სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე
"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

ჟურ­ნა­ლისტს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო ცხოვ­რე­ბა არ აქვს და საქ­მი­ა­ნო­ბის უსაფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, - ასე აფა­სე­ბენ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძი­სა და რე­ჟი­სორ გოგა ხან­დრა­ვას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

რო­გორც "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ალე­კო ცქი­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნამ­დვი­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­გორც "უც­ნო­ბის“, ისე გოგა ხა­ნიდ­რა­ვას მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

"საქ­მე ეხე­ბა ჟურ­ნა­ლისტზე ძა­ლა­დო­ბა­სა და თავ­დას­ხმას. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს აკის­რია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი სწრა­ფად იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის­გან არ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. გა­საკ­ვი­რია გოგა ხა­ნიდ­რა­ვას­გან ასე­თი გან­ცხა­დე­ბა, თვი­თო­ნაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია, პო­ლი­ტი­კო­სი და სა­ჯა­რო პი­რია, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბებ­საც აქვს წონა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. შე­საძ­ლოა მისი მხრი­დან ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლიც იყოს ჟურ­ნა­ლისტზე შემ­დგო­მი თავ­დას­ხმე­ბის“, - აცხა­დებს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

"საია-ს“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ძა­ლა­დო­ბის წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, მო­წო­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

„და­უშ­ვე­ბე­ლია სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავ­დით იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბო­და ასე­თი გან­ცახ­დე­ბე­ბი. ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბის თუ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ჟურ­ნა­ლისტზე თუ სხვა ადა­მი­ან­ზე წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ძა­ლა­დო­ბა“, - აცხა­დებს ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, იმი­სათ­ვის, რომ „და­ა­ნა­ხონ სხვებ­საც, ვინც იქ­ნე­ბი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა მა­თაც ეს და­ე­მარ­თოთ“.

"ვხე­დავთ, რომ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ამ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა უკვე სა­ში­შია. ისი­ნი და­ცუ­ლე­ბი არ არი­ან. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხედ­ვათ ბევრ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც მათ თავს ეს­ხმი­ან. ვახო სა­ნა­ი­ას სა­კი­თხი სა­ერ­თოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა“, - აცხა­დებს ეკა გი­გა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
62

მორჩი რა ბოდვას ვითომ ჟურნალისტო. აი პირიქითაა საქმე. მოძალადე, ვითომ ჟურნალისტების აგრესიის გამო, ხალხს არ გვეძლევა მშვიდი და ადამიანური ცხოვრების საშუალება.

ლონდა
84

ცოტაცა ცოტაცა და გიასაც და გოგასაც ვნახავთ სოროში შემძვრალებს.მაგ ვაი პატრიოტებს და ფულზე გაყიდულებს ისტორია სამარცხვინო ბოძზე გააკრავს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო ცხოვრება არ აქვს და საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, - ასე აფასებენ მედიასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძისა და რეჟისორ გოგა ხანდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნამდვილად შემაშფოთებელია, როგორც "უცნობის“, ისე გოგა ხანიდრავას მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

"საქმე ეხება ჟურნალისტზე ძალადობასა და თავდასხმას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ ასეთი საქმეები სწრაფად იყოს გამოძიებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებაში მიცემული პირები აღკვეთის ღონისძიებისგან არ უნდა გათავისუფლდნენ. გასაკვირია გოგა ხანიდრავასგან ასეთი განცხადება, თვითონაც გარკვეულწილად ჟურნალისტური წარსულის მქონე ადამიანია, პოლიტიკოსი და საჯარო პირია, რომლის განცხადებებსაც აქვს წონა საზოგადოებისთვის. შესაძლოა მისი მხრიდან ასეთი მოწოდებები წამახალისებელიც იყოს ჟურნალისტზე შემდგომი თავდასხმების“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

"საია-ს“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით კი, ძალადობის წამხალისებელი ნებისმიერი განცხადება, მოწოდება მიუღებელია.

„დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავდით იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა ასეთი განცახდებები. ასეთი განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იქნება, მხარდამჭერების თუ ოპოზიციის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელია. დაუშვებელია, რომ ჟურნალისტზე თუ სხვა ადამიანზე წახალისებული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა“, - აცხადებს ნიკოლოზ სიმონიშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, იმისათვის, რომ „დაანახონ სხვებსაც, ვინც იქნებიან კრიტიკულები, შესაძლოა მათაც ეს დაემართოთ“.

"ვხედავთ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის ამ ქვეყანაში მუშაობა უკვე საშიშია. ისინი დაცულები არ არიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედვათ ბევრ შემთხვევას, როდესაც მათ თავს ესხმიან. ვახო სანაიას საკითხი საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევაა“, - აცხადებს ეკა გიგაური.

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე

როდიდან დაიწყება "ფაიზერით" 16-17 წლის პირების აცრა საქართველოში - ამირან გამყრელიძის პასუხი

რამდენი ექიმია აცრილი საქართველოში - მედიცინის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ვაცინაციის სტატისტიკა