კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები
"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"კახა კუ­ჭა­ვა - და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს სა­ხე­ლი!“ - 4 ინ­სტაგ­რამ პოს­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მე­უღ­ლემ მი­უ­ძღვნა

პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი თავ­ჯდო­მა­რის, კახა კუ­ჭა­ვას რუსი მე­უღ­ლე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია "ინ­სტაგ­რამ­ზე". ის სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა და უკვე წლე­ბია, ქვე­ყა­ნა­ში აწყობს ტუ­რებს. მის "ინ­სტაგ­რამ­ზე" ქვეყ­ნის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ამ­ბავს ვხვდე­ბით, თუმ­ცა, ელი­ზა­ვე­ტა ოს­მი­ნი­ნა ბევ­რს წერს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზეც. შე­ვარ­ჩი­ეთ 4 "ინ­სტაგ­რამ­პოს­ტი", რო­მელ­შიც კახა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე ქმრის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა, და ამას­თა­ნა­ვე, მის გა­მომ­წე­რებს კი­თხვებ­საც უს­ვამს. ჩვენ ეს პოს­ტე­ბი და­ვა­სა­თა­უ­რეთ და ისე გთა­ვა­ზობთ:

  • "ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩემი ადა­მი­ა­ნი ვი­პო­ვე..."

”სიყ­ვა­რუ­ლი ისაა, რო­დე­საც გრძნობ, რომ ვინ­მეს ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა შენი ცხოვ­რე­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბას ნიშ­ნავს” - ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი.

ერთხე­ლაც მოხ­და ის, რა­საც ამ­დენ ხანს ვე­ლო­დი, ჩემი უმ­თავ­რე­სი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უამ­რავ­ჯერ ჩა­ვი­ფიქ­რე - ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩემი ადა­მი­ა­ნი ვი­პო­ვე...

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა 2007 წლის აგ­ვის­ტო­ში შედ­გა, ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს ბა­თუმ­ში. ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რებ­მა გაგ­ვაც­ნეს და ჩემ­ზე მა­შინ­ვე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მა­ღალ­მა ლა­მაზ­მა ქარ­თველ­მა, რო­მელ­საც ზურ­გზე ტატუ ჰქონ­და. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ამ კაცს ძლი­ერ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო და ამა­ყობს თა­ვი­სი ეროვ­ნე­ბით - ზურ­გზე მას ძველ ქარ­თულ ენა­ზე, სი­ტყვა "ქარ­თვე­ლი" ეწე­რა.

სა­უ­ბა­რი და­ვი­წყეთ და მან მო­მიყ­ვა თა­ვის მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი მე­გო­ბა­რი ჰყავს ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­სა და რუ­სეთ­ში. ერთი სა­ღა­მო, ორი­ო­დე ღი­მი­ლი, და ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. მომ­ხიბ­ლა მის­მა ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რულ­მა, გახ­სნი­ლო­ბამ, სი­კე­თემ და სუ­ლის სიღ­რმემ. ამ თვი­სე­ბე­ბით ახ­ლაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ...

ბა­თუმ­ში ორი კვი­რა ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ვი­და და რო­დე­საც ახალ­მა მე­გობ­რებ­მა აე­რო­პორ­ტში გა­მა­ცი­ლეს, მუქი სათ­ვა­ლის ქვეშ ცრემ­ლე­ბი გა­მე­ყი­ნა და თავ­ში ფიქ­რმა გა­მი­ელ­ვა "ბი­ლე­თი უნდა გა­და­მეც­ვა­ლა“. სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რე­ნი­სას მთე­ლი ემო­ცი­ე­ბი თან წა­ვი­ღე და რაც მთა­ვა­რია, აშ­კა­რა გან­ცდა იმი­სა, რომ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და სი­ტყვე­ბი ასე დრო­უ­ლად და გულ­წრფე­ლად გაჩ­ნდა. მშვე­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო - ამ­დე­ნი სით­ბო არას­დროს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში მი­მი­ღია და რაც მთა­ვა­რია, შე­მიყ­ვარ­და ის, ვინც ჩემ­გან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით დარ­ჩა.

ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ ჩემი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში ისევ შევ­ხვდი ჩემს გმირს - ეს ჟან­რის კლა­სი­კაა. მე მეჯ­ვა­რე, ის კი თა­მა­და იყო. მა­შინ­ვე გა­მახ­სენ­და მისი სა­ხე­ლი და ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ღი­მეთ. ერთი კვი­რის შემ­დეგ თქვა, რომ მე მისი ცოლი გავ­ხდე­ბო­დი - მახ­სოვს, მა­შინ ამის არ მჯე­რო­და".

  • "ჩვენ ჩვე­ნი თა­რი­ღე­ბი გვაქვს"

"მე და ჩემი ქმა­რი წმ. ვა­ლენ­ტი­ნის დღეს, 23 თე­ბერ­ვალს და 8 მარტს არ ვზე­ი­მობთ. ჩვენ ჩვე­ნი თა­რი­ღე­ბი გვაქვს: 16 თე­ბერ­ვალს ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში, რე­ესტრის ოფის­ში მო­ვა­წე­რეთ ხელი, 26 აპ­რილს მცხე­თა­ში, ჯვრის ტა­ძარ­ში დავ­ქორ­წინ­დით.

14 წე­ლია, ერ­თად ვართ, აქე­დან 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ არ ვჩხუ­ბობთ, ყვე­ლას უკ­ვირს, მაგ­რამ, უთან­ხმო­ე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გვაქვს - ად­ვი­ლად ვუთ­მობთ ერ­თმა­ნეთს და კომ­პრო­მისს ვპო­უ­ლობთ. ამა­ვე დროს, ქმა­რი ოჯა­ხის უფ­რო­სია, ბევრ სა­კი­თხში მას რჩე­ვას ვაძ­ლევ და ვუს­მენ.

ქმა­რი ცე­ცხლს ან­თებს, ცოლი კი მას მხარს უჭერს - ეს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზეა ნათ­ქვა­მი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მიმ­ღებ­ლო­ბაა. ერ­თმა­ნეთს არ ვა­კონ­ტრო­ლებთ, არ ვა­წუ­ხებთ და არა­ფერს ვა­ძა­ლებთ: ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბი­დან და სიყ­ვა­რუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. ჩვენ არ ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნე­თის გა­და­კე­თე­ბას, თუმ­ცა მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დროს შე­ვიც­ვა­ლე. მახ­სოვს, რო­დე­საც ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მეს­მო­და და ბევრ შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი. მაგ­რამ ჩემი მე­უღ­ლე მოთ­მი­ნე­ბით მიხ­სნი­და და მე­უბ­ნე­ბო­და: ”სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მი­ღე­ბუ­ლი არ არის”. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ვის­წავ­ლე და ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ახლა დიდი დო­ზით მაქვს.

ჩემი მე­უღ­ლე ბევ­რს მუ­შა­ობს, მას უფრო ხში­რად ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვხე­დავ, ვიდ­რე სახ­ლში. მაგ­რამ მე მი­სით არა­ნორ­მა­ლუ­რად ვა­მა­ყობ და ვიცი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის აკე­თებს. მეს­მის, რა სიმ­შვი­დეა მის­თვის, რო­დე­საც იცის, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად, სახ­ლში მე ვარ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იგი ამას აფა­სებს, ყო­ველ­თვის მხარს მი­ჭერს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩე­მით.

ვუ­ლო­ცავ მას ჩვენს დღეს, მად­ლობთ ჩემი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.

რამ­დე­ნი წე­ლია, გა­თხო­ვი­ლი ხართ? სა­კუ­თარ დღე­სას­წა­უ­ლებს აღ­ნიშ­ნავთ თუ 14-23-8-ს?"

  • "დღე­ი­დან ჩემი მე­უღ­ლე, კახა კუ­ჭა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეა"

"დღე­ი­დან ჩემი მე­უღ­ლე, კახა კუ­ჭა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეა. თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ის პა­ტი­ო­სა­ნი და ერ­თგუ­ლი, თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის პატ­რი­ო­ტია. არა­ნორ­მა­ლუ­რად ვა­მა­ყობ და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემი ქმრით და ახალ გზა­ზე მას წარ­მა­ტე­ბებს მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვებ.

ნება მო­მე­ცით, 2016 წლის 13 ივ­ლისს და­წე­რი­ლი პოს­ტის ცი­ტი­რე­ბა მო­ვიყ­ვა­ნო:

”ჩემ­თვის ის სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია მსოფ­ლი­ო­ში. პა­ტი­ო­სა­ნი, ერ­თგუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ყვე­ლა­ფერ­ში პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დროს წყვეტს ჩემს გაკ­ვირ­ვე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას, რად­გან არას­დროს ჩერ­დე­ბა და ყო­ველ­თვის წინ მი­ი­წევს.

ჩემი დაც­ვა და მხარ­და­ჭე­რა, ჩემი სიმ­დიდ­რე და სი­ა­მა­ყე, ჩემი ერ­თგუ­ლე­ბა და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მე­უღ­ლეა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა, ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის დღე: დღეს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტო­ბის ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბის სია გა­მო­ცხად­და, ამ სი­ა­ში შე­დის ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლეც, კახა კუ­ჭა­ვა. და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს სა­ხე­ლი, რად­გან ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ქვეყ­ნის­თვის ბევ­რს გა­ა­კე­თებს"

  • "ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ოდ­ნავ გა­და­ჭარ­ბე­ბი­თაც შეს­რულ­და"

"რო­დე­საც 12-13 წლის ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, რო­გორ ვოც­ნე­ბობ­დი ლა­მაზ ქმარ­ზე, ორ ბავ­შვზე (აუ­ცი­ლებ­ლად ბიჭი და გოგო უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ), დიდ სახ­ლსა და ძაღლზე. ნათ­ლად მახ­სოვს, რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამას.

სა­ო­ცა­რია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ოდ­ნავ გა­და­ჭარ­ბე­ბი­თაც შეს­რულ­და, იმის გამო, რომ შვი­ლი სამი მყავს, ახ­ლა­ხანს ძაღ­ლიც შეგ­ვე­მა­ტა, სახ­ლის პრო­ექ­ტი კი კეთ­დე­ბა.

ელე­ნა 9 წლი­საა, ნიკა მალე 7-ის გახ­დე­ბა, ანუშ­კა კი თით­ქმის 3-ისაა. ერ­თდრო­უ­ლად, დი­დე­ბი და პა­ტა­რე­ბი. ყვე­ლას ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს, არის ზრდის რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი.

ელე­ნე უკვე ზრდას­რუ­ლია, ჩემი ჭკვი­ა­ნი გოგო და მთა­ვა­რი დამ­ხმა­რეა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და მგრძნო­ბი­ა­რე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მო­წყვლა­დი;

ნიკა პე­დან­ტია, უყ­ვარს სი­ცი­ლი, აქ­ტი­უ­რი და ჯი­უ­ტია, აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბაა სა­ჭი­რო;

ანუშ­კას ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს, მან იცის, რა უნდა და ფეხ­ზე მყა­რად დგას. მისი სტა­ბი­ლუ­რო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ.

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მე არც ერთი მათ­გა­ნი არ მგავს - ყვე­ლა მა­მას. ასე­ვე გა­საკ­ვი­რია - მე და კა­ხას თაფ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბი გვაქვს, ჩვენს სა­მი­ვე შვილს კი - მომ­წვა­ნო ნაც­რის­ფე­რი.

მოგ­ვიყ­ვე­ბით თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ, რამ­დე­ნი წლის არი­ან? სა­ერ­თოდ, მო­დით, ბავ­შვებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ".

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
67

გამრავლდით და გაიხარეთ. ისე, აზროვნებით და ცხოვრების წესით, ეს მშვენიერი ქალბატონი მგონი უფრო ქართველია ვიდრე ბევრი ეთნიკური ქართველი. 

???
90

რუსული ფულები არ ეხმარება??? ბლოგერი რუსი ცოლი გასაგებია!!!

ავტორი:

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"კახა კუჭავა - დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - 4 ინსტაგრამ პოსტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს მეუღლემ მიუძღვნა

პარლამენტის ახალი თავჯდომარის, კახა კუჭავას რუსი მეუღლე საკმაოდ აქტიურია "ინსტაგრამზე". ის საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა და უკვე წლებია, ქვეყანაში აწყობს ტურებს. მის "ინსტაგრამზე" ქვეყნის შესახებ სხვადასხვა ამბავს ვხვდებით, თუმცა, ელიზავეტა ოსმინინა ბევრს წერს ოჯახურ ცხოვრებაზეც. შევარჩიეთ 4 "ინსტაგრამპოსტი", რომელშიც კახა კუჭავას მეუღლე ქმრის შესახებ ჰყვება, და ამასთანავე, მის გამომწერებს კითხვებსაც უსვამს. ჩვენ ეს პოსტები დავასათაურეთ და ისე გთავაზობთ:

  • "ბოლოს და ბოლოს, ჩემი ადამიანი ვიპოვე..."

”სიყვარული ისაა, როდესაც გრძნობ, რომ ვინმეს ხელიდან გაშვება შენი ცხოვრების ხელიდან გაშვებას ნიშნავს” - ფრედერიკ ბეგბედერი.

ერთხელაც მოხდა ის, რასაც ამდენ ხანს ველოდი, ჩემი უმთავრესი სურვილი, რომელიც უამრავჯერ ჩავიფიქრე - ბოლოს და ბოლოს, ჩემი ადამიანი ვიპოვე...

ჩვენი შეხვედრა 2007 წლის აგვისტოში შედგა, ჩემი პირველი ვიზიტის დროს ბათუმში. ერთმანეთი მეგობრებმა გაგვაცნეს და ჩემზე მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაღალმა ლამაზმა ქართველმა, რომელსაც ზურგზე ტატუ ჰქონდა. მაშინვე მივხვდი, რომ ამ კაცს ძლიერ უყვარს საკუთარი სამშობლო და ამაყობს თავისი ეროვნებით - ზურგზე მას ძველ ქართულ ენაზე, სიტყვა "ქართველი" ეწერა.

საუბარი დავიწყეთ და მან მომიყვა თავის მოგზაურობებზე მსოფლიოს გარშემო, იმაზე, თუ რამდენი მეგობარი ჰყავს ევროპაში, ამერიკასა და რუსეთში. ერთი საღამო, ორიოდე ღიმილი, და ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მომხიბლა მისმა ცხოვრების სიყვარულმა, გახსნილობამ, სიკეთემ და სულის სიღრმემ. ამ თვისებებით ახლაც აღფრთოვანებული ვარ...

ბათუმში ორი კვირა ძალიან სწრაფად გავიდა და როდესაც ახალმა მეგობრებმა აეროპორტში გამაცილეს, მუქი სათვალის ქვეშ ცრემლები გამეყინა და თავში ფიქრმა გამიელვა "ბილეთი უნდა გადამეცვალა“. საქართველოდან გაფრენისას მთელი ემოციები თან წავიღე და რაც მთავარია, აშკარა განცდა იმისა, რომ ჩვენი შეხვედრები და სიტყვები ასე დროულად და გულწრფელად გაჩნდა. მშვენიერი საქართველო - ამდენი სითბო არასდროს არცერთ ქვეყანაში მიმიღია და რაც მთავარია, შემიყვარდა ის, ვინც ჩემგან ათასობით კილომეტრის მოშორებით დარჩა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩემი მეგობრის ქორწილში ისევ შევხვდი ჩემს გმირს - ეს ჟანრის კლასიკაა. მე მეჯვარე, ის კი თამადა იყო. მაშინვე გამახსენდა მისი სახელი და ერთმანეთს გავუღიმეთ. ერთი კვირის შემდეგ თქვა, რომ მე მისი ცოლი გავხდებოდი - მახსოვს, მაშინ ამის არ მჯეროდა".

  • "ჩვენ ჩვენი თარიღები გვაქვს"

"მე და ჩემი ქმარი წმ. ვალენტინის დღეს, 23 თებერვალს და 8 მარტს არ ვზეიმობთ. ჩვენ ჩვენი თარიღები გვაქვს: 16 თებერვალს ქალაქ სიღნაღში, რეესტრის ოფისში მოვაწერეთ ხელი, 26 აპრილს მცხეთაში, ჯვრის ტაძარში დავქორწინდით.

14 წელია, ერთად ვართ, აქედან 13 წლის განმავლობაში დაოჯახებული. როდესაც ვამბობთ, რომ არ ვჩხუბობთ, ყველას უკვირს, მაგრამ, უთანხმოება ძალიან იშვიათად გვაქვს - ადვილად ვუთმობთ ერთმანეთს და კომპრომისს ვპოულობთ. ამავე დროს, ქმარი ოჯახის უფროსია, ბევრ საკითხში მას რჩევას ვაძლევ და ვუსმენ.

ქმარი ცეცხლს ანთებს, ცოლი კი მას მხარს უჭერს - ეს ჩვენს ცხოვრებაზეა ნათქვამი. ჩვენი ურთიერთობის საფუძველი სიყვარული და მიმღებლობაა. ერთმანეთს არ ვაკონტროლებთ, არ ვაწუხებთ და არაფერს ვაძალებთ: ყველაფერი ნებიდან და სიყვარულიდან გამომდინარეა. ჩვენ არ ვცდილობთ ერთმანეთის გადაკეთებას, თუმცა მე საქართველოში ცხოვრების დროს შევიცვალე. მახსოვს, როდესაც ახალი დაქორწინებულები ვიყავით, ქართული მენტალიტეტისა და ცხოვრების პრინციპების შესახებ არაფერი მესმოდა და ბევრ შეცდომას ვუშვებდი. მაგრამ ჩემი მეუღლე მოთმინებით მიხსნიდა და მეუბნებოდა: ”საქართველოში ეს მიღებული არ არის”. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვისწავლე და ქართული მენტალიტეტი ახლა დიდი დოზით მაქვს.

ჩემი მეუღლე ბევრს მუშაობს, მას უფრო ხშირად ტელევიზორში ვხედავ, ვიდრე სახლში. მაგრამ მე მისით არანორმალურად ვამაყობ და ვიცი, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს. მესმის, რა სიმშვიდეა მისთვის, როდესაც იცის, რომ ბავშვებთან ერთად, სახლში მე ვარ. ბედნიერი ვარ, რომ იგი ამას აფასებს, ყოველთვის მხარს მიჭერს და აღფრთოვანებულია ჩემით.

ვულოცავ მას ჩვენს დღეს, მადლობთ ჩემი ბედნიერი ცხოვრებისათვის.

რამდენი წელია, გათხოვილი ხართ? საკუთარ დღესასწაულებს აღნიშნავთ თუ 14-23-8-ს?"

  • "დღეიდან ჩემი მეუღლე, კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა"

"დღეიდან ჩემი მეუღლე, კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. თავისი საქმის პროფესიონალი, ის პატიოსანი და ერთგული, თავისი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტია. არანორმალურად ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით და ახალ გზაზე მას წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ.

ნება მომეცით, 2016 წლის 13 ივლისს დაწერილი პოსტის ციტირება მოვიყვანო:

”ჩემთვის ის საუკეთესო და ყველაზე საყვარელი ადამიანია მსოფლიოში. პატიოსანი, ერთგული, სამართლიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, ყველაფერში პერფექციონისტი, ადამიანი, რომელიც არასდროს წყვეტს ჩემს გაკვირვებასა და აღფრთოვანებას, რადგან არასდროს ჩერდება და ყოველთვის წინ მიიწევს.

ჩემი დაცვა და მხარდაჭერა, ჩემი სიმდიდრე და სიამაყე, ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა. ბედნიერი ვარ, რადგან დღეს განსაკუთრებული დღეა, ცხოვრების ახალი ეტაპის დღე: დღეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატობის ახალი კანდიდატების სია გამოცხადდა, ამ სიაში შედის ჩემი საყვარელი მეუღლეც, კახა კუჭავა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანი თავისი საყვარელი ქვეყნისთვის ბევრს გააკეთებს"

  • "ჩემი ოცნებები ოდნავ გადაჭარბებითაც შესრულდა"

"როდესაც 12-13 წლის ვიყავი, მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ლამაზ ქმარზე, ორ ბავშვზე (აუცილებლად ბიჭი და გოგო უნდა ყოფილიყვნენ), დიდ სახლსა და ძაღლზე. ნათლად მახსოვს, როგორ წარმოვიდგენდი ამას.

საოცარია იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ოცნებები ოდნავ გადაჭარბებითაც შესრულდა, იმის გამო, რომ შვილი სამი მყავს, ახლახანს ძაღლიც შეგვემატა, სახლის პროექტი კი კეთდება.

ელენა 9 წლისაა, ნიკა მალე 7-ის გახდება, ანუშკა კი თითქმის 3-ისაა. ერთდროულად, დიდები და პატარები. ყველას ძლიერი ხასიათი აქვს, არის ზრდის რთული პერიოდები.

ელენე უკვე ზრდასრულია, ჩემი ჭკვიანი გოგო და მთავარი დამხმარეა, შემოქმედებითი და მგრძნობიარე, ყურადღებიანი და მოწყვლადი;

ნიკა პედანტია, უყვარს სიცილი, აქტიური და ჯიუტია, აღზრდა-განათლებაა საჭირო;

ანუშკას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, მან იცის, რა უნდა და ფეხზე მყარად დგას. მისი სტაბილურობით აღფრთოვანებული ვარ.

მეჩვენება, რომ მე არც ერთი მათგანი არ მგავს - ყველა მამას. ასევე გასაკვირია - მე და კახას თაფლისფერი თვალები გვაქვს, ჩვენს სამივე შვილს კი - მომწვანო ნაცრისფერი.

მოგვიყვებით თქვენი ოჯახის შესახებ? რამდენი შვილი გყავთ, რამდენი წლის არიან? საერთოდ, მოდით, ბავშვებზე ვილაპარაკოთ".

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი