საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა - რა შეფასებები მოჰყვა თურქეთსა და სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და რა ახალი გეოსტრატეგიული პროცესები იწყება რეგიონში
ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა - რა შეფასებები მოჰყვა თურქეთსა და სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და რა ახალი გეოსტრატეგიული პროცესები იწყება რეგიონში

ჯო ბა­ი­დენ­მა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მიერ სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა. ის არის აშშ-ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვად და­ხოც­ვას გე­ნო­ცი­დი უწო­და.

ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში ჩა­დე­ნილ სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის ხსოვ­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა თეთრმა სახ­ლმა გა­ავ­რცე­ლა:

"ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი პა­ტივს მი­ა­გებს ყვე­ლა იმ სო­მეხს, რო­მე­ლიც 106 წლის წინ გე­ნო­ციდს ემსხვერ­პლა. ოს­მა­ლე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი სო­მე­ხი გა­ა­სახ­ლა, დიდი ნა­წი­ლი და­ხო­ცა. ვინც გა­დარ­ჩა, ახა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის პოვ­ნა მო­უ­წია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­მეხ­მა იმიგ­რან­ტებ­მა მრა­ვალ­გზის გა­ამ­დიდ­რეს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, თუმ­ცა, ჩვენ მათი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­და, რად­გან ის მათ­მა წი­ნაპ­რებ­მა ჩვენს ნა­პი­რებ­თან მო­ი­ტა­ნეს... ვხე­დავთ მათ ტკი­ვილს და ვა­დას­ტუ­რებთ ის­ტო­რი­ას. ამას იმი­ტომ ვა­კე­თებთ, რომ აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დეს - ნათ­ქვა­მია ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ნამ ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბო­და, მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმის შე­სა­ხებ, რომ ბა­ი­დე­ნი აპი­რებ­და სი­ტყვა "გე­ნო­ცი­დის" გა­მო­ყე­ნე­ბას, რა­საც თურ­ქე­თის მხრი­დან მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

მსვლე­ლო­ბა ერევ­ნის ქუ­ჩებ­ში, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად და­ხო­ცილ სო­მეხ­თა ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნა - 2021 წლის 23 აპ­რი­ლი. ფოტო: Reuters

თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მუს­ტა­ფა სენ­თოფ­მა ბა­ი­დე­ნის ამ ნა­ბიჯს პო­პუ­ლის­ტუ­რი უწო­და. გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე სენ­თო­ფი ამ­ბობ­და, რომ თუ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი 1915 წლის მოვ­ლე­ნებს გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რებ­და, ეს იქ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, ოღონდ სა­მარ­თლებ­რი­ვი ძა­ლის გა­რე­შე, ხოლო გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რე­ბის­კენ სომ­ხე­თის მო­წო­დე­ბე­ბი თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას ჩრდილს მი­ა­ყე­ნებ­და.

"თურ­ქეთს არა­ვის­გან არა­ფე­რი ეს­წავ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­კუ­თა­რი წარ­სულ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ, თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კა­სა და თურ­ქეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას და­ძა­ბავს.

Wall Street Journal ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა იყო, რო­მელ­მაც ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. ის მა­შინ­ვე აი­ტა­ცეს სომ­ხურ­მა და თურ­ქულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა. თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ამე­რი­კა­ში "სომ­ხურ­მა ლობ­მა" ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აშშ-ს მად­ლო­ბას უხ­დის ამ გამ­ბე­და­ო­ბის­თვის და იმე­დოვ­ნებს, რომ ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი არ მოჰ­ყვე­ბა." ზო­გი­ერ­თის შე­ფა­სე­ბით კი, შე­საძ­ლოა, ეს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის არ­ჩევ­ნებ­ში მო­გე­ბის გეგ­მის ნა­წი­ლი იყოს, სომ­ხუ­რი ლო­ბის ჩა­რე­ვით, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი სარ­გე­ბელს შეჰ­პირ­და.

სომ­ხებ­მა გუ­შინ 106 წლის წინ მა­სობ­რი­ვად და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს

სხვე­ბის ვერ­სი­ით, ამე­რი­კამ და­ი­ნა­ხა, რომ სომ­ხურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი იზ­რდე­ბა და "ქვეყ­ნის­თვის მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო დრო და ფორ­მა შე­არ­ჩია..."

"ჯერ კი­დევ 2019 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს, ამე­რი­კის კონ­გრეს­მენ­თა პა­ლა­ტამ სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დი აღი­ა­რა. აღი­ა­რე­ბას 405-მა ადა­მი­ან­მა მის­ცა ხმა, 11 კი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, სამ­მა ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში თავი შე­ი­კა­ვა. მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მიერ გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავ­და, ოღონდ ძა­ლა­ში ამე­რი­კის სე­ნა­ტი­სა და პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ ფიქ­ტი­ურ დო­კუ­მენ­ტად ით­ვლე­ბო­და... ეს გან­ცხა­დე­ბა ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სია", - წერს ერთ-ერთ სო­მე­ხი აქ­ტი­ვის­ტი გორ არ­მა­თუ­ნი.

"იცი­ან, რომ სომ­ხეთ­ში არ­ცა­ხის ომის შემ­დეფ მძი­მე ფო­ნია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა­ღაც წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ხომ გვჭირ­დე­ბო­და?! ჰოდა, ზუს­ტად არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ჩვენ­მა პრე­მი­ერ­მა ამე­რი­კა­ში სომ­ხურ ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სთხო­ვა, ალ­ბათ, პრი­ვი­ლე­გი­ებ­საც შეჰ­პირ­დე­ბო­და. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ხომ ბევ­რჯერ დაგ­ვიმ­ტკი­ცა, რომ უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა­ღაც გა­მო­სავ­ლის უნა­რი აქვს. ეს მო­რი­გი ნა­ბი­ჯია, ახლა მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა­ზე თა­მა­შობს, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სჭრი­დე­ბო­და, თან ამე­რი­კა რომ ან­გა­რიშს გვი­წევს, ეს დაგ­ვა­ნა­ხა. ბოლო დროს ხალ­ხი რუ­სეთ­ზე გამ­წყრა­ლია, ომში მისი ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო", - მი­აჩ­ნია ამა­ი­ან ვარ­და­ნი­ანს.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სომ­ხე­ბი1915 წელს გარ­დაც­ვლილ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს იხ­სე­ნე­ბენ და მათ ხსოვ­ნას პა­ტივს მი­ა­გე­ბენ

"ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა მნიშ­ვლოვ­ნად ცვლის რე­გი­ონ­ში ამე­რი­კის გე­ოს­ტრა­ტი­გი­ას. ვა­შინგტონს ახლო და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში რომ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ეს დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია და ამის­თვის არც თურ­ქე­თის ჩა­ჩო­ჩე­ბას მო­ე­რი­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, არც ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დგომ მო­სა­ლოდ­ნელ პო­ლი­ტი­კურ შე­დე­გებს მო­ე­რი­დე­ბა", - წერს აღ­მო­სავ­ლეთმცდო­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი რუ­ბენ საფ­რას­ტი­ა­ნი.

"ამე­რი­კა-თურ­ქე­თის ურ­თერ­თო­ბა ისე­დაც კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე იყო. მათ უამ­რა­ვი უთან­ხმო­ე­ბა აქვთ. ან­ტი­თურ­ქუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ვა­შინგტონ­ში აშ­კა­ა­რა. ბა­ი­დე­ნის გუნდში გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ლო­ბი­რე­ბას უწე­ვენ, რათა მათ წარ­მოს­თქვან სი­ტყვა "გე­ნო­ცი­დი", მათ შო­რის, სე­ნა­ტო­რი, დე­მოკ­რა­ტი რო­ბერტ მე­ნენ­დე­სი, სწო­რედ ის არის ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის ერთ-ერთი ავ­ტო­რი. ასე­ვე ბა­რაკ ობა­მას ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე, სა­მა­ნა პა­უ­ე­რი... ასე რომ, პრო­ცე­სე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა", - ამ­ბობს ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი სუ­რენ საგრსი­ა­ნი kavkaz-uzel.eu-სთან სა­უბ­რი­სას.

წყა­რო: kavkaz-uzel.eu

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
21

,,გაადეპორტა" ???

ექსპერტი
73

ჩვენც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არ თუ ვერ?

ავტორი:

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა - რა შეფასებები მოჰყვა თურქეთსა და სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და რა ახალი გეოსტრატეგიული პროცესები იწყება რეგიონში

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა - რა შეფასებები მოჰყვა თურქეთსა და სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და რა ახალი გეოსტრატეგიული პროცესები იწყება რეგიონში

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ის არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში სომეხთა მასობრივად დახოცვას გენოციდი უწოდა.

ოსმალეთის იმპერიაში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა:

"ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ გენოციდს ემსხვერპლა. ოსმალეთის ხელისუფლებამ მილიონნახევარი სომეხი გაასახლა, დიდი ნაწილი დახოცა. ვინც გადარჩა, ახალი საცხოვრებლის პოვნა მოუწია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა, ჩვენ მათი ტრაგიკული ისტორია ყოველთვის გვახსოვდა, რადგან ის მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს... ვხედავთ მათ ტკივილს და ვადასტურებთ ისტორიას. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ აღარასდროს განმეორდეს - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სანამ ჯო ბაიდენის განცხადება გავრცელდებოდა, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბაიდენი აპირებდა სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას, რასაც თურქეთის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მსვლელობა ერევნის ქუჩებში, რომელიც მასობრივად დახოცილ სომეხთა ხსოვნას მიეძღვნა - 2021 წლის 23 აპრილი. ფოტო: Reuters

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა სენთოფმა ბაიდენის ამ ნაბიჯს პოპულისტური უწოდა. განცხადების გავრცელებამდე სენთოფი ამბობდა, რომ თუ ამერიკის პრეზიდენტი 1915 წლის მოვლენებს გენოციდად აღიარებდა, ეს იქნებოდა პოლიტიკური განცხადება, ოღონდ სამართლებრივი ძალის გარეშე, ხოლო გენოციდად აღიარებისკენ სომხეთის მოწოდებები თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას ჩრდილს მიაყენებდა.

"თურქეთს არავისგან არაფერი ესწავლება, განსაკუთრებით, საკუთარი წარსულზე“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქული მედია წერს, რომ ბაიდენის განცხადება ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობას დაძაბავს.

Wall Street Journal ერთ-ერთი პირველი გამოცემა იყო, რომელმაც ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ის მაშინვე აიტაცეს სომხურმა და თურქულმა გამოცემებმა. თურქული მედია წერს, რომ ამერიკაში "სომხურმა ლობმა" ბაიდენის ადმინისტრაციაზე გავლენა იქონია.

ბოლო რამდენიმე დღეა სომხური საზოგადოება აშშ-ს მადლობას უხდის ამ გამბედაობისთვის და იმედოვნებს, რომ ბაიდენის განცხადებას რამდენიმე დღეში "განსხვავებული ინტერპრეტაციები არ მოჰყვება." ზოგიერთის შეფასებით კი, შესაძლოა, ეს ნიკოლ ფაშინიანის არჩევნებში მოგების გეგმის ნაწილი იყოს, სომხური ლობის ჩარევით, რომელსაც პრემიერი სარგებელს შეჰპირდა.

სომხებმა გუშინ 106 წლის წინ მასობრივად დახოცილი ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს

სხვების ვერსიით, ამერიკამ დაინახა, რომ სომხურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები იზრდება და "ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოცხადების საუკეთესო დრო და ფორმა შეარჩია..."

"ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ოქტომბერს, ამერიკის კონგრესმენთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა. აღიარებას 405-მა ადამიანმა მისცა ხმა, 11 კი წინააღმდეგი იყო, სამმა ხმის მიცემის პროცესში თავი შეიკავა. მიღებული რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ გენოციდის აღიარებას ნიშნავდა, ოღონდ ძალაში ამერიკის სენატისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ფიქტიურ დოკუმენტად ითვლებოდა... ეს განცხადება ახალი ეპოქის დასაწყისია", - წერს ერთ-ერთ სომეხი აქტივისტი გორ არმათუნი.

"იციან, რომ სომხეთში არცახის ომის შემდეფ მძიმე ფონია ყველა მიმართულებით და რაღაც წამახალისებელი ხომ გვჭირდებოდა?! ჰოდა, ზუსტად არჩევნების წინ, ჩვენმა პრემიერმა ამერიკაში სომხურ ლობის გააქტიურება სთხოვა, ალბათ, პრივილეგიებსაც შეჰპირდებოდა. ნიკოლ ფაშინიანმა ხომ ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რომ უმძიმეს სიტუაციაში რაღაც გამოსავლის უნარი აქვს. ეს მორიგი ნაბიჯია, ახლა მოსახლეობის განწყობაზე თამაშობს, მხარდამჭერები სჭრიდებოდა, თან ამერიკა რომ ანგარიშს გვიწევს, ეს დაგვანახა. ბოლო დროს ხალხი რუსეთზე გამწყრალია, ომში მისი ნეიტრალური პოზიციის გამო", - მიაჩნია ამაიან ვარდანიანს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სომხები1915 წელს გარდაცვლილ თანამემამულეებს იხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ

"ბაიდენის განცხადება მნიშვლოვნად ცვლის რეგიონში ამერიკის გეოსტრატიგიას. ვაშინგტონს ახლო და შუა აღმოსავლეთში რომ თავისი ინტერესები აქვს, ეს დიდი ხანია ცნობილია და ამისთვის არც თურქეთის ჩაჩოჩებას მოერიდება, შესაბამისად, არც ამ განცხადების შემდგომ მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებს მოერიდება", - წერს აღმოსავლეთმცდონების ინსტიტუტის დირექტორი რუბენ საფრასტიანი.

"ამერიკა-თურქეთის ურთერთობა ისედაც კრიტიკულ ზღვარზე იყო. მათ უამრავი უთანხმოება აქვთ. ანტითურქული განწყობები ვაშინგტონში აშკაარა. ბაიდენის გუნდში გავლენიანი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც ლობირებას უწევენ, რათა მათ წარმოსთქვან სიტყვა "გენოციდი", მათ შორის, სენატორი, დემოკრატი რობერტ მენენდესი, სწორედ ის არის ამ რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი. ასევე ბარაკ ობამას ყოფილი თანაშემწე, სამანა პაუერი... ასე რომ, პროცესები საინტერესოდ ვითარდება", - ამბობს ამერიკული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი სურენ საგრსიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას.

წყარო: kavkaz-uzel.eu

"ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს" - ფილიპინების პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობას

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

"დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ" - მარია ზახაროვა