პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"
ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"

20 ივ­ნი­სის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის “ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი“, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­ვი­და, ცნო­ბი­ლია.

ამ­ნის­ტი­ის თა­ო­ბა­ზე ოპო­ზი­ცი­ის მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს უც­ვლე­ლი სა­ხით გთა­ვა­ზობთ"

"ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ"

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის კარლ ჰარ­ცე­ლი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის კელი დეგ­ნა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მე­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ცალ­კე­ულ წევ­რებს შო­რის მიღ­წე­უ­ლი და 2021 წლის 19 აპ­რილს ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბის, სა­თა­უ­რით „სა­მო­მავ­ლო გზა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, შე­სა­ბა­მი­სად, ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთჯე­რა­დი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით (სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ამ კა­ნო­ნის პირ­ველ მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის/და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნი­სათ­ვის ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი და მათ ეხ­სნე­ბათ ნა­სა­მარ­თლო­ბა, თუ მათი ბრალ­დე­ბა, მსჯავ­რდე­ბა და ნა­სა­მარ­თლო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 2019 წლის 19-21 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ან აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და მისი აღ­კვე­თის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან. ასე­ვე, ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი 2019 წლის 19-21 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ან აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და მისი აღ­კვე­თის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ე­დოთ, თუ ასე­თი სახ­დე­ლი ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

მუხ­ლი 1

1.სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ან/და მე-2 ნა­წი­ლით ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი და მო­ეხ­სნას მას ნა­სა­მარ­თლო­ბა.

2.სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის ბ) ქვე­პუნ­ქტით ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი, გარ­და იმ პი­რი­სა რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს, და მო­ეხ­სნას მას ნა­სა­მარ­თლო­ბა.

3.გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან პირი, რო­მელ­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ე­კის­რა სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე, 173-ე და 1741 მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუ ასე­თი სახ­დე­ლი ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

მუხ­ლი 2

ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა ვრცელ­დე­ბა ამა­ვე კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პირ­ზე, თუ მისი ბრალ­დე­ბა/მსჯავ­რდე­ბა ან მას­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­კის­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 2019 წლის 19-21 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ან აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და მისი აღ­კვე­თის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან.

მუხ­ლი 3

ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა ამ კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით ბრალ­დე­ბულ/მსჯავ­რდე­ბულ პირ­ზე ვრცელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის (ფი­ზი­კუ­რი პი­რის) ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად და­მოწ­მე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მუხ­ლი 4

1.ბრალ­დე­ბუ­ლის, მათ შო­რის, ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის, მი­მართ ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 72 სა­ა­თის ვა­და­ში, გა­მო­ძი­ე­ბის სტა­დი­ა­ზე იღებს შე­სა­ბა­მი­სი პრო­კუ­რო­რი, ხოლო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზე, იმა­ვე ვა­და­ში, პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, − შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო.

2.მსჯავ­რდე­ბუ­ლის, მათ შო­რის, ძებ­ნი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის, მი­მართ ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზე, ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 72 სა­ა­თის ვა­და­ში, პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით იღებს შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო, ხოლო თუ საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, 7 დღის ვა­და­ში, მსჯავ­რდე­ბუ­ლის ან მისი ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, − თავ­და­პირ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მომ­ტა­ნი რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლო.

3.ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, პრო­ბა­ცი­ის რე­ჟიმ­ში მყო­ფი ან არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლით მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რის პი­რად საქ­მეს, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის, არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­თა აღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 72 სა­ა­თის ვა­და­ში, უგ­ზავ­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მომ­ტან რა­ი­ო­ნულ (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლოს. სა­სა­მარ­თლო, საქ­მის მი­ღე­ბი­დან 72 სა­ა­თის ვა­და­ში, იღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

4.ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ასე­თი პი­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნი­დან 72 სა­ა­თის ვა­და­ში, იღებს სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­მაც და­ა­კის­რა პირს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეგ­ზავ­ნე­ბა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს, რო­მე­ლიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წყვეტს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბას.

5.სა­სა­მარ­თლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლოს ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე.

მუხ­ლი 5

2019 წლის 19-21 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ან აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და მისი აღ­კვე­თის დროს სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი მუხ­ლის პირ­ვე­ლი ან მე-2 პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ბრალ­დე­ბულ/მსჯავ­რდე­ბულ პირს უფ­ლე­ბა აქვს, პი­რა­დად ან მისი ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მის მი­მართ ამ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს ერთჯე­რა­დად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მის­თვის ჩა­ბა­რე­ბი­დან 7 დღის ვა­და­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­კა­სა­ციო პა­ლა­ტა­ში. სა­სა­მარ­თლო სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს მისი და­საშ­ვე­ბო­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის გა­რე­შე, სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნი­დან 7 დღის ვა­და­ში. სა­ჩივ­რის ავ­ტო­რის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლო სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს ზე­პი­რი მოს­მე­ნით.

მუხ­ლი 6

ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბა დას­რულ­დეს ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში.

მუხ­ლი 7

ეს კა­ნო­ნი ამოქ­მედ­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
8

ჭრით და კერავთ, მაგრამ არ გაგივათ.

!
10

ეს ამინისტია კი არა გასამართლებაა და თავისი ამინისტიით თვითონვე გასამართლდებიან მალე.

ავტორი:

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"

20 ივნისის სისხლის სამართლის საქმეებზე საპარლამენტო ოპოზიციის “ამნისტიის პროექტი“, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, ცნობილია.

ამნისტიის თაობაზე ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტს უცვლელი სახით გთავაზობთ"

"ამნისტიის შესახებ"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ჩართულობით განხორციელებული მედიაციის შედეგად საქართველოს პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებს შორის მიღწეული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების, სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, შესაბამისად, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული და ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირები და მათ ეხსნებათ ნასამართლობა, თუ მათი ბრალდება, მსჯავრდება და ნასამართლობა დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან. ასევე, ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დაედოთ, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა.

მუხლი 1

1.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი და მოეხსნას მას ნასამართლობა.

2.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ) ქვეპუნქტით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს, და მოეხსნას მას ნასამართლობა.

3.გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე და 1741 მუხლების შესაბამისად, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა.

მუხლი 2

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირზე, თუ მისი ბრალდება/მსჯავრდება ან მასზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან.

მუხლი 3

ამ კანონის მოქმედება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირზე ვრცელდება შესაბამისი დაზარალებულის (ფიზიკური პირის) ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 4

1.ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იმავე ვადაში, პროკურორის შუამდგომლობით, − შესაბამისი სასამართლო.

2.მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, პროკურორის შუამდგომლობით იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, 7 დღის ვადაში, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით, − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, უგზავნის თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო, საქმის მიღებიდან 72 საათის ვადაში, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას, ასეთი პირის განცხადების საფუძველზე, განცხადების შეტანიდან 72 საათის ვადაში, იღებს სასამართლო, რომელმაც დააკისრა პირს ადმინისტრაციული სახდელი. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაუყოვნებლივ წყვეტს ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიმართ სააღსრულებო წარმოებას.

5.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 5

2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით.

მუხლი 6

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

"სიამაყით გიწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს