სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა იქნება გენოციდის აღიარებაზე მათი რეაქცია, ვინც აშშ-ის "პროტექტორატის" ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ასევე ეკონომიკურად დამოკიდებული არიან თურქეთზე, როგორც, ვთქვათ, საქართველო" - რას წერს სომხური გამოცემა
"რა იქნება გენოციდის აღიარებაზე მათი რეაქცია, ვინც აშშ-ის "პროტექტორატის" ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ასევე ეკონომიკურად დამოკიდებული არიან თურქეთზე, როგორც, ვთქვათ, საქართველო" - რას წერს სომხური გამოცემა

გა­ზე­თი "გო­ლოს არ­მე­ნი­ის" ("Голос Армении") 26 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "106 წლის შემ­დეგ" აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"უპირ­ვე­ლე­სად, ცხა­დია, ეს არის სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რი­სა და აშშ-ის სომ­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა, რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად მი­დი­ოდ­ნენ ამ მიზ­ნი­სა­კენ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

"ძვე­ლი“ დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი, პი­რა­დი მო­ვა­ლე­ო­ბა წი­ნა­პარ­თა ხსოვ­ნის წი­ნა­შე, იმ სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მათ და­კარ­გეს. ეს იყო მათი ვალი თა­ნა­მედ­რო­ვე სომ­ხე­თის წი­ნა­შეც.

"ახა­ლი“ დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი სომ­ხე­ბის რი­გე­ბი შე­სამ­ჩნე­ვად შე­ავ­სეს, გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და: მათ სამ­შობ­ლო­დან წა­ი­ღეს ამის პა­თო­სი და სუ­ლის­კვე­თე­ბა, ისი­ნი ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ჩა­ერ­თვნენ.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა ვე­ლო­დოთ, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ იმ­პულსს მის­ცემს სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის პრო­ცესს, პირ­ველ რიგ­ში კი იმ ქვეყ­ნე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის ორ­ბი­ტას­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმა­თი რე­აქ­ცია, ვინც აშშ-ის "პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტექ­ტო­რა­ტის" ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ან უკვე ძა­ლი­ან არის ეკო­ნო­მი­კუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ზე - რო­გორც, ვთქვათ, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო - ან რომ­ლე­ბიც ის­წრაფ­ვი­ან ან­კა­რას­თან და ბა­ქოს­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, რუ­სეთ­ზე "ჯავ­რის ამოყ­რის" მიზ­ნით - მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა.

სომ­ხე­თის­თვის ამ ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვან ქვეყ­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მო­უ­წევთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქო­ნი­ონ ის ფაქ­ტი, რომ აშშ, არ­სე­ბი­თად, თურ­ქეთს ე.წ. "და­მა­წყნა­რე­ბელ ხა­ლათს" აც­მევს და ცდი­ლობს ამ ხერ­ხით და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მადა და სწრაფ­ვა იმი­სა­კენ, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მთა­ვა­რი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გახ­დეს".

გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აშშ-ისა და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ მინ­სკის ჯგუფ­ში და კერ­ძოდ, ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხში მოს­კო­ვი­სა და ვა­შინგტო­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი, პრინ­ციპ­ში, ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ო­და. გარ­კვე­ულ­წი­ლად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა დიდი ბრი­ტა­ნე­თი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის შორს იდგა გე­ნო­ცი­დი­სა და სა­კუ­თა­რი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბი­სა­გან სო­მე­ხი ხალ­ხის ტრა­გე­დი­ა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა იყოს ის­რა­ე­ლის პო­ზი­ცი­აც. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, ვფიქ­რობთ, ისი­ნი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა მი­ე­სალ­მონ ამე­რი­კე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამ მხრივ მათ­თვის კარ­გი მა­გა­ლი­თია საფ­რან­გე­თის მა­ღა­ლი დო­ნით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერე­ვან­ში 24 აპ­რილს გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ზე­თი "გო­ლოს არ­მე­ნიი“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
83

ყველაფრიდან ჩანს რუსეთი იმარჯვებს და წინ მიიწევს...დიდება დიდ რუსეთს.მოლოდეც ჩერნენკო....

ბესო B.
7

სომხები თუ რუსების ჭკუაზე არ დადიან და სამართლიანები არიან, თავად სცნონ რუსების მიერ ჩერქეზების გენოციდი... 

ჩვენ ამერიკის ჭკუაზე რომ არ დავდივართ... ამისთვის კოსოვოს არცნობის მაგალითიც კმარა

ავტორი:

"რა იქნება გენოციდის აღიარებაზე მათი რეაქცია, ვინც აშშ-ის "პროტექტორატის" ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ასევე ეკონომიკურად დამოკიდებული არიან თურქეთზე, როგორც, ვთქვათ, საქართველო" - რას წერს სომხური გამოცემა

"რა იქნება გენოციდის აღიარებაზე მათი რეაქცია, ვინც აშშ-ის "პროტექტორატის" ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ასევე ეკონომიკურად დამოკიდებული არიან თურქეთზე, როგორც, ვთქვათ, საქართველო" - რას წერს სომხური გამოცემა

გაზეთი "გოლოს არმენიის" ("Голос Армении") 26 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "106 წლის შემდეგ" აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას შეეხება, რომელშიც ვკითხულობთ:

"უპირველესად, ცხადია, ეს არის სომხური დიასპორისა და აშშ-ის სომხური ორგანიზაციების გამარჯვება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თანამიმდევრულად მიდიოდნენ ამ მიზნისაკენ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.

"ძველი“ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ეს იყო აბსოლუტურად პრინციპული საკითხი, პირადი მოვალეობა წინაპართა ხსოვნის წინაშე, იმ სამშობლოს წინაშე, რომელიც მათ დაკარგეს. ეს იყო მათი ვალი თანამედროვე სომხეთის წინაშეც.

"ახალი“ დიასპორის წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ამერიკელი სომხების რიგები შესამჩნევად შეავსეს, გენოციდის აღიარება ასევე მნიშვნელოვანი გახდა: მათ სამშობლოდან წაიღეს ამის პათოსი და სულისკვეთება, ისინი ამ საკითხის გადაწყვეტაში შეძლებისდაგვარად ჩაერთვნენ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ველოდოთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესს, პირველ რიგში კი იმ ქვეყნებისაგან, რომლებიც ამერიკის ორბიტასთან ახლოს იმყოფებიან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმათი რეაქცია, ვინც აშშ-ის "პოლიტიკური პროტექტორატის" ქვეშ იმყოფება, მაგრამ იმავდროულად ან უკვე ძალიან არის ეკონომიკურად დამოკიდებული თურქეთსა და აზერბაიჯანზე - როგორც, ვთქვათ, ჩვენი მეზობელი საქართველო - ან რომლებიც ისწრაფვიან ანკარასთან და ბაქოსთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად, რუსეთზე "ჯავრის ამოყრის" მიზნით - მაგალითად, უკრაინა.

სომხეთისთვის ამ ფრიად მნიშვნელოვან ქვეყნებს, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს, მოუწევთ მხედველობაში იქონიონ ის ფაქტი, რომ აშშ, არსებითად, თურქეთს ე.წ. "დამაწყნარებელ ხალათს" აცმევს და ცდილობს ამ ხერხით დააკმაყოფილოს მისი პოლიტიკური მადა და სწრაფვა იმისაკენ, რომ სამხრეთ კავკასიაში მთავარი "მაყურებელი" გახდეს".

გენოციდის აღიარებით, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები გარკვეულწილად ერთმანეთს დაემთხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მინსკის ჯგუფში და კერძოდ, ყარაბაღის საკითხში მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები, პრინციპში, ერთმანეთს ემთხვეოდა. გარკვეულწილად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის შორს იდგა გენოციდისა და საკუთარი ბრალის აღიარებისაგან სომეხი ხალხის ტრაგედიაში. საინტერესო შეიძლება იყოს ისრაელის პოზიციაც. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ვფიქრობთ, ისინი ერთმნიშვნელოვნად უნდა მიესალმონ ამერიკელების გადაწყვეტილებას. ამ მხრივ მათთვის კარგი მაგალითია საფრანგეთის მაღალი დონით მონაწილეობა ერევანში 24 აპრილს გამართულ ღონისძიებებში“, - აღნიშნავს გაზეთი "გოლოს არმენიი“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს" - სამადაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"