აც­რას, რაც ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად საკ­მა­რი­სი არ არის.

"ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი სამ­მა სა­ხელ­მწი­ფომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ის­რა­ელ­მა, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ემი­რა­ტებ­მა, სხვა­თა შო­რის, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით - "სი­ნო­ფარ­მით“, ის­რა­ელ­მა - "ფა­ი­ზე­რით“ და ბრი­ტა­ნეთ­მა "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ემი­რა­ტებ­მა, რო­მელ­თაც ფული თავ­ზე საყ­რე­ლად აქვთ, მა­ინც ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა აირ­ჩი­ეს და ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ში, 1 500-1700 ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა, ეს მა­ინც ძა­ლი­ან ცო­ტაა იმის­თვის, რომ პან­დე­მია და­ვა­მარ­ცხოთ. 5000-6000 უნდა იც­რე­ბო­დეს, რომ ის­რა­ე­ლის ტემ­პე­ბი ავი­ღოთ, ანუ დღე­ვან­დე­ლი აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა გა­ო­თხმაგ­დეს.

გა­მიკ­ვირ­და, რად­გან სი­ტყვა ჩი­ნუ­რი უხა­რის­ხო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მათ შო­რის, იგი­ვე ტექ­ნი­კა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, უკვე 14 000 ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე, რაც დღე­ის­თვის ცუდი არ არის და როცა ნა­ხა­ვენ, რომ ის უსაფრ­თხოა და არა­ვის ექ­ნე­ბა გარ­თუ­ლე­ბა, კი­დეც რომ 100%-იანი დაც­ვა არ ჰქონ­დეს, მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ი­სურ­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანა
1

ისეთი უსაფრთხოა როგორც წყაროს წყალი!!! ხალხი იკეთებს, რომ ქვეყნიდან გაქცევა შეძლონ!

beso
1

რაში იხარჯება ეს ფული მაინც ვერ გავიგე. ამათ რაიმეში შეძლეს ადამიანის დარწმუნება? რაღაცა ისწავლეს თავად ამ დროს, თუ არა არაფერი ჯანდაცვაში არ შეცვლილა. ისევ მკვდარი სეზონია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინების - "სინოფარმისა“ და "სინოვაკის“ გამოყენებისას სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ცერცვაძის განმარტებითვე, აღნიშნული ვაქცინები ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა და მათ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

"საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, მათი ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი, ლიდერი ვაქცინების - "ფაიზერის“, "ასტრაზენეკასი“, რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს, განსაკუთრებით, "ასტრაზენეკა“, "ფაიზერი“ – 95%-ს აღწევს, ხოლო დაავადების გადადების პრევენციისთვის ნაკლებს, მაგრამ მაინც მთავარია მძიმე ფორმები.

  • "სინოფარმის“ ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით, ისეთი დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. "სინოვაკის“ პროცენტები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენიმე კვლევა არის და შემდეგი შეხვედრისთვის გვეცოდინება.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა - "სინოფარმი“ და "სინოვაკი“ ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ჯერ პრაქტიკულად, მასზე გვერდითი მოვლენები, მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური - 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყოველდღიურად 1500-1700 ადამიანი იკეთებს აცრას, რაც ვირუსის დასამარცხებლად საკმარისი არ არის.

"ყველაზე წარმატებულად ვაქცინაციის პროცესი სამმა სახელმწიფომ განახორციელა - ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, სხვათა შორის, ჩინური ვაქცინით - "სინოფარმით“, ისრაელმა - "ფაიზერით“ და ბრიტანეთმა "ასტრაზენეკათი“. არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, რომელთაც ფული თავზე საყრელად აქვთ, მაინც ჩინური ვაქცინა აირჩიეს და ჩინური ვაქცინა გაიკეთეს.

საქართველოში დღეში, 1 500-1700 ადამიანი იცრება, ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ. 5000-6000 უნდა იცრებოდეს, რომ ისრაელის ტემპები ავიღოთ, ანუ დღევანდელი აცრების რაოდენობა უნდა გაოთხმაგდეს.

გამიკვირდა, რადგან სიტყვა ჩინური უხარისხობასთან ასოცირდება, მათ შორის, იგივე ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები. ჩემდა გასაკვირად, უკვე 14 000 ადამიანი დარეგისტრირდა ჩინურ ვაქცინაზე, რაც დღეისთვის ცუდი არ არის და როცა ნახავენ, რომ ის უსაფრთხოა და არავის ექნება გართულება, კიდეც რომ 100%-იანი დაცვა არ ჰქონდეს, მაინც ძალიან ბევრი მოისურვებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 733  ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით