მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გაკეთდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით?
ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გაკეთდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით?

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 27 აპ­რილს დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის და­რე­გის­ტრი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხვალ პარ­ლა­მენ­ტში და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, რათა გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის აქტი ამოქ­მედ­დეს.

"ჩვენ ხვალ პარ­ლა­მენ­ტში დავ­რე­გის­ტრირ­დე­ბით, იმის­თვის, რომ ამოქ­მედ­დეს პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქტი რუ­რუ­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ ერ­თმა ადა­მი­ან­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვოს. ამის შემ­დეგ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმის­თვის, რომ ვნა­ხოთ არ­სე­ბობს თუ არა შე­ჯე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაგ­რამ ხვალ კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­რე­გის­ტრი­რე­ბა დიდი ალ­ბა­თო­ბით არ მო­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

პო­ლი­ტი­კოს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­აა, რომ ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ გავ­რცელ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ზე.

რო­გორც მან ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გან­მარ­ტა, ხვალ იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, იარ­სე­ბებს თუ არა ამის­ტი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ან რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სი.

„ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ არის სა­კი­თხე­ბი, სა­დაც პო­ზი­ცი­ე­ბი და­ა­ვა­ახ­ლო­ვეთ. ვფიქ­რობ, სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სია იმ სა­კი­თხზე, რომ ამ­ნის­ტია ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ი­ცავს ვე­რა­ვის, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ი­ცავს ვერც იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მი­ღე­ბუ­ლი იქნა მსგავ­სი და­ზი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ, მინ­და გა­სა­გე­ბად ვთქვა, ამ ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად და­სა­ხიჩ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მე­გე­ბე­ლი პი­რე­ბი და­ცუ­ლი არ იქ­ნე­ბი­ან. ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცია. რაც შე­ეხ­სე­ბა იუ­რი­დი­ულ ტექ­ნი­კას, ანუ, რო­გორ გა­ი­წე­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რექ­ტი, ამა­ზე ხვალ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს და კონ­სულ­ტა­ცი­ებს. ხვალ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა იწყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში და­რე­გის­ტრი­დე­დე­ბა და ამის შემ­დეგ გა­და­იდ­გმე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის სა­ხით. რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს, ამა­ზე ხვალ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მდჯო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე მე­დი­ა­ტო­რებ­თა­ნაც იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

„ჩვენ პა­ტივს ვცემთ და ვი­ზი­ა­რებთ ნიკა მე­ლი­ას აზრს. ამა­ზე გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, მათ შორს მე­დი­ა­ტო­რებ­თა­ნაც. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­თან­ხმე­ბულ გეგ­მას მივ­ყვეთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნად იქ­ცე­ვა.

მისი თქმით, თუ იქ­ნე­ბა რე­სურ­სი, რომ ოპო­ზი­ცია ამას და­ე­თან­ხმოს, ეს სა­მარ­თლი­ა­ნი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

„დღეს იყო მო­რი­გი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა, გავცვა­ლეთ პო­ზი­ცი­ე­ბი, იყო სა­მარ­თლებ­რივ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი. შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვი­კის­რეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბას შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­თან­ხმე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა. შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას გვაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ნა­კის­რი, მათ შო­რის ეს კომ­პო­ნენ­ტი შე­ე­ხე­ბა ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტს. ამი­ტომ, ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნი­ცირ­დე­ბა. ერთი ადა­მი­ა­ნის გა­და­სა­წყვე­ტი არ და ვერ იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ბედი. ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ი­ნი­ცირ­დე­ბა, ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნად იქ­ცე­ვა. არა­ვის არა­ფე­რი გა­და­უ­ფიქ­რე­ბია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს. თუ იქ­ნე­ბა რე­სურ­სი, რომ დაგ­ვე­თან­ხმოს ოპო­ზი­ცია სა­მარ­თლი­ან, რა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ექ­ტზე, ეს სა­მარ­თლი­ა­ნი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, თუ არ დაგ­ვე­თან­ხმე­ბი­ან, ეს მათი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
68

საქმე აკეთეთ! საქმე! ყელში ამოვიდა უკვე ეს პერსონები და აქცენტების მათზე გადატანა. ხალხს არ აინტერესებს მელია როგორ გამოვა, მანდ მელიას პრობლემების მოგვარებისთვის არ ხართ არჩეულები. მოკეტეთ ერთხელ და სამუდამოდ და იდავეთ საქმეზე, რა როგორ განავითაროთ და ადამიანებმა როგორ შეძლონ დასაქმება და ა.შ. 

f
4

eseni vapshe sad arian? khalkhi kidiat saertod!

ავტორი:

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გაკეთდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით?

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გაკეთდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით?

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 27 აპრილს დიდი ალბათობით, ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება არ მოხდება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდებიან, რათა გიორგი რურუას შეწყალების აქტი ამოქმედდეს.

"ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განმარტა, ხვალ იქნება მსჯელობა, იარსებებს თუ არა ამისტიის ალტერნატიული კანონპროექტი ან როგორ გაგრძელდება პროცესი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, სადაც პოზიციები დაავაახლოვეთ. ვფიქრობ, სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც მიღებული იქნა მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მინდა გასაგებად ვთქვა, ამ ამნისტიის შედეგად დასახიჩრებაზე პასუხისმეგებელი პირები დაცული არ იქნებიან. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. რაც შეეხსება იურიდიულ ტექნიკას, ანუ, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპრექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც შეთანხმების შესრულება იწყება. შესაბამისად, ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრიდედება და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე მედიატორებთანაც იქნება საუბარი.

„ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკა მელიას აზრს. ამაზე გვექნება მსჯელობა, მათ შორს მედიატორებთანაც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებულ გეგმას მივყვეთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა.

მისი თქმით, თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია ამას დაეთანხმოს, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება.

„დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას შესრულება სჭირდება. „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება. შეთანხმებიდან გამომდინარე, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ნაკისრი, მათ შორის ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება, თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი

"პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი" - დავით ბაქრაძე