სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი
"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

3 წლის ბავ­შვის მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის შვილ­ზე სა­ჯა­რო ბაგა-ბაღ­ში ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. "ფორ­მუ­ლას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მშო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ბა­ღი­დან ცე­მის­გან და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ბავ­შვი გა­მო­იყ­ვა­ნა.

"და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ბავ­შვი გა­მო­ვიყ­ვა­ნე, შემ­დეგ ჩა­ვე­კი­თხე და კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ვა­ღე­ბი­ნე. ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რო­გორ შე­ან­ჯღ­რია პე­და­გოგ­მა ჩემი შვი­ლი და სა­ხე­ში და­არ­ტყა. ახლა ბავ­შვი უცხო პირს რომ და­ი­ნა­ხავს, იმა­ლე­ბა და სა­ხე­ზე ხელს იფა­რებს. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის ეში­ნია " - ამ­ბობს მშო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, პე­და­გოგ­მა ბავ­შვზე იმის გამო იძა­ლა­და, რომ ბავ­შვმა საჭ­მე­ლი მო­ი­თხო­ვა.

128-ე სა­ჯა­რო ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მა­ნა­ნა ყავ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ზომა გა­ა­ტა­რა.

"სა­ღა­მოს შე­ვი­ტყვე ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ. დი­ლით და­ვი­ბა­რე პრიგ­რა­მის­ტი და მშობ­ლე­ბი, ვნა­ხეთ კა­მე­რე­ბი და პო­ლი­ცი­აც გა­მო­ვი­ძა­ხეთ. აღ­მზრდე­ლი დღე­ის რი­ცხვით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რი­დან, ხოლო თა­ნა­შემ­წეს გა­მო­ე­ცხა­და სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი და სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­ვუც­ვა­ლე. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ჩვე­ნე­ბა მი­ვე­ცი მეც, აღ­მზრდელ­მაც და და­ნარ­ჩენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც."- აცხა­დებს ბა­ღის დი­რექ­ტო­რი.

სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი 23 აპ­რილს მოხ­და. შსს- ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

შენი თანამშრომლებისათვის წინსასწარ უდა ჩაგეტარებინა ინსტრუქტაჟი!

mari
37

90-იანებში ჩემს დროს ჯოხით ცემდნენ ხოლმე ბავშვებს და არც არავის უკვირადა,ჩივილზე ზედმეტია ლაპარაკი,ეხლა შეიცვალა კანონები,მაგრამ ისე ძალიან გათავხედებული თაობა წამოვიდა,მასწავლებელს რათქმაუნდა არ ვამართლებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

3 წლის ბავშვის მშობლის განცხადებით, მის შვილზე საჯარო ბაგა-ბაღში ფიზიკურად იძალადეს. "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში მშობელი ამბობს, რომ ბაღიდან ცემისგან დალურჯებული ბავშვი გამოიყვანა.

"დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე, შემდეგ ჩავეკითხე და კამერების ჩანაწერები ამოვაღებინე. ჩემი თვალით ვნახე, როგორ შეანჯღრია პედაგოგმა ჩემი შვილი და სახეში დაარტყა. ახლა ბავშვი უცხო პირს რომ დაინახავს, იმალება და სახეზე ხელს იფარებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უცნობი ადამიანების მოახლოების ეშინია " - ამბობს მშობელი.

მისივე თქმით, პედაგოგმა ბავშვზე იმის გამო იძალადა, რომ ბავშვმა საჭმელი მოითხოვა.

128-ე საჯარო ბაღის დირექტორის მანანა ყავლაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ შეიტყო, ყველა შესაბამისი ზომა გაატარა.

"საღამოს შევიტყვე ამ ფაქტის შესახებ. დილით დავიბარე პრიგრამისტი და მშობლები, ვნახეთ კამერები და პოლიციაც გამოვიძახეთ. აღმზრდელი დღეის რიცხვით გათავისუფლებულია სამსახურიდან, ხოლო თანაშემწეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და სამუშაო ადგილი შევუცვალე. მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენება მივეცი მეც, აღმზრდელმაც და დანარჩენმა თანამშრომლებმაც."- აცხადებს ბაღის დირექტორი.

სავარაუდო ძალადობის ფაქტი 23 აპრილს მოხდა. შსს- ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბავშვზე ძალადობას გულისხმობს.

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე