პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
"ზურაბიშვილმა რომ თქვა, -  ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა თა­მარ თო­რა­ძე და მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იგი 90-იანი წლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მსხვერ­პლია, რო­მელ­საც მთე­ლი ოჯა­ხი ერთ დღეს ამო­უ­ხო­ცეს. თა­მარ თო­რა­ძე სა­კუ­თა­რი ძმე­ბის იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბის და­ცხრილ­ვა­ში ბრალს გი­ორ­გი რუ­რუ­ას სდებს და ზედ­მი­წევ­ნით იხ­სე­ნებს, რო­გორ ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში და იცნო რუ­რუა, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტის ჯერი მის თვალ­წინ გა­და­ა­ტა­რა მის ძმებს.

"როცა პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და თქვა, რომ უნდა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა ჟო­რი­კა რუ­რუა, ვერ და­ვი­ჯე­რე. რა­ღაც შეც­დო­მა მე­გო­ნა. ახ­ლაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვეს გა­რეთ, რო­მელ­მაც ოჯა­ხი და­მი­ხო­ცა თვალ­წინ. კი­დევ რამ­დე­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, ვინ იცის... საქ­მე­ში დევს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს ამის შემ­დეგ. ვინც შე­ი­წყა­ლა, ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი იყო, რა­ტომ მო­ვი­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს?

- საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თა­ნად­გო­მა გა­მო­გი­ცხა­დათ FBI- მ. რა ხდე­ბა ახლა, სი­ახ­ლე­ე­ბი ხომ არ არის?

- FBI, უბ­რა­ლოდ,შუ­ა­მა­ვა­ლია. ის იცავს ჩემს ინ­ტე­რე­სებს, რათა გა­მო­ძი­ე­ბამ ისე ჩა­ი­ა­როს, რომ მე თმის ღერი არ ჩა­მომ­ვარ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კის­თვის მისი ერთი მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა­ფე­რია. შე­უძ­ლია მთელ ქვე­ყა­ნას ებ­რძო­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნის გამო. მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იძ­რას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ? რო­გორ აპი­რებთ ბრძო­ლას?

- ჯერ ვე­ლო­დე­ბი რას იზამს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. შემ­დეგ ვა­პი­რებ ამე­რი­კის სა­სა­მარ­თლო­ში ბრძო­ლას "ზა­რა­ლას­თან" (გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, "სილქ როუდ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - თ.ზ.) და ეს პრო­ცეს­შია. შემ­დეგ კი, არ დავ­მა­ლავ, რომ მინ­და პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­დე, მაგ­რამ ამის­თვის ფი­ნან­სე­ბი არ მაქვს. თუ მო­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, ჩემი პარ­ტი­ით მო­ვალ. მე ყო­ველ­თვის მარ­ტო ვარ ბრძო­ლა­ში, კარგ ადა­მი­ა­ნებს შე­მო­ვი­ერ­თებ. ქვე­ყა­ნას ახა­ლი სა­ხე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. ძვე­ლი წარ­სულს უნდა ჩა­ბარ­დეს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ მაგ ადა­მი­ა­ნებს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დო, რო­გორც 13 წლის ასაკ­ში ჩავ­ხე­დე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სხვა გან­წყო­ბით. მინ­და, ის შიში ახლა მათ თვა­ლებ­ში და­ვი­ნა­ხო, რაც მე და­მა­ნა­ხეს. მივ­მარ­თავ პრო­კუ­რა­ტუ­რას, გა­მო­ფხიზ­ლდნენ! მეს­მის, რომ "ზა­რა­ლას" ძმა­კა­ცე­ბი არი­ან იქ, მაგ­რამ უკვე ამო­ვი­და ყელ­ში ყვე­ლა­ფე­რი. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, საქ­მე გა­მო­ი­ძი­ონ. ასე­ვე, მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­უფრ­თხილ­დნენ თავს, ქა­ლაქ­ში მკვლე­ლი და­დის!

მკითხველის კომენტარები / 117 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
39

ყველაფერში გითანაგრძნობთ და გეთანხმებით. პოლიტიკას კი თავი დაანებეთ, მით უმეტეს, როდესაც რევანშისთვის და დასაშინებლად მოსვლის გეგმა გაქვთ.

ამ უთანასწორო ბრძოლაში კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ

კონსტანტინე თავართქილაძე
26

რასაც მოიგებს ნაცმო და სრულიად ოპოზიცია ნაძირალა ჟორიკა რურუას დაცვით მაგასაც ვნახავთ შემოდგომაზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ოცნებასაც პრინციპულობა უნდა გამოეჩინა რომ ასეთი ნაგვების გმირობა არ მოხდეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

"ზურაბიშვილმა რომ თქვა, -  ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი რურუას შეწყალების ფაქტს ეხმაურება თამარ თორაძე და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. იგი 90-იანი წლების გახმაურებული და ბურუსით მოცული ტრაგედიის გადარჩენილი მსხვერპლია, რომელსაც მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოუხოცეს. თამარ თორაძე საკუთარი ძმების იმედო და კახა თორაძეების დაცხრილვაში ბრალს გიორგი რურუას სდებს და ზედმიწევნით იხსენებს, როგორ ჩახედა თვალებში და იცნო რურუა, რომელმაც ავტომატის ჯერი მის თვალწინ გადაატარა მის ძმებს.

"როცა პირველად გამოვიდა ტელევიზიით სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ უნდა შეეწყალებინა ჟორიკა რურუა, ვერ დავიჯერე. რაღაც შეცდომა მეგონა. ახლაც გაოგნებული ვარ. წარმოუდგენელია! მკვლელი გამოუშვეს გარეთ, რომელმაც ოჯახი დამიხოცა თვალწინ. კიდევ რამდენი გააუბედურა, ვინ იცის... საქმეში დევს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი უნდა გადადგეს ამის შემდეგ. ვინც შეიწყალა, ყველა კრიმინალი იყო, რატომ მოვიდა, რომ დამნაშავეები გაეთავისუფლებინა, ვის დავალებას ასრულებს?

- საქმის გამოძიების პროცესში თანადგომა გამოგიცხადათ FBI- მ. რა ხდება ახლა, სიახლეები ხომ არ არის?

- FBI, უბრალოდ,შუამავალია. ის იცავს ჩემს ინტერესებს, რათა გამოძიებამ ისე ჩაიაროს, რომ მე თმის ღერი არ ჩამომვარდეს. მოგეხსენებათ, ამერიკისთვის მისი ერთი მოქალაქე ყველაფერია. შეუძლია მთელ ქვეყანას ებრძოლოს ერთი ადამიანის გამო. მთავარია, რომ საქართველოში დაიძრას საქმის გამოძიების პროცესი.

- რა გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ ბრძოლას?

- ჯერ ველოდები რას იზამს საქართველოს ხელისუფლება. შემდეგ ვაპირებ ამერიკის სასამართლოში ბრძოლას "ზარალასთან" (გიორგი რამიშვილი, "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი - თ.ზ.) და ეს პროცესშია. შემდეგ კი, არ დავმალავ, რომ მინდა პოლიტიკაში მოვიდე, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ მაქვს. თუ მოვალ პოლიტიკაში, ჩემი პარტიით მოვალ. მე ყოველთვის მარტო ვარ ბრძოლაში, კარგ ადამიანებს შემოვიერთებ. ქვეყანას ახალი სახეები სჭირდება. ძველი წარსულს უნდა ჩაბარდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგ ადამიანებს თვალებში ჩავხედო, როგორც 13 წლის ასაკში ჩავხედე, მაგრამ ამჯერად სხვა განწყობით. მინდა, ის შიში ახლა მათ თვალებში დავინახო, რაც მე დამანახეს. მივმართავ პროკურატურას, გამოფხიზლდნენ! მესმის, რომ "ზარალას" ძმაკაცები არიან იქ, მაგრამ უკვე ამოვიდა ყელში ყველაფერი. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, საქმე გამოიძიონ. ასევე, მივმართავ საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ თავს, ქალაქში მკვლელი დადის!

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა