სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის
"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

27 აპ­რილს წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გი­ორ­გი რუ­რუ­ამ გლ­და­ნის მერ­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი მე­წი­ლე, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ებ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ამ­ბობს, რომ ეს დრო ცი­ხე­ში სულ ტყუ­ი­ლად გა­ა­ტა­რა.

გი­ორ­გი რუ­რუ­ას სი­მამ­რი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე სი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის პრე­ზი­დენ­ტსა და პო­ლი­ტი­კო­სებს მად­ლო­ბას უხ­დის. ბა­ტონ­მა გი­ვიმ Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­თა­ლია სი­ძეს ბევრ რა­მე­ში არ ეთან­ხმე­ბა, მაგ­რამ თვლის, რომ ამ­ჯე­რად სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ვა­შა­ძის დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემი სი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ასე­ვე მად­ლი­ე­რი ვარ იმ ბი­ჭის, ცი­ხე­ში რომ ზის, ნიკა მე­ლია, მათი, ვინც იბ­რძო­ლეს გი­ორ­გი რუ­რუ­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დი ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ხელი მო­ა­წე­რა ჩემი სი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ძა­ლი­ან ახ­ლოს ვიც­ნობ სა­ლო­მეს.

მად­ლო­ბას ვუხ­დი ასე­ვე ევ­რო­პას, შარლ მი­შელს, ყვე­ლას, მად­ლო­ბა, მათ რომ სწო­რი დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს და მარ­თა­ლი კაცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. დიახ, გი­ორ­გი რუ­რუა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი იყო და რა­ტომ არ უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნათ.

მე ჩემი სი­ძის რა­ღა­ცებს არ ვი­ზი­ა­რებ, მე ხომ არ ვარ ნა­ცი­ო­ნა­ლი, არა­ფე­რი არ ვარ, გივი ვარ სი­ხა­რუ­ლი­ძე და მორ­ჩა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემი აზ­რით, ის სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მად­ლო­ბას ვუხ­დი მთავ­რო­ბა­საც, რომ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს" - ამ­ბობს სი­ხა­რუ­ლი­ძე.

გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის აქტს ხელი დღეს მო­ა­წე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და მას შემ­დეგ რაც ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და, გი­ორ­გი რუ­რუა შე­ი­წყა­ლა.

გი­ორ­გი რუ­რუა 2019 წლის 18 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით წა­უ­ყე­ნეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

2020 წლის 30 ივ­ლისს კი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რუ­რუა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნაშ­ვედ ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლის ვა­დით შე­უ­ფარ­და.

რუ­რუ­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მისი სი­მამ­რი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე Ambebi,ge-სთან სა­უბ­რი­სას ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ აცხა­დებ­და, რომ მის სი­ძეს 400 ია­რა­ღი ჰქონ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღით სი­ა­რუ­ლი რაში სჭირ­დე­ბო­და. ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და უბ­რა­ლოდ თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე გი­ორ­გი რუ­რუ­ას სი­მამ­რია. რუ­რუ­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო სი­ხა­რულ­ძე ჰყავს ცო­ლად.

"გი­ორ­გი რუ­რუა ჩემი სი­ძეა, შვი­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სას­წა­უ­ლი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს. მე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მის გა­მოშ­ვე­ბა­ზე, მაგ­რამ გი­ორ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარს, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც უყ­ვარს და ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ...“ - ამ­ბობ­და გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
63

სიხარულიძე რომ ქოცი იქნება, იქ დამთავრდა ამ სექტის არსებობა!

g
33

ნაცის აზრზს თუ არ იზიარებს აუცილებელი არაა ქოცი იყო,ასეა უმეტესობა.p.s.ისე უნდა ნაცი იყოს უნდა ქოცი ორივე მოერგებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

27 აპრილს წელიწადნახევრის შემდეგ გიორგი რურუამ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 20 ივნისის აქციებში, თავისუფლებაზე ყოფნისას ამბობს, რომ ეს დრო ციხეში სულ ტყუილად გაატარა.

გიორგი რურუას სიმამრი გივი სიხარულიძე სიძის გათავისუფლებისთვის პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს მადლობას უხდის. ბატონმა გივიმ Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მართალია სიძეს ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ თვლის, რომ ამჯერად სრულიად უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

"მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკოსს, სალომე სამადაშვილიდან დაწყებული, ახალგაზრდა გიორგი ვაშაძის დამთავრებული, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი სიძის გათავისუფლების პროცესში. ასევე მადლიერი ვარ იმ ბიჭის, ციხეში რომ ზის, ნიკა მელია, მათი, ვინც იბრძოლეს გიორგი რურუას თავისუფლებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და ხელი მოაწერა ჩემი სიძის გათავისუფლებას. ძალიან ახლოს ვიცნობ სალომეს.

მადლობას ვუხდი ასევე ევროპას, შარლ მიშელს, ყველას, მადლობა, მათ რომ სწორი დადგენილება გამოიტანეს და მართალი კაცი გაათავისუფლეს. დიახ, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი იყო და რატომ არ უნდა ეღიარებინათ.

მე ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ ნაციონალი, არაფერი არ ვარ, გივი ვარ სიხარულიძე და მორჩა, მაგრამ ამჯერად ჩემი აზრით, ის სრულიად უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. მადლობას ვუხდი მთავრობასაც, რომ ეს გაითვალისწინეს" - ამბობს სიხარულიძე.

გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირობა შეასრულა და მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, გიორგი რურუა შეიწყალა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

რურუას დაკავების შემდეგ მისი სიმამრი გივი სიხარულიძე Ambebi,ge-სთან საუბრისას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აცხადებდა, რომ მის სიძეს 400 იარაღი ჰქონდა ოფიციალურად გაფორმებული და არაოფიციალური იარაღით სიარული რაში სჭირდებოდა. ცნობილი მწერალი, მსახიობი, მოცეკვავე და უბრალოდ თბილისის კოლორიტი გივი სიხარულიძე გიორგი რურუას სიმამრია. რურუას მისი შვილიშვილი სოფო სიხარულძე ჰყავს ცოლად.

"გიორგი რურუა ჩემი სიძეა, შვილიშვილის მეუღლეა. სასწაული, ანგელოზივით შვილთაშვილი მყავს. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მის გამოშვებაზე, მაგრამ გიორგი ძალიან მიყვარს. ჩემი შვილიშვილი უყვარს, ჩემს შვილიშვილსაც უყვარს და ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ...“ - ამბობდა გივი სიხარულიძე ჩვენთან ინტერვიუში.

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე