მეუფე ნიკოლოზმა "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "ყვითელი დილა", ჯიპებისა და სამღვდელოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავად არა "ჯიპი", არამედ "ტოიოტა" ჰყავს:
"თვითონ საკითხის ფორმულირება ასე ვთქვათ, ჯიპები - თავისთავად ძალიან დიდ ნეგატივს იწვევს. ჯიპები კი არა, ორხიდიან მანქანებზეა ალბათ ლაპარაკი, ხო? იმიტომ, რომ ჯიპი ხომ ფირმაა?!
მე ჯიპი არ მყავს, "ტოიოტა" მყავს. რაც შეეხება იმას, უნდა მყავდეს თუ არა მე ორხიდიანი მანქანა, ერთხელ მაინც თუ მესტუმრება ადამიანი, სად ვცხოვრობ, ყველა კითხვა გაუქრება, იმიტომ, რომ ერთხიდიანი მანქანა წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემთან ვერ დადის“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
თქვენ ძალიან კარგად იცით თუ რომელი ჯიპები იგულისხმება.არ არის საჭირო ეს საუბარი...უხერხულია და შესანიშნავად იცით რომელი ჯიპებს გულისხმობენ
უაღრესად კარგი და კეთილი მეუფეა. ბევრ ადამიანს ეხმარება + ძალიან განათლებულია. კიდევ ერთი, ფულის მოყვარულ მეუფეებს კი არ ჩუქნიან, აქეთ ყიდულობენ და ჩუქნიან სხვებს. მეუფე ნიკოლოზი უბრალო და სიმართლის მთქმელი ადამიანია