სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა - ან ის, ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური" - სალომე სამადაშვილი
"სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა - ან ის, ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური" - სალომე სამადაშვილი

"სა­ა­კაშ­ვილ­მა რაც უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს არის, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ან ის, ან ბი­ძი­ნა, ეს აღარ არის რე­ლე­ვან­ტუ­რი", - ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ-ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის შეც­ვლას მრა­ვალ­პო­ლუ­სი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი სჭირ­დე­ბა.

"მე მით­ქვამს ად­რეც, სა­ა­კაშ­ვი­ლის როლი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რომ ადა­მი­ა­ნი ამ­დე­ნი წე­ლია არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ჰყავს ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ეს ამომ­რჩე­ვე­ლი არ იზ­რდე­ბა. ამი­ტომ სწო­რი ფორ­მუ­ლა იქ­ნე­ბო­და, რომ მას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის ისე­თი გზა მო­ე­ძებ­ნა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობ­და ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ეს გზა ჩემი აზ­რით პირ­ველ რიგ­ში კარ­გი, იქ­ნე­ბო­და იმით და­ვი­წყოთ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ იქ­ნას შე­რა­ცხუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბუ­ლად, ეს სწო­რი და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით როცა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი და მერე გი­წევს იმ ხალ­ხთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც გა­რი­გე­ბუ­ლებს ეძახ­დი რამ­დე­ნი­მე კვი­რის, თუ დღის წინ.

სა­ა­კაშ­ვილ­მა რაც უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს არის, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა - ან ის, ან ბი­ძი­ნა, ეს აღარ არის რე­ლე­ვან­ტუ­რი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში. ანუ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში არ არის არც რე­ლე­ვან­ტუ­რი და არც იმას ეხ­მა­რე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ქვე­ყა­ნა­ში შე­იც­ვა­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის გზით, მათ შო­რის, რაც ჩემი აზ­რით, არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ობი­ექ­ტუ­რად, რა რე­ა­ლო­ბა­საც ვუ­ყუ­რებთ ჩვენ უკვე 9 წე­ლია არის მარ­ტი­ვი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას სჭირ­დე­ბა მრა­ვალ­პო­ლუ­სი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და არა ორი სიმ­ძი­მის ცენ­ტრი. ეს ნამ­დვი­ლად ასეა და ამას აჩ­ვე­ნებს ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი­დევ ერთხელ მოს­ვლის შან­სი, სა­მა­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ მისი აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი მო­მა­ვალ­ში კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

"ვნა­ხოთ, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა მისი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ზო­გა­დად მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი", - ამ­ბობს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, გაჩ­ნდა შან­სი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­მე­ო­რედ შე­იც­ვა­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის გზით.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რას, სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ნა­ცხა­და, დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ, ის არ გამ­ხდა­რა სა­კუ­თა­რი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი არის გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ალღო, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ, იმი­ტომ რომ არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი არის ამ პრო­ცე­სე­ბის­გან, შე­იძ­ლე­ბა დრო სჭირ­დე­ბა, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა არის სწო­რი ნა­ბი­ჯი, რად­გან ალ­ბათ, მა­საც სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მან სწო­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, როცა გა­ნა­ცხა­და, რომ "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი უნდა მო­ა­წე­როს, მას ეს­მის და ორი ადა­მი­ა­ნია ვინც ხელი მო­ა­წე­რა - გრი­გოლ ვა­შა­ძე და მე და ჩვენ ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად გვეს­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტი, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნას უწევს არ­სე­ბო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტი, ვფიქ­რობ, სა­ა­კაშ­ვილ­საც ეს­მის“, - აღ­ნიშ­ნა სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
22

მართალს ბრძანებთ ქალბატონო. რა ბიძინა?, რის მიშა?, როცა ახალი ფარაონი იაგო ხვიჩია გამოჩნდა...

თუმცა ჯერ სჯობდა ზებრას კუნტრუში აგეკრძალა. თუ ეგრეთი მაგარი ხარ და მერე მიმდგარიყავი ჩოყლაყს..

რეზინის ტყვია
13

გაიტანეთ ეს ქალი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა - ან ის, ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური" - სალომე სამადაშვილი

"სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა - ან ის, ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური" - სალომე სამადაშვილი

"სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის, რომ ალტერნატივა ან ის, ან ბიძინა, ეს აღარ არის რელევანტური", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შეცვლას მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი სჭირდება.

"მე მითქვამს ადრეც, სააკაშვილის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ადამიანი ამდენი წელია არ არის საქართველოში, მაგრამ ჰყავს ფაქტობრივად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ამომრჩეველი, მაგრამ ამავე დროს, ეს ამომრჩეველი არ იზრდება. ამიტომ სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ჩართულობისთვის ისეთი გზა მოეძებნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციის გაძლიერებას. ეს გზა ჩემი აზრით პირველ რიგში კარგი, იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული ხელისუფლებასთან გარიგებულად, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა, განსაკუთრებით როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და მერე გიწევს იმ ხალხთან თანამშრომლობა, რომლებსაც გარიგებულებს ეძახდი რამდენიმე კვირის, თუ დღის წინ.

სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის, რომ ალტერნატივა - ან ის, ან ბიძინა, ეს აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ანუ ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის არც რელევანტური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით, მათ შორის, რაც ჩემი აზრით, არის აუცილებელი. ობიექტურად, რა რეალობასაც ვუყურებთ ჩვენ უკვე 9 წელია არის მარტივი - ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და არა ორი სიმძიმის ცენტრი. ეს ნამდვილად ასეა და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ მოსვლის შანსი, სამადაშვილი პასუხობს, რომ მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი მომავალში კოალიციურ ხელისუფლებაში.

"ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება მისი და "ნაციონალური მოძრაობის“ ზოგადად მომავალი პოლიტიკური გეგმები", - ამბობს სამადაშვილი.

მისივე თქმით, გაჩნდა შანსი, რომ ხელისუფლება ხელმეორედ შეიცვალოს არჩევნების გზით.

რაც შეეხება შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას, სამადაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმაც განაცხადა, დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ, ის არ გამხდარა საკუთარი თანაპარტიელების თავდასხმის ობიექტი, მისგან განსხვავებით.

"სააკაშვილი არის გამოცდილი პოლიტიკოსი და აქვს პოლიტიკური ალღო, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, იმიტომ რომ არ არის საქართველოში, ძალიან დისტანცირებული არის ამ პროცესებისგან, შეიძლება დრო სჭირდება, რომ გააცნობიეროს, რა არის სწორი ნაბიჯი, რადგან ალბათ, მასაც სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მან სწორი განცხადება გააკეთა, როცა განაცხადა, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს, მას ესმის და ორი ადამიანია ვინც ხელი მოაწერა - გრიგოლ ვაშაძე და მე და ჩვენ ალბათ, ყველაზე კარგად გვესმის საერთაშორისო კონტექსტი, რომელშიც ქვეყანას უწევს არსებობა და საერთაშორისო კონტექსტი, ვფიქრობ, სააკაშვილსაც ესმის“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი