მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ადგილი დარბაზშია..." - რას წერს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ?
"ჩემი ადგილი დარბაზშია..." - რას წერს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ?

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ტო­ვა, თვლის, რომ მისი ად­გი­ლი დარ­ბაზ­შია, კო­ლე­გე­ბის გვერ­დით და არა სპი­კე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

ამის შე­სა­ხებ თა­ლაკ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­და შე­თან­ხმე­ბით, რო­მელ­შიც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად, მე პარ­ტია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” წარ­მო­ვად­გენ­დი - ვთვლი, რომ პარ­ლა­მენ­ტში შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თვის­თვის, მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დავ­ტო­ვო სპი­კე­რის პო­ზი­ცია და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­ვად­გი­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან გა­უ­ძღვე­ბა. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ვა­კე­თოთ რო­ტა­ცია.

ახლა, როცა პარ­ლა­მენ­ტში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოპო­ზი­ცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ად­გი­ლი დარ­ბაზ­შია, კო­ლე­გე­ბის გვერ­დით და არა სპი­კე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო მე-9 და მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტებ­ში თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი გუნდს და ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­თვის. ერ­თად გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას და ბრძო­ლას მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­თვის!" - წერს თა­ლაკ­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

მის ნაც­ვლად პარ­ლა­მენტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კახა კუ­ჭა­ვას კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხედავთ
8

ხედავთ რა თავმდაბალია არჩილი? მიბაძეთ დანარჩენო პარლამენტარებო.თქვენი ადგილი არ არის მანდ და დაახვიეთ, სანამ ქართველი ხალხი დაგახვევინებთ.პოზიცია ოპოზიციანად

მონ
8

ღმერთო, ოღონდ ლექსების წერას არ დაანებოს თავი და პარლამენტი და ჩვენი თავი ჯანდაბას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი ადგილი დარბაზშია..." - რას წერს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ?

"ჩემი ადგილი დარბაზშია..." - რას წერს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ?

არჩილ თალაკვაძე, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თვლის, რომ მისი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

"იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენდი - ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია.

ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი გამარჯვებებისთვის!" - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მის ნაცვლად პარლამენტს "ქართული ოცნება" კახა კუჭავას კანდიდატურას წარუდგენს.

საქართველოში სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ჩამოვლენ

"ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან ჩემი ფეხით გამოთრევას - ვნახავ, ამისთვის შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"მისთვის ძალიან არასწორია გადაწყვეტილებაა" - რას აცხადებს თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე?