სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?
"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ, business-gazeta-მ ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­თან, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.ხვი­ჩამ ისა­უბ­რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე, თა­ვის ბავ­შვო­ბა­სა და ოჯახ­ზე.

"მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნი", "იუ­ვენ­ტუ­სი", "მი­ლა­ნი", "აიაქ­სი", "ნა­პო­ლი" - ეს მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც "რუ­ბი­ნის" ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლავ­ზე, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ინ­ტე­რესს იჩე­ნენ. თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ყა­ზა­ნე­ლებ­მა თქვეს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბით არ­ცერ­თი კლუ­ბი არ და­კავ­ში­რე­ბი­ათ, სატ­რანსფე­რო ფან­ჯრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ხვი­ჩა, შენ თბი­ლის­ში და­ი­ბა­დე, ბავ­შვო­ბა­ში კი დროს სა­მეგ­რე­ლო­შიც ატა­რებ­დი. მოგ­ვი­ყე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ეს კუ­თხე რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- ეს ჩემი სამ­შობ­ლოა, ყო­ველ­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, ვცდი­ლობ წა­ვი­დე. სა­მეგ­რე­ლო ერთ-ერთი ის კუ­თხეა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბით. რე­ლი­ე­ფი ჩვენს რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, გვაქვს მთე­ბიც და ვა­კე­ე­ბიც. იქ ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, ისი­ნი ბევ­რს შრო­მო­ბენ, ცდი­ლო­ბენ მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბას.

- შენ მეგ­რე­ლი ხარ ხომ?

- დიახ, ამა­ზე ჩემი გვა­რის და­ბო­ლო­ე­ბაც მე­ტყვე­ლებს. მეგ­რე­ლე­ბი სხვა ქარ­თუ­ლი კუ­თხის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან ოდ­ნავ გან­სხვავ­დე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. ჩვე­ნი სა­ფირ­მო კერ­ძი ელარ­ჯია. სა­მეგ­რე­ლო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ად­გი­ლია, ვურ­ჩევ ყვე­ლას იქ ჩას­ვლას. ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე თა­ვი­სე­ბუ­რად ლა­მა­ზია. რო­დე­საც ტუ­რის­ტე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას სტუმ­რო­ბენ, ბევრ ად­გი­ლას მი­დი­ან, რად­გან რთუ­ლია გა­მო­არ­ჩიო ერთ-ერთი.

- სლუც­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ველ ვარ­ჯიშ­ზე და­ცე­მი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მო­თხოვ­ნის გამო, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა და­ი­წყო, ამის შემ­დეგ კი ვარ­ჯი­ში უნდა გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ...

- პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის დროს, არ და­მა­ჯა­რი­მეს, თუმ­ცა ახლა კი, დიახ ასე­თი პრაქ­ტი­კაც არ­სე­ბობს. მძი­მე კონ­ტაქ­ტის დრო­საც ჩვენ ვდგე­ბით და ვარ­ჯიშს ვაგ­რძე­ლებთ. თუ არ მოკ­ვდი, უნდა წა­მოდ­გე.

- თუ "რუ­ბი­ნი" სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ონს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ვინ გა­ი­მარ­ჯვებს?

- რა თქმა უნდა, "რუ­ბი­ნი" გა­ი­მარ­ჯვებს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა კარგ გუნ­დებ­საც შეხ­ვდე­ბით, მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი", რო­მელ­მაც მოს­კო­ვის "დი­ნა­მო" ევ­რო­პის ლი­გი­დან გა­მო­თი­შა. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, რაც ჩემ­პი­ო­ნატს ნამ­დვი­ლად ეხ­მა­რე­ბა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პროგ­რე­სი­რებს და ვი­თარ­დე­ბა, მო­ედ­ნე­ბი შენ­დე­ბა, ბა­ზე­ბი და ა.შ.

- მა­მათ­ქვენ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბი რა­ტომ აირ­ჩია?

- რთუ­ლია გი­პა­სუ­ხოთ ამა­ზე, რად­გან მას­თან ამა­ზე არას­დროს მი­სა­უბ­რია. მა­მა­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­პა­რე­ზობ­და, ეს ალ­ბათ მისი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი იყო. არ ვიცი, ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ზე რას ფიქ­რობ­დნენ.

- თქვენ სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ხართ ხომ სა­ქარ­თვე­ლო­ში? სა­უ­კე­თე­სო­დაც და­გა­სა­ხე­ლეს..

- არა არ ვარ, კარ­გია სა­უ­კე­თე­სოდ და­სა­ხე­ლე­ბა, თუმ­ცა ვარ­ჯი­ში გრძელ­დე­ბა. აღი­ა­რე­ბა ნამ­დვი­ლად კარ­გია, თუმ­ცა ამას ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად ვაქ­ცევ. ქუ­ჩა­შიც, რა თქმა უნდა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვარ ხოლ­მე, ფო­ტო­ებს ვი­ღებთ, ავ­ტოგ­რაფს ვაძ­ლევ, ზო­გიც "რუ­ბი­ნის" თა­მა­შებ­ზე ჩა­მო­დის.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სლუც­კი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი გახ­და და მი­გიწ­ვი­ათ იქ, თქვენ რას ეტყო­დით?

- მე ქარ­თვე­ლი ვარ, და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვი­თა­მა­შებ­დი ჩემს ნაკ­რებ­ში. კი იქ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბის შან­სი ნაკ­ლე­ბად გვაქვს, თუმ­ცა ის ჩემი სამ­შობ­ლოა. რა­ი­ან გიგ­ზი უელ­სის ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და, თუმ­ცა ვე­რა­ფერს მი­აღ­წია იქ, შემ­დეგ მო­ვი­და გა­რეთ ბე­ი­ლი და გა­იყ­ვა­ნა გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს..

გა­ე­ცა­ნით სრუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს თარ­გმანს

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგარ
8

მაგარი დადებითი პიროვნება ჩანს. რაღაცნაირი ალალი სახე იყურება ფოტოდან. წარმატებები მას და იმედია შემდგომში ზოგიერთი სხვა თანამემამულე ფეხბურთელივით ბრენდული ტრიკოების, ჯიპების და რაღაც ტინოტანატუნოების ფოტოებს არ გამოდებს ინსტაგრამზე. 

ნინო
0

კარგო ბიჭო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

რუსულმა გამოცემამ, business-gazeta-მ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.ხვიჩამ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რუსეთში ცხოვრებაზე, თავის ბავშვობასა და ოჯახზე.

"მიუნხენის "ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი", "აიაქსი", "ნაპოლი" - ეს მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც "რუბინის" ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველკვირეულად ინტერესს იჩენენ. თუ გარკვეული პერიოდის წინ ყაზანელებმა თქვეს, რომ ოფიციალური წინადადებით არცერთი კლუბი არ დაკავშირებიათ, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება", - წერს გამოცემა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუდან:

- ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, ბავშვობაში კი დროს სამეგრელოშიც ატარებდი. მოგვიყევი საქართველოს ეს კუთხე რას ნიშნავს შენთვის?

- ეს ჩემი სამშობლოა, ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვარ, ვცდილობ წავიდე. სამეგრელო ერთ-ერთი ის კუთხეა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ საქართველოში იმყოფებით. რელიეფი ჩვენს რეგიონში ძალიან განსხვავებულია, გვაქვს მთებიც და ვაკეებიც. იქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ისინი ბევრს შრომობენ, ცდილობენ მეურნეობის წარმოებას.

- შენ მეგრელი ხარ ხომ?

- დიახ, ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელები სხვა ქართული კუთხის მაცხოვრებლებისგან ოდნავ განსხვავდებიან, მაგალითად, სამზარეულოთი. ჩვენი საფირმო კერძი ელარჯია. სამეგრელო ძალიან ლამაზი ადგილია, ვურჩევ ყველას იქ ჩასვლას. ზოგადად, საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია. როდესაც ტურისტები ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ, ბევრ ადგილას მიდიან, რადგან რთულია გამოარჩიო ერთ-ერთი.

- სლუცკიმ განაცხადა, რომ პირველ ვარჯიშზე დაცემისა და სამედიცინო მოთხოვნის გამო, ფეხბურთელების დაჯარიმება დაიწყო, ამის შემდეგ კი ვარჯიში უნდა გაგეგრძელებინათ...

- პირველი შემთხვევის დროს, არ დამაჯარიმეს, თუმცა ახლა კი, დიახ ასეთი პრაქტიკაც არსებობს. მძიმე კონტაქტის დროსაც ჩვენ ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოკვდი, უნდა წამოდგე.

- თუ "რუბინი" საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდება, ვინ გაიმარჯვებს?

- რა თქმა უნდა, "რუბინი" გაიმარჯვებს, თუმცა საქართველოში სხვა კარგ გუნდებსაც შეხვდებით, მაგალითად, თბილისის "ლოკომოტივი", რომელმაც მოსკოვის "დინამო" ევროპის ლიგიდან გამოთიშა. ჩემს ქვეყანაში ასევე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატს ნამდვილად ეხმარება. ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს და ვითარდება, მოედნები შენდება, ბაზები და ა.შ.

- მამათქვენმა აზერბაიჯანის ნაკრები რატომ აირჩია?

- რთულია გიპასუხოთ ამაზე, რადგან მასთან ამაზე არასდროს მისაუბრია. მამაჩემი აზერბაიჯანის ჩემპიონატში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა, ეს ალბათ მისი პირადი არჩევანი იყო. არ ვიცი, ქართველები ამაზე რას ფიქრობდნენ.

- თქვენ სუპერვარსკვლავი ხართ ხომ საქართველოში? საუკეთესოდაც დაგასახელეს..

- არა არ ვარ, კარგია საუკეთესოდ დასახელება, თუმცა ვარჯიში გრძელდება. აღიარება ნამდვილად კარგია, თუმცა ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ქუჩაშიც, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე, ფოტოებს ვიღებთ, ავტოგრაფს ვაძლევ, ზოგიც "რუბინის" თამაშებზე ჩამოდის.

- წარმოიდგინეთ, სლუცკი რუსეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა და მიგიწვიათ იქ, თქვენ რას ეტყოდით?

- მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და ვითამაშებდი ჩემს ნაკრებში. კი იქ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი ნაკლებად გვაქვს, თუმცა ის ჩემი სამშობლოა. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში თამაშობდა, თუმცა ვერაფერს მიაღწია იქ, შემდეგ მოვიდა გარეთ ბეილი და გაიყვანა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. ყველას თავისი გზა აქვს..

გაეცანით სრული ინტერვიუს თარგმანს

ხვიჩა კვარაცხელია პიონერის ფორმაში, წითელი ყელსახვევით - "რუბინის“ მწვრთნელს დაბადების დღე ფეხბურთელებმა ვიდეორგოლით მიულოცეს

"ყვითელი ფოთლები" ევროკავშირის ელჩის შესრულებით - კარლ ჰარცელმა გიორგი უშიკიშვილთან ერთად იმღერა

კვარაცხელიამ ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის გრინვუდსა და ვინისიუსს გადაუსწრო - რომელ ადგილზეა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"