საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს
ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­ულ პი­რო­ბას აყე­ნებს.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ის არ თვლის, რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ ჩვე­ნი პრობ­ლე­მაა.

"ტრან­სპორ­ტი და მა­ღა­ზი­ე­ბი, ვა­დას­ტუ­რებ, რომ არის პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, ჩვენ არ გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ჩვენ რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ გა­დავ­წი­ოთ 10:00 სა­ათ­ზე, მა­შინ 8:00 სა­ათ­ზე იქ­ნე­ბა იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა ტრან­სპორ­ტში და მა­ღა­ზი­ებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­სავ­ლე­ბი სხვა ჭრილ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ და არ უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ მხო­ლოდ კო­მენ­დან­ტი არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა. პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტი გვაქვს.

კო­ე­ფი­ცი­ენტს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ, ვი­ნა­ი­დან, აქ მხო­ლოდ ერთი ცვლა­დი არ მო­ნა­წი­ლე­ობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მცდა­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ მიყ­ვარს და არ გა­ვაჟ­ღე­რებ.

ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გა­ვაჟ­ღე­რო, არის პირ­ბა­დე - თუ ჩვენ შევ­ძლებთ და ერ­თობ­ლი­ვად პირ­ბა­დის ტა­რე­ბას ავიყ­ვანთ 95%-მდე, ეს ჩვენ მოგ­ვცემს გა­რან­ტი­ებს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში საბ­ჭომ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ძლოთ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოვხსნათ. ბა­ტო­ნო იაგო, (ხვი­ჩია) თუ თქვენ გახ­დე­ბით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში“, - მი­მარ­თა ტი­კა­რა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, იაგო ხვი­ჩი­ას.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgian
186

ქალბატონო ტიკარაძე თქვენი და ოცნების მზე მალე ჩაესვენება. უკანასკნელად აგირჩიათ ქართველმა ხალხმა მათ შორის მეც და უკვე ყელში ამოხვედით ახალი ძალა გამოჩდება იმედია. რომც არ გამოჩდეს ახალი ძალა მაინც არავინ მისცემს ოცნებას ხმას

ნინოს
42

გამოდი ელისო ბოლქვაძე გიცანით :დ საფრანგეთი საზიზღარი და გაჭირვებული ჩვენსავით არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს.

როგორც ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის არ თვლის, რომ „კომენდანტის საათი“ ჩვენი პრობლემაა.

"ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ კომენდანტი არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს.

კოეფიციენტს ვერ დავასახელებთ, ვინაიდან, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს და არ გავაჟღერებ.

ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო, არის პირბადე - თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას ავიყვანთ 95%-მდე, ეს ჩვენ მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მაქსიმალურად მოვხსნათ. ბატონო იაგო, (ხვიჩია) თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ჩვენ დაგეხმარებით თავისუფლების აღდგენაში“, - მიმართა ტიკარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას.

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

ხელჩართული ჩხუბი დმანისში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში