რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი "შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
აქვე ნათქვამია, რომ რუსეთის ეს ქმედება პასუხია ევროკომისიის მიერ 2 და 22 მარტს რუსეთის ექვსი მოქალაქის მიმართ დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე.
სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს უკანონო ცალმხრივი შემზღუდველი ზომების პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
"ევროკავშირის ამგვარი ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ მათი ნამდვილი მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად. ეს ხდება შეერთებული შტატების წახალისებით, რომელიც არ მალავს მის ინტერესს ევროპა ხელახლა მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქციოს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
კონკრეტულად კი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქეს. დევიდ სასოლის გარდა, სასანქციე სიაში მოხვდა ლატვიის 2 მოქალაქე, ესტონეთის ერთი მოქალაქე, საფრანგეთის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, შვედეთის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა.
ვოტ ტაკ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი სასოლია და ეს ჩვენი მიშელი ვინღაა? ან ის ქალი, ერდოღანმა სკამი რომ არ მისცა, ეგ ქალი ვინაა?
ა დავგუგლე და გავიგე... სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
და ის ქალი ურსულა ევრიკომისიის პრეზიდენტია.
რამდენი პრეზიდენტი ჰყოლიათ.... თან ყველა ქვეყანას კიდე ცალკე პრემიერები და პრეზიდენტები ჰყავთ. ზოგს მეფეც.
მოკლედ იმდენი პრეზიდენტია, რომ დაიბნევა კაცი.