პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან
"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერს:

"რო­გორ მე­ზა­რე­ბო­და ახალ წელს ნაძ­ვის ხის დად­გმა, ზე­ი­მი, მწვა­ნე-წი­თე­ლი ბრჭყვი­ა­ლი, სან­ტა-კლა­უ­სე­ბი და თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი.მა­ინც მო­ვინ­დო­მე, მოვ­რთე და მოვ­კაზ­მე, კო­ვიდ დეპ­რე­სი­ას ბრძო­ლა გა­მო­ვუ­ცხა­დე და ელავ­და და ბზრი­ა­ლებ­და ჩემი სახ­ლი.ჩემს თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი არ და­ვი­ზა­რებ­დი და არა­ნაკ­ლებ დროს და ენერ­გი­ას მო­ვან­დო­მებ­დი სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დისს.არ გა­მო­ვი­და ვერ ვას­რუ­ლებ პი­რო­ბას. რამ­დე­ნი რამე გა­მოვ­ტო­ვე ...

- თოვ­ლი თბი­ლის­ში;- გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლა;

- ხვალ ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და მას­თან არ ვიქ­ნე­ბი;

- ბზო­ბა;

- აღ­დგო­მა.....

ვერ და­ვაღ­წიე თავი სა­ა­ვად­მყო­ფოს, ჟანგბა­დის და ათას­გვარ სხვა აპა­რა­ტებს, წამ­ლებს, ნემ­სებს, გა­დას­ხმებს, უგუ­ნე­ბო­ბას... ვერ და­ვიბ­რუ­ნე ხა­ლი­სი. არა­სო­დეს გა­და­დოთ ზე­ი­მი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, არა­სო­დეს უთხრათ არა კარგ გან­წყო­ბას! სულ მუ­დამ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ კლი­შედ მი­მაჩ­ნდა "იცხოვ­რე ყო­ვე­ლი დღე ისე რო­გორც უკა­ნას­კნე­ლი". არ ყო­ფი­ლა კლი­შე, ყვე­ლა­ზე დიდი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყო­ფი­ლა!

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 2016-ში დავ­წე­რე სი­ცი­ლი დავ­კარ­გე და სი­ცი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე გემ­შვი­დო­ბე­ბითთ­ქო. რა უღიმ­ღა­მოდ მო­ჩანს ეხლა მა­შინ­დე­ლი ტრა­გე­დია და დარ­დი, ისიც კი აღარ მახ­სოვს სა­ერ­თოდ რა იყო ის ტრა­გე­დია და დარ­დი. წინ იმ­ხე­ლა გან­საც­დე­ლი მე­ლო­და თურ­მე, ნამ­დვი­ლი გა­მოც­და ნერ­ვებ­ზე, გამ­ძლე­ო­ბა­ზე, მო­ბი­ლი­ზე­ბის უნარ­ზე, ხა­ლი­სის აღ­მო­ჩე­ნა­სა და მოხმო­ბა­ზე და ალ­ბათ მა­ინც ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­ზე შენი დარ­დით და გან­საც­დე­ლით არ და­ტან­ჯო სხვე­ბი...

არ ვიცი რო­გორ ჩა­ვა­ბა­რებ ამ გა­მოც­დას, ჯერ კი­დევ გრძე­ლი გზა მაქვს წინ, მაგ­რამ, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის, სრულ სა­გი­ჟეთ­ში ცხოვ­რე­ბის, ირ­გვლივ უდი­დე­სი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და დეპ­რე­სი­ის ფონ­ზე, ყო­ველ­დღი­უ­ლად ამ­დენ ადა­მი­ანს რომ ვახ­სენ­დე­ბი, მკი­თხუ­ლობს, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიყ­ვა­რულს და ენერ­გი­ას მიგ­ზავ­ნის, უკვე ზუს­ტად ვიცი რომ სამი თვის შემ­დეგ იქ­ნე­ბა თუ ექ­ვსი თვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ფეხ­ზე დავ­დგე­ბი და იმა­ზე უფრო რკი­ნის ვიქ­ნე­ბი ვიდ­რე მა­ნამ­დე ჩემი, შენი, ჩვე­ნი უკე­თე­სი ყო­ფის­თვის.

PS აქვე ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში ყვე­ლას რო­დე­საც უცებ ვერ გპა­სუ­ხობთ, ერთი მხრივ ძა­ლი­ან სუს­ტად ვარ, უამ­რავ პრო­ცე­დუ­რას მი­ტა­რე­ბენ, და თუ პრო­ცე­დუ­რებ­ზე არ ვარ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ პრაქ­ტი­კუ­ლად სულ მძი­ნავს და ამა­სო­ბა­ში გა­დის დღე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას მო­გე­ფე­როთ და მად­ლო­ბა გი­თხრათ ამას, რო­გორც ჩანს, ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ" - წერს ხი­და­შე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

... თინა მაგრად!!! ყველაფერი კარგად იქნება!!!

ფაფა
51

ნწ ნწ ნწ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც პოსტკოვიდური გართულებებით საავადმყოფოშია მოთავსებული ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს:

"როგორ მეზარებოდა ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა, ზეიმი, მწვანე-წითელი ბრჭყვიალი, სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები.მაინც მოვინდომე, მოვრთე და მოვკაზმე, კოვიდ დეპრესიას ბრძოლა გამოვუცხადე და ელავდა და ბზრიალებდა ჩემი სახლი.ჩემს თავს პირობა მივეცი არ დავიზარებდი და არანაკლებ დროს და ენერგიას მოვანდომებდი სააღდგომო სამზადისს.არ გამოვიდა ვერ ვასრულებ პირობას. რამდენი რამე გამოვტოვე ...

- თოვლი თბილისში;- გაზაფხულის მოსვლა;

- ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები;

- ბზობა;

- აღდგომა.....

ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას... ვერ დავიბრუნე ხალისი. არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა "იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი". არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!

რამდენიმე წლის წინ, 2016-ში დავწერე სიცილი დავკარგე და სიცილის დაბრუნებამდე გემშვიდობებითთქო. რა უღიმღამოდ მოჩანს ეხლა მაშინდელი ტრაგედია და დარდი, ისიც კი აღარ მახსოვს საერთოდ რა იყო ის ტრაგედია და დარდი. წინ იმხელა განსაცდელი მელოდა თურმე, ნამდვილი გამოცდა ნერვებზე, გამძლეობაზე, მობილიზების უნარზე, ხალისის აღმოჩენასა და მოხმობაზე და ალბათ მაინც ყველაზე მთავარზე შენი დარდით და განსაცდელით არ დატანჯო სხვები...

არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, მაგრამ, ამდენი პრობლემის, სრულ საგიჟეთში ცხოვრების, ირგვლივ უდიდესი გაჭირვებისა და დეპრესიის ფონზე, ყოველდღიულად ამდენ ადამიანს რომ ვახსენდები, მკითხულობს, წარმოუდგენელ სიყვარულს და ენერგიას მიგზავნის, უკვე ზუსტად ვიცი რომ სამი თვის შემდეგ იქნება თუ ექვსი თვის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დავდგები და იმაზე უფრო რკინის ვიქნები ვიდრე მანამდე ჩემი, შენი, ჩვენი უკეთესი ყოფისთვის.

PS აქვე ძალიან დიდი ბოდიში ყველას როდესაც უცებ ვერ გპასუხობთ, ერთი მხრივ ძალიან სუსტად ვარ, უამრავ პროცედურას მიტარებენ, და თუ პროცედურებზე არ ვარ ისეთი დაღლილი ვარ პრაქტიკულად სულ მძინავს და ამასობაში გადის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ყველას მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ამას, როგორც ჩანს, ხშირად ვერ ვახერხებ" - წერს ხიდაშელი.

"მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც რისკის ფასად..." - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია... პიარისთვის გჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცო" - დოროყაშვილი ბასილაშვილს

"ბრალდებულის მამამ დამირეკა, სვანურად მოგიღებ ბოლოსო... ამოგწყვიტავთ ყველას და ჩემს შვილსაც მოვკლავო" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი?