პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?
თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?

თურ­ქულ­მა გა­მო­ცე­მამ "ჰა­ბერ-7-მა" («Haber-7») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რო­გორ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ ამე­რი­კას ისე, რომ მის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იყოს?“, რო­მელ­შიც პო­ლი­ტო­ლო­გი ტაჰა დაღ­ლი, პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის მიერ სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბის ფონ­ზე, თურ­ქეთ-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ვა­რა­უ­დო პერ­სპექ­ტი­ვა­ზე სა­უბ­რობს.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

მა­შინ როცა ჯო ბა­ი­დე­ნი თურ­ქე­თის დას­ჯას ცდი­ლობს გე­ნო­ცი­დის ბრალ­დე­ბით, გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ამე­რი­კას ჩვენც კარ­გად "ვკბენ­დით“ 2016 წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დღეს უფრო მეტი სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს იგი­ვე გა­ვაგ­რძე­ლოთ და თან მეტი შე­მარ­თე­ბით ვი­მოქ­მე­დოთ, უფრო ეფექ­ტი­ა­ნად ვუ­პა­სუ­ხოთ ამე­რი­კას, თუმ­ცა წი­ნას­წარ მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გავ­თვა­ლოთ.

  • ინ­ჯირ­ლი­ყის სამ­ხედ­რო ბა­ზის და­ხურ­ვა

დიახ, თურ­ქეთს ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ამა­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ 1975 წელს, როცა კვიპ­რო­სის გამო გერ­მა­ნე­ლებ­მა ემ­ბარ­გო გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, ინ­ჯირ­ლი­ყი­დან გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­ა­ძე­ვა, მაგ­რამ შემ­დეგ ისი­ნი იორ­და­ნი­ა­ში და­ფუძნ­დნენ, სა­დაც დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბი­ან. სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ, ჩვენ ინ­ჯირ­ლი­ყი გერ­მა­ნი­ი­სათ­ვის დავ­ხუ­რეთ, მაგ­რამ ისი­ნი იორ­და­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ..

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს აშშ-ს შემ­თხვე­ვა­შიც. ინ­ჯირ­ლი­ყის სამ­ხრე­თით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში აშშ-ის 20-მდე ბაზა არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­როთ, რამ­დე­ნად შე­უც­ვლე­ლია ამე­რი­კის­თვის ინ­ჯირ­ლი­ყი. დღის წეს­რიგ­ში უნდა შე­ვი­ტა­ნოთ სა­კი­თხი ბა­ზა­ზე ამე­რი­კუ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბის თა­ო­ბა­ზე (ატო­მუ­რი ია­რა­ღის და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე ერ­თე­უ­ლი). ამი­ტო­მაც თურ­ქე­თი­სათ­ვის უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა იმ­დე­ნად ამე­რი­კე­ლე­ბის გა­ძე­ვე­ბა ინ­ჯირ­ლი­ყი­დან, არა­მედ მათი ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის გა­ტა­ნა ბა­ზი­დან.

  • ქი­უ­რე­ჯი­ყის რა­და­რის დე­მონ­ტა­ჟი

მა­ლა­თი­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქი­უ­რე­ჯიყ­ში აშშ-ის რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ბაზა მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ნა­ტოს ლი­სა­ბო­ნის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­არ­სდა 2010 წელს. ალ­ბათ, ბევ­რს ახ­სოვს, რომ ამის გამო მე­ზო­ბელ­მა ირან­მა მკვეთ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა. სტრა­ტე­გი­უ­ლად ქი­უ­რე­ჯი­ყის რა­და­რი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბად ით­ვლე­ბა იმის­თვის, რომ და­სავ­ლე­თი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან შე­ტე­ვი­სა­გან იყოს და­ცუ­ლი, ამი­ტო­მაც მისი ფასი მა­ღა­ლია. შე­უძ­ლია თუ არა თურ­ქეთს ამ ბა­ზის და­ხურ­ვა? დიახ, შე­უძ­ლია. მაგ­რამ ეს უფრო ნა­ტოს პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ამე­რი­კი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა რის­კი, რომ ნა­ტოს წევ­რე­ბი ჩვენს შე­ვიწ­რო­ვე­ბას და­ი­წყე­ბენ. თურ­ქეთ­მა რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, ყო­ველ­თვის მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა იქო­ნი­ოს ის, რომ ნა­ტოს არ უნდა და­შორ­დეს. არა იმ­დე­ნად იმი­ტომ, რომ ნატო ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოა, არა­მედ უფრო იმი­ტომ, რომ თურ­ქე­თი თუ ნა­ტო­დან გავა, მის ად­გილს ალი­ან­სში ბერ­ძნუ­ლი კვიპ­რო­სი და­ი­კა­ვებს.

  • აშშ-ის ელ­ჩის გა­ძე­ვე­ბა ქვეყ­ნი­დან

თურ­ქეთს შე­უძ­ლია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამე­რი­კის ელჩი გა­ა­ძე­ვოს, მაგ­რამ რას მი­ი­ღებს ამით? თუ ჩვენ იმათ ელჩს გა­ვაგ­დებთ, ისი­ნი ჩვენს ელჩს გა­მო­აგ­დე­ბენ. ჩვენ მი­ვალთ თურ­ქეთ-ის­რა­ე­ლის კრი­ზი­სის მსგავს კრი­ზი­სა­დე, რო­მე­ლიც 2010 წლი­დან გრძელ­დე­ბა.

თურ­ქეთ­მა ამე­რი­კას ისე უნდა უპა­სუ­ხოს, რომ ვა­შინგტო­ნი ჩვენ ანაზ­დე­უ­ლად რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვაგ­დოთ, მაგ­რამ ისე, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ბო­ლომ­დე არ გავ­წყვი­ტოთ. ელ­ჩის გა­ძე­ვე­ბამ და ნა­ტოს მეშ­ვე­ო­ბით "კბე­ნებ­მა“ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იზო­ლა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­საძ­ლოა, ამე­რი­კა­საც ეს უნდა, ამი­ტომ კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდეთ.

ჩვენ შე­იძ­ლე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად ვი­მოქ­მე­დოთ ლი­ბი­ა­ში და აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რეთ­ში, კავ­კა­სი­ა­ში, რაც აშშ-სათ­ვის საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა და შეშ­ფოთ­დე­ბა. თუ ჯო ბა­ი­დე­ნი დღეს სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბით ცდი­ლობს ჩვენს დას­ჯას, ესე იგი, ჩვენ­მა ნა­ბი­ჯებ­მა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამე­რი­კა საკ­მა­ოდ უკ­მა­ყო­ფი­ლო და­ტო­ვა.

  • კვიპ­რო­სი: თურ­ქუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღი­ა­რე­ბა და სამ­ხედ­რო ბა­ზის შექ­მნა

ალ­ბათ, ჩვე­ნი პა­სუ­ხე­ბი­დან ამე­რი­კის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი კვიპ­რო­სის მი­მართ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იქ­ნე­ბა. ეს სა­ბერ­ძნეთ­ზე და კვიპ­რო­სელ ბერ­ძნებ­ზეც იმოქ­მე­დებს. კვიპ­რო­სი ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ია­რა­ღის როლს ას­რუ­ლებს. თურ­ქე­თის წი­თე­ლი ხაზი კვიპ­როს­ზე მდგო­მა­რე­ობს ორი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბა­ში, აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი კი თავს გვახ­ვე­ვენ კუნ­ძუ­ლის ფე­დე­რა­ცი­ის პრინ­ცი­პით მო­წყო­ბას. თურ­ქეთ­მა, გე­ნო­ცი­დის ბრალ­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, "ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის თურ­ქუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბი­სა­კენ უფრო მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას. დიდი ბრი­ტა­ნე­თი ამ მხრივ გარ­კვე­ულ სიგ­ნა­ლებს იძ­ლე­ვა, მაგ­რამ კვიპ­რო­სის სა­კი­თხში ლონ­დო­ნის იმე­დი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უნდა გვქონ­დეს, არი­ან სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი: მა­გა­ლი­თად, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ერთ-ერთი მუდ­მი­ვი წევ­რის მხარ­და­ჭე­რით შე­იძ­ლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ზე თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ბაზა შევ­ქმნათ, რაც ამე­რი­კი­სათ­ვის საგ­რძნო­ბი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა. აბა რა, ჩვენც არ გვსი­ა­მოვ­ნებს ამე­რი­კის მოქ­მე­დე­ბა.

  • სი­რია - ოპე­რა­ცია ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

ალ­ბათ, არც ის იქ­ნე­ბა კარ­გი ამე­რი­კი­სათ­ვის, თუ ჩვენ სი­რი­ა­ში ქურ­თუ­ლი პარ­ტი­ის "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რის“ წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცი­ას - "ევფრა­ტის ფარს“ გა­ვაგ­რძე­ლებთ. "ევფრა­ტის ფარ­მა“ ხელი შე­უ­შა­ლა აშშ-ის მცდე­ლო­ბას, ქურ­თე­ბი­სათ­ვის ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი მი­ე­ცა. შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად გან­ვა­ცხა­დოთ, რომ გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა ამე­რი­კის მხრი­დან და ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია ჩვე­ნი მხრი­დან - ურ­თი­ერ­თდა­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
359

თავში არ აგივარდეთ, თორემ მწარედ მიგიჩენენ თქვენს ადგილს და თქვენი ცრუ-სულთანი ვერ გიშველით. იმპერიალისტების უგუნურ აზროვნება ვერ ითავისებს იმ აზრს, რომ იმპერიები ადრე თუ გვიან იშლებიან.

ttt
42
ამერიკის წყალობით განავითარეთ სამხედრო,სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა.ეკონომიკაზე და ფინანსურ დახმარებაზე არაფერს ვამბობ კიდევ ამერიკას ედიდგულები?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?

თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?

თურქულმა გამოცემამ "ჰაბერ-7-მა" («Haber-7») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "როგორ უნდა ვუპასუხოთ ამერიკას ისე, რომ მისთვის მტკივნეული იყოს?“, რომელშიც პოლიტოლოგი ტაჰა დაღლი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ფონზე, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივაზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მაშინ როცა ჯო ბაიდენი თურქეთის დასჯას ცდილობს გენოციდის ბრალდებით, გავიხსენოთ, რომ ამერიკას ჩვენც კარგად "ვკბენდით“ 2016 წლის შემდგომ პერიოდში. რასაკვირველია, დღეს უფრო მეტი საფუძველი გვაქვს იგივე გავაგრძელოთ და თან მეტი შემართებით ვიმოქმედოთ, უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ ამერიკას, თუმცა წინასწარ მაინც ყველაფერი უნდა გავთვალოთ.

  • ინჯირლიყის სამხედრო ბაზის დახურვა

დიახ, თურქეთს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. გავიხსენოთ, რომ ჩვენმა მთავრობამ 1975 წელს, როცა კვიპროსის გამო გერმანელებმა ემბარგო გამოგვიცხადეს, ინჯირლიყიდან გერმანელი სამხედროები გააძევა, მაგრამ შემდეგ ისინი იორდანიაში დაფუძნდნენ, სადაც დღემდე იმყოფებიან. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ინჯირლიყი გერმანიისათვის დავხურეთ, მაგრამ ისინი იორდანიაში შევიდნენ..

იგივე შეიძლება მოხდეს აშშ-ს შემთხვევაშიც. ინჯირლიყის სამხრეთით, სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის 20-მდე ბაზა არსებობს, ამიტომაც ვიფიქროთ, რამდენად შეუცვლელია ამერიკისთვის ინჯირლიყი. დღის წესრიგში უნდა შევიტანოთ საკითხი ბაზაზე ამერიკული ბირთვული იარაღის არსებობის თაობაზე (ატომური იარაღის დაახლოებით 50-მდე ერთეული). ამიტომაც თურქეთისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია არა იმდენად ამერიკელების გაძევება ინჯირლიყიდან, არამედ მათი ატომური ბომბების გატანა ბაზიდან.

  • ქიურეჯიყის რადარის დემონტაჟი

მალათიის პროვინციაში, ქიურეჯიყში აშშ-ის რადიოლოკაციური ბაზა მდებარეობს, რომელიც ნატოს ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებით დაარსდა 2010 წელს. ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ ამის გამო მეზობელმა ირანმა მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა. სტრატეგიულად ქიურეჯიყის რადარი მართლაც უნიკალური ნაგებობად ითვლება იმისთვის, რომ დასავლეთი აღმოსავლეთიდან შეტევისაგან იყოს დაცული, ამიტომაც მისი ფასი მაღალია. შეუძლია თუ არა თურქეთს ამ ბაზის დახურვა? დიახ, შეუძლია. მაგრამ ეს უფრო ნატოს პრობლემა იქნება, ვიდრე ამერიკისა. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ ნატოს წევრები ჩვენს შევიწროვებას დაიწყებენ. თურქეთმა რაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს ის, რომ ნატოს არ უნდა დაშორდეს. არა იმდენად იმიტომ, რომ ნატო ჩვენთვის სასარგებლოა, არამედ უფრო იმიტომ, რომ თურქეთი თუ ნატოდან გავა, მის ადგილს ალიანსში ბერძნული კვიპროსი დაიკავებს.

  • აშშ-ის ელჩის გაძევება ქვეყნიდან

თურქეთს შეუძლია ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკის ელჩი გააძევოს, მაგრამ რას მიიღებს ამით? თუ ჩვენ იმათ ელჩს გავაგდებთ, ისინი ჩვენს ელჩს გამოაგდებენ. ჩვენ მივალთ თურქეთ-ისრაელის კრიზისის მსგავს კრიზისადე, რომელიც 2010 წლიდან გრძელდება.

თურქეთმა ამერიკას ისე უნდა უპასუხოს, რომ ვაშინგტონი ჩვენ ანაზდეულად რთულ სიტუაციაში ჩავაგდოთ, მაგრამ ისე, რომ ურთიერთობა ბოლომდე არ გავწყვიტოთ. ელჩის გაძევებამ და ნატოს მეშვეობით "კბენებმა“ შეიძლება ჩვენთვის არასასურველი პროცესები, მაგალითად, დიპლომატიური იზოლაცია გამოიწვიოს. შესაძლოა, ამერიკასაც ეს უნდა, ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ.

ჩვენ შეიძლება უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ ლიბიაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, კავკასიაში, რაც აშშ-სათვის საგრძნობი იქნება და შეშფოთდება. თუ ჯო ბაიდენი დღეს სომეხთა გენოციდის აღიარებით ცდილობს ჩვენს დასჯას, ესე იგი, ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში 2016 წლიდან მოყოლებული, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა.

  • კვიპროსი: თურქული რესპუბლიკის აღიარება და სამხედრო ბაზის შექმნა

ალბათ, ჩვენი პასუხებიდან ამერიკისთვის ყველაზე მტკივნეული კვიპროსის მიმართ გადადგმული ნაბიჯები იქნება. ეს საბერძნეთზე და კვიპროსელ ბერძნებზეც იმოქმედებს. კვიპროსი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური იარაღის როლს ასრულებს. თურქეთის წითელი ხაზი კვიპროსზე მდგომარეობს ორი სახელმწიფოს არსებობაში, აშშ და ევროკავშირი კი თავს გვახვევენ კუნძულის ფედერაციის პრინციპით მოწყობას. თურქეთმა, გენოციდის ბრალდების საპასუხოდ, "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ საერთაშორისო აღიარებისაკენ უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას. დიდი ბრიტანეთი ამ მხრივ გარკვეულ სიგნალებს იძლევა, მაგრამ კვიპროსის საკითხში ლონდონის იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს, არიან სხვა ალტერნატიული ქვეყნები: მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის მხარდაჭერით შეიძლება ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის აღიარების პროცესი გაგრძელდეს.

ჩვენ შეგვიძლია ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქული სამხედრო-საჰაერო ბაზა შევქმნათ, რაც ამერიკისათვის საგრძნობი და არასასიამოვნო იქნება. აბა რა, ჩვენც არ გვსიამოვნებს ამერიკის მოქმედება.

  • სირია - ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ

ალბათ, არც ის იქნება კარგი ამერიკისათვის, თუ ჩვენ სირიაში ქურთული პარტიის "დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ ოპერაციას - "ევფრატის ფარს“ გავაგრძელებთ. "ევფრატის ფარმა“ ხელი შეუშალა აშშ-ის მცდელობას, ქურთებისათვის ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი მიეცა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ გენოციდის აღიარება ამერიკის მხრიდან და ქურთების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია ჩვენი მხრიდან - ურთიერთდამაბალანსებელი ნაბიჯებია.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"სინოფარმმა" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის პირველი ფოტო - ასტრონომებმა ის დედამიწასთან მოახლოებისას დააფიქსირეს

რას აცხადებენ კონტროლიდან გამოსული რაკეტის შესახებ ჩინეთში - "მისი ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება"