სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი გაფრენა მართლა გავაფრინე... მე და ჩემს შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც დაგვჭირდა" - ცნობილი ექსპერტი ციხეში გატარებულ უმძიმეს პერიოდსა და ყოფილ ხელისუფლებაზე
"ერთი გაფრენა მართლა გავაფრინე... მე და ჩემს შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც დაგვჭირდა" - ცნობილი ექსპერტი ციხეში გატარებულ უმძიმეს პერიოდსა და ყოფილ ხელისუფლებაზე

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის ხელ­ში არა­ერ­თმა ხმა­უ­რი­ან­მა საქ­მემ გა­ი­ა­რა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის და­დე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი ხში­რად ცვლი­და საქ­მის ვი­თა­რე­ბას. ამ­ბობს, რომ ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცია დახ­ვდა ამ სფე­რო­ში, როცა ის ლე­ნინ­გრა­დი­დან (დღე­ვან­დე­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან) სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამის შემ­დეგ ბევ­რი იბ­რძო­ლა ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­საქ­მნე­ლად.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, პან­დე­მია ექ­სპერ­ტი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში ხელს ხომ არ გიშ­ლით?

- ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ ექ­სპერ­ტი­ზებ­ზე, ძი­რი­თა­დად - დის­ტან­ცი­უ­რად, ვი­ღებ დო­კუ­მენ­ტებს ად­ვო­კა­ტე­ბის­გან და ამ დო­კუ­მენ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გვა­მის ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მი­მი­ღია, თავი შე­ვი­კა­ვე. თან, სამ­წუ­ხა­როდ, მამა გარდ ამეც­ვა­ლა კო­ვი­დით. დე­დაც საკ­მა­ოდ მძი­მედ იყო, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩა... და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გვა­მის ექ­სპერ­ტი­ზა მა­ინც სა­ში­შია და თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, არ მი­მე­ღო ამ ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცო­ცხალ პირ­თა ექ­სპერ­ტი­ზას ჩვე­უ­ლებ­რივ ვა­ტა­რებ.

- გვამ­ზე მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი არ არის?

- მე ჩემი ფი­ლო­სო­ფია მაქვს სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზე. ეგ­ზის­ცენ­ტრი­ა­ლუ­რი თე­მე­ბი ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. რო­დე­საც ქი­რურ­გი­ა­ში ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს ნა­ხუ­ლობ, ამას უკვე ეჩ­ვე­ვი და აღარ იღებ იმ გარ­დაც­ვლილს მიც­ვა­ლე­ბუ­ლად. ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი, გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ისაა, რომ ცო­ცხალს შე­უძ­ლია თქვას, რა აწუ­ხებს. სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბის რწმე­ნამ­დე მი­ვე­დი ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით. სული არ­სე­ბობს და ამა­ში ეჭვი აღარ მე­პა­რე­ბა. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მინ­დო­და ქი­რურ­გო­ბა, მაგ­რამ მა­შინ ჩა­წყო­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბას ვერ და­ი­წყებ­დი. ეს რომ ვერ მო­ხერ­ხდა, ამი­ტომ წა­ვე­დი ლე­ნინ­გრად­ში სა­მუ­შა­ოდ. თა­ვი­დან სას­წრა­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი, იქ ჩა­ვი­ხე­დე სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ში და ამ პრო­ფე­სი­ას გავ­ყე­ვი. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე და იქ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა პა­თა­ნა­ტო­მი­ის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

აქ არის ნა­ძა­ლა­დე­ვი სიკ­ვდი­ლი და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ხოლო პა­თა­ნა­ტო­მე­ბი და­ა­ვა­დე­ბებს სწავ­ლო­ბენ. უფრო სხვა სპე­ცი­ფი­კაა, მაგ­რამ მა­შინ მე მო­მი­წია პა­თა­ნა­ტო­მი­ის სწავ­ლაც... სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა დავ­ბრუნ­დი და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი, მა­შინ გა­მიჩ­ნდა იდეა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ექ­სპერ­ტი­ზა, მარ­თა­ლი გი­თხრათ გან­სხვა­ვე­ბა რომ ვნა­ხე მა­შინ­დელ ქარ­თულ ექ­სპერ­ტი­ზა­სა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ლე­ნინ­გრა­დის ექ­სპერ­ტი­ზას შო­რის, გა­ვოც­დი. მათი მუ­შა­ო­ბის სტილ­მაც გა­მაკ­ვირ­მა. სულ ვამ­ბობ­დი, ამის­თვის ვის­წავ­ლე-მეთ­ქი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის დაბ­რუნ­დით?

- ყო­ფილ ლე­ნინ­გრად­ში ჩემი ბინა მქონ­და, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც და სამ­სა­ხუ­რიც. მე და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. მა­შინ პირ­ველ მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი შვი­ლი იქ და­დი­ო­და სკო­ლა­ში. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო აქაც და იქაც. იქ მი­დი­ო­და, ასე­ვე, ებ­რა­ე­ლე­ბის და კავ­კა­სი­ე­ლე­ბის დარ­ბე­ვე­ბი. შიში იყო თავ­დას­ხმე­ბის. ქარ­თვე­ლე­ბი სულ ვცდი­ლობ­დით გა­რი­დე­ბას, რომ არ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით მათი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტე­ბი. მარ­თლა დიდი არე­უ­ლო­ბა იყო, ამი­ტომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უფრო ადრე გად­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს მშობ­ლებ­თან. თან იქ რთუ­ლი კლი­მა­ტია. სულ წვი­მე­ბი. მე ბრონ­ქი­ტის­გან ჩი­ნუ­რი ნემ­სე­ბით კი გან­ვი­კურ­ნე, მაგ­რამ ბავ­შვს ხომ ვერ გა­ვუ­კე­თებ­დი. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც ჩემი შვი­ლი გა­მო­ვუშ­ვი, კლი­მა­ტიც იყო. ჩემი გო­გო­ნა რუ­სულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და, მაგ­რამ მა­მა­ჩემს უთხრეს, პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბა, თუ ქარ­თულ სკო­ლა­ში არ შე­იყ­ვა­ნო და მა­მამ გა­და­იყ­ვა­ნა ქარ­თულ­ში. მე­ხუ­თე კლას­ში იყო ბავ­შვი, ცოტა გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ დავძლი­ეთ ეს პრობ­ლე­მაც.

მერე და­ი­წყო ასე­თი კამ­პა­ნია, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ა­ნო. რაც მთა­ვა­რია, გაჩ­ნდა იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ კავ­ში­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რი­საც გა­წყვე­ტი­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი... მა­შინ აქ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს შე­ნო­ბა ავ­ლა­ბარ­ში იყო, ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. სა­ო­ცარ პი­რო­ბებ­ში ვი­ყა­ვით, ასე­თი რა­მის წარ­მოდ­გე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მაც სულ სხვა, ჩემ­თვის ბევ­რი რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო იყო... მა­შინ და­მე­ბა­და იდეა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის. რამ­დე­ნი­მე წელი ამის­თვის ვიბ­რძო­დი. გია მე­ფა­რიშ­ვილ­მა და­წე­რა მა­შინ ახა­ლი კო­დექ­სი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა შე­იქ­მნა. იდე­აც ჩე­მია, ნა­ო­მა­რიც ჩე­მია და მი­ხა­რია, რომ ეს მა­შინ შევ­ძე­ლით.

- ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ამ დროს უკვე იყო შექ­მნი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფორ­მით ვმუ­შა­ობ­დი. გრან­ტებს ვი­ღებ­დი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის რე­გი­ო­ნებ­ში ვა­კე­თებ­დი ექ­სპერ­ტი­ზას უფა­სოდ. გა­დახ­და უჭირ­და ხალ­ხს და უფა­სოდ დავ­დი­ო­დი. ახ­ლაც მე­ცი­ნე­ბა, რო­მელ რა­ი­ონ­ში სად რა მო­სახ­ვე­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ზე­პი­რად ვიცი. შე­იძ­ლე­ბო­და, დი­ლით ბა­თუმ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და სა­ღა­მოს - კა­ხეთ­ში....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
₾ო₾
24

ნუ სააკაშვილი რაც იყო და დაინახე კარგი. ყველამ დავინახეთ. ახლა რას ხედავ ქალბატონო მაია? თუ ახლა ვერაფერს? 

კვირის პალიტრას ძალიან სუბიექტურობა დასჩემდა ამ ბოლო დროს. რაც პრესისათვის ცუდია. 

guliko
4

usimpatiuresi da sayvareli qalbatoni

ავტორი:

"ერთი გაფრენა მართლა გავაფრინე... მე და ჩემს შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც დაგვჭირდა" - ცნობილი ექსპერტი ციხეში გატარებულ უმძიმეს პერიოდსა და ყოფილ ხელისუფლებაზე

"ერთი გაფრენა მართლა გავაფრინე... მე და ჩემს შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც დაგვჭირდა" - ცნობილი ექსპერტი ციხეში გატარებულ უმძიმეს პერიოდსა და ყოფილ ხელისუფლებაზე

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ხელში არაერთმა ხმაურიანმა საქმემ გაიარა. დამოუკიდებელი ექსპერტის დადებული დასკვნები ხშირად ცვლიდა საქმის ვითარებას. ამბობს, რომ ურთულესი სიტუაცია დახვდა ამ სფეროში, როცა ის ლენინგრადიდან (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგიდან) სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ ბევრი იბრძოლა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შესაქმნელად.

- ქალბატონო მაია, პანდემია ექსპერტიზების ჩატარებაში ხელს ხომ არ გიშლით?

- ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობ ექსპერტიზებზე, ძირითადად - დისტანციურად, ვიღებ დოკუმენტებს ადვოკატებისგან და ამ დოკუმენტებზე ვმუშაობ. პანდემიის პერიოდში გვამის ექსპერტიზაში მონაწილეობა რისკებიდან გამომდინარე არ მიმიღია, თავი შევიკავე. თან, სამწუხაროდ, მამა გარდ ამეცვალა კოვიდით. დედაც საკმაოდ მძიმედ იყო, კარგი სპეციალისტების წყალობით გადარჩა... დახურულ სივრცეში გვამის ექსპერტიზა მაინც საშიშია და თავს უფლება მივეცი, არ მიმეღო ამ ვითარებაში მონაწილეობა. ცოცხალ პირთა ექსპერტიზას ჩვეულებრივ ვატარებ.

- გვამზე მუშაობა რთული არ არის?

- მე ჩემი ფილოსოფია მაქვს სიკვდილ-სიცოცხლეზე. ეგზისცენტრიალური თემები ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც ქირურგიაში ადამიანის შინაგან ორგანოებს ნახულობ, ამას უკვე ეჩვევი და აღარ იღებ იმ გარდაცვლილს მიცვალებულად. ის არის ჩვეულებრივი პაციენტი, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცოცხალს შეუძლია თქვას, რა აწუხებს. სულის უკვდავების რწმენამდე მივედი ჩემი სპეციალობით. სული არსებობს და ამაში ეჭვი აღარ მეპარება. ზოგადად, ძალიან მინდოდა ქირურგობა, მაგრამ მაშინ ჩაწყობის გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებდი. ეს რომ ვერ მოხერხდა, ამიტომ წავედი ლენინგრადში სამუშაოდ. თავიდან სასწრაფოში ვმუშაობდი, იქ ჩავიხედე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში და ამ პროფესიას გავყევი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და იქ პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. ჩემი სპეციალობა პათანატომიისგან განსხვავდება.

აქ არის ნაძალადევი სიკვდილი და სხეულის დაზიანებები. ხოლო პათანატომები დაავადებებს სწავლობენ. უფრო სხვა სპეციფიკაა, მაგრამ მაშინ მე მომიწია პათანატომიის სწავლაც... საქართველოში როცა დავბრუნდი და ექსპერტიზის ბიუროში ვმუშაობდი, მაშინ გამიჩნდა იდეა, დამოუკიდებელი ყოფილიყო ექსპერტიზა, მართალი გითხრათ განსხვავება რომ ვნახე მაშინდელ ქართულ ექსპერტიზასა და იმჟამინდელი ლენინგრადის ექსპერტიზას შორის, გავოცდი. მათი მუშაობის სტილმაც გამაკვირმა. სულ ვამბობდი, ამისთვის ვისწავლე-მეთქი?

- საქართველოში როდის დაბრუნდით?

- ყოფილ ლენინგრადში ჩემი ბინა მქონდა, მოქალაქეობაც და სამსახურიც. მე და ჩემი ქალიშვილი ერთად ვცხოვრობდით. მაშინ პირველ მეუღლეს გაშორებული ვიყავი. ჩემი შვილი იქ დადიოდა სკოლაში. ზვიად გამსახურდიას დროს ძალიან რთული პროცესები დაიწყო აქაც და იქაც. იქ მიდიოდა, ასევე, ებრაელების და კავკასიელების დარბევები. შიში იყო თავდასხმების. ქართველები სულ ვცდილობდით გარიდებას, რომ არ აღმოვჩენილიყავით მათი თავდასხმის ობიექტები. მართლა დიდი არეულობა იყო, ამიტომ ჩემი ქალიშვილი უფრო ადრე გადმოვიდა საქართველოში, ჩემს მშობლებთან. თან იქ რთული კლიმატია. სულ წვიმები. მე ბრონქიტისგან ჩინური ნემსებით კი განვიკურნე, მაგრამ ბავშვს ხომ ვერ გავუკეთებდი. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩემი შვილი გამოვუშვი, კლიმატიც იყო. ჩემი გოგონა რუსულ სკოლაში დადიოდა, მაგრამ მამაჩემს უთხრეს, პრობლემები შეგექმნება, თუ ქართულ სკოლაში არ შეიყვანო და მამამ გადაიყვანა ქართულში. მეხუთე კლასში იყო ბავშვი, ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დავძლიეთ ეს პრობლემაც.

მერე დაიწყო ასეთი კამპანია, რომელი ქართველებიც რუსეთში ცხოვრობენ, მოღალატეები არიანო. რაც მთავარია, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ კავშირი სახელმწიფოებს შორისაც გაწყვეტილიყო და საქართველოში დავბრუნდი... მაშინ აქ ექსპერტიზის ბიუროს შენობა ავლაბარში იყო, ნახევრად დანგრეულ შენობაში დავიწყე მუშაობა. საოცარ პირობებში ვიყავით, ასეთი რამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. საქმისადმი მიდგომაც სულ სხვა, ჩემთვის ბევრი რამ აბსოლუტურად უცხო იყო... მაშინ დამებადა იდეა დამოუკიდებელი ექსპერტიზის. რამდენიმე წელი ამისთვის ვიბრძოდი. გია მეფარიშვილმა დაწერა მაშინ ახალი კოდექსი და საკანონმდებლო დონეზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა შეიქმნა. იდეაც ჩემია, ნაომარიც ჩემია და მიხარია, რომ ეს მაშინ შევძელით.

- ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად როგორ აღმოჩნდით?

- ამ დროს უკვე იყო შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა და არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით ვმუშაობდი. გრანტებს ვიღებდი და სოციალურად დაუცველებისთვის რეგიონებში ვაკეთებდი ექსპერტიზას უფასოდ. გადახდა უჭირდა ხალხს და უფასოდ დავდიოდი. ახლაც მეცინება, რომელ რაიონში სად რა მოსახვევია, ყველაფერი ზეპირად ვიცი. შეიძლებოდა, დილით ბათუმში ვყოფილიყავი და საღამოს - კახეთში....წაიკითხეთ სრულად

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა