სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?
"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე რუ­სულ კონ­კურ­სში Ну-ка, все вместе! მე­ო­რედ გა­მოჩ­ნდა, რაც ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. ჟი­უ­რი ისევ აღაფრ­თო­ვა­ნა და ფი­ნალ­შიც გა­და­ვი­და. ნუ­ცამ უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის "queen of the night" ისე შე­ას­რუ­ლა, რომ ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი ფეხ­ზე წა­მოდ­გა და მათ­გან სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბე­ბიც და­იმ­სა­ხუ­რა.

ნუცა ახლა ალ­ბა­ნეთ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ფეს­ტი­ვალ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ქარ­თველ მომ­ღე­რალს AMBEBI.GE ალ­ბა­ნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ნუცა, მე­ო­რედ რო­გორ მოხ­ვდი ამ შო­უ­ში?

- დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, რომ ამ შო­უ­ში მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­სულ წელს, ამ კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბი­დან, სამ თვე­ში პრო­დი­უ­სერ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა: - შენ­თვის ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი და­ვუშ­ვით, შო­უ­ში უნდა და­გაბ­რუ­ნოთ, მაგ­რამ ეს სი­ურპრი­ზად უნდა დარ­ჩეს, ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ ჟი­უ­რის წევ­რებ­სო. ამ სი­ურპრიზ­მა ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა. ჩემი შო­უ­ში დაბ­რუ­ნე­ბა პი­რა­დად პრო­დი­უ­სე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ერ­თა­დერ­თი ვარ, ვის­თვი­საც ასე­თი პრე­ცენ­დენ­ტი და­უშ­ვეს. მოს­კოვ­ში რომ ჩა­ვე­დი ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: - შენ მოს­კოვ­ში ხარ და არ გვნა­ხუ­ლო­ბო? არა­და, არ მქონ­და უფ­ლე­ბა მე­ნა­ხა და ვინ­მეს­თვის მეთ­ქვა.

- ნუცა, რამ­დე­ნად რთუ­ლი გა­და­სა­წყვე­ტი იყო, ამ კონ­კურ­სში მე­ო­რედ მი­გე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო მე­ო­რედ გავ­სუ­ლი­ყა­ვი, წინა კონ­კურ­სზე ყვე­ლამ ნახა, რომ უსა­მარ­თლო­ბა მოხ­და და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ჩემი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რა თქმა უნდა, ამა­ზე ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნი ხმა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ კი­დევ უნდა მე­ცა­და და გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა შან­სი, რო­მე­ლიც გეძ­ლე­ვა, ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. ზო­გა­დად ასე ვარ, ნე­ბის­მი­ერ შანსს ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი. ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა იყო სა­უ­კე­თე­სო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კარ­გი იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­ვე­დი და მათი სა­ხე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე, მათი შე­ძა­ხი­ლე­ბი გა­ვი­გო­ნე - შოკ­ში იყ­ვნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟუ­რის წევ­რებს, ზო­გი­ერთ მათ­განს ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დი, სხვა­თა შო­რის, ახლა ასე­თი სი­ახ­ლე მაქვს, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­დან ერთ-ერ­თმა კომ­პო­ზი­ტორ­მა ოლეგ ვლად­მა ახა­ლი სიმ­ღე­რა და­მი­წე­რა და მას­თან ერ­თად ბევრ სიმ­ღე­რას შევ­თა­ვა­ზებ მსმე­ნელს, რად­გან სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ტო­რია, ყვე­ლა იქა­ურ ვარ­სკვლავს უწერს სიმ­ღე­რებს. ჩე­მით ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვან­და და სიმ­ღე­რის და­წე­რა თვი­თონ შე­მომ­თა­ვა­ზა, ეს სინ­გლი ფი­ნა­ლის შემ­დეგ გა­მო­ვა, მერე კლი­პის გა­და­ღე­ბა­საც ვგეგ­მავთ და წინ ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს. ასე­ვე ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დი სემ პი­კარს. სერ­გეი ლა­ზა­რევს წინა კონ­კურ­სი­დან და­ვუ­მე­გობ­რდი, მის­თვის არ მით­ქვამს, რომ მე­ო­რედ ვა­პი­რებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და რომ და­მი­ნა­ხა, გა­გიჟ­და. ჩვე­ნი სა­კონ­კურ­სო ის­ტო­რი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს, თვი­თო­ნაც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია ჰქონ­და "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. ორი­ვე ორ­ჯერ გა­ვე­დით და ორი­ვე ახ­ლოს ვი­ყა­ვით გა­მარ­ჯვე­ბას­თან. ჩემ­თან ერ­თად ლა­ზა­რე­ვიც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, მან იცო­და ეს რა გან­ცდაა, იცის რო­გო­რია, როცა მე­ო­რედ გა­დი­ხარ იმ პრო­ექ­ტში, რო­მელ­შიც იყა­ვი, თან გა­მარ­ჯვე­ბას­თან ახ­ლოს, მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბის გამო ვერ გა­ი­მარ­ჯვე...

- ფი­ნალ­ში რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- რომ გი­თხრათ, ასი პრო­ცენ­ტით გა­ვი­მარ­ჯვებ-მეთ­ქი, ასე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ. შე­იძ­ლე­ბა არც კი გა­ვი­მარ­ჯვო, რად­გან შე­საძ­ლოა უსა­მარ­თლო­ბა ისევ გან­მე­ორ­დეს, თუმ­ცა ჩე­მის მხრივ შე­ვეც­დე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თო. ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ვი­ღე პო­ზი­ტი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლი და სავ­სე ვარ ამ სიყ­ვა­რუ­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს ამ პრო­ექტს, არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ რუ­სე­ბი, სომ­ხე­ბი, ალ­ბა­ნე­ლე­ბი, ყა­ზა­ხე­ბი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტმა აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა.

- ნუცა, კონ­კურ­სზე სულ ახ­ლა­ხანს იმ­ყო­ფე­ბო­დი და უკვე ალ­ბა­ნეთ­ში ხარ, ფეს­ტი­ვალ­ზე...

- ახლა ვარ ალ­ბა­ნეთ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ფეს­ტი­ვალ­ზე “magic song 2021”. ხა­რის­ხით და­ახ­ლო­ე­ბით "ევ­რო­ვი­ზი­ის" მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლია. ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი მუ­შა­ობს ამ ფეს­ტი­ვალ­ზე, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის გა­და­ღე­ბე­ბი აქვთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემს სიმ­ღე­რა­ზე კლი­პი გა­და­ი­ღეს. ისე დამ­ხვდნენ, ისე­თი გა­და­ცე­მე­ბი მო­მი­ძღვნეს და იმ­დე­ნად სა­უ­კე­თე­სოდ იმუ­შა­ვა ამ ჯგუფ­მა ჩემს გა­მოს­ვლა­ზე, რომ ალ­ბა­ნეთ­ში ჩას­ვლის დღი­დან, თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ვარ­სკვლა­ვად ვგრძნობ. ეს გა­მოს­ვლა მექ­ნე­ბა ერთ კვი­რა­ში. ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ტა­ნე მიშო სუ­ლუ­ხი­ას უძ­ლი­ე­რე­სი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც და­წე­რის­თა­ნა­ვე მე მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, რომ ამ სიმ­ღე­რას შენს მეტი ვე­რა­ვინ იმ­ღე­რებ­სო.

ამ ფეს­ტი­ვა­ლის პლი­უ­სი არის ის, რომ დიდი და პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ცალ-ცალ­კე არის, მე დიდი ვარ­სკვლა­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­ვე­დი. ეთერ­ში ერთ კვი­რა­ში გა­მო­ვა, მა­ი­სის ბო­ლოს­კენ კი დიდი ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც ათი დღით წა­ვალ. უკვე გა­ვი­ცა­ნი ალ­ბა­ნეთ­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­მაც შექ­მნა ეს ფეს­ტი­ვა­ლი, ასე­ვე ალ­ბა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც სულ ჰი­ტე­ბი აქვს და ამ მომ­ღე­რალ­თან ერ­თა­დაც იგეგ­მე­ბა ჩემი ჰი­ტე­ბის ჩა­წე­რა.

- მომ­ღერ­ლის­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­კურ­სებ­სა, თუ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- ვფიქ­რობ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის­თვის, ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა კონ­კურ­სე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბია, რომ მთელ მსოფ­ლი­ოს ანა­ხო შენი ნიჭი, რად­გან ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაკ­ლე­ბად გვეძ­ლე­ვა, ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან ვცდი­ლობ, ყვე­ლა გზა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო, რომ მე თვი­თონ მოვ­ხვდე დიდი ქვეყ­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და შე­ვე­ცა­დო, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს და­ვა­ნა­ხო ჩემი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატია
0

წაიკითხეთ მოქალაქეების აზრები, არ გაიკვიროთ ოღონდ რომ ასე ბევრი შურიანი და ბეყე რომ გვყავს. ნუცა შემოგევლე, არაჩვეულებრივი გოგო ხარ,არაჩვეულებრივი ადამიანი და სულ წინსვლას გისურვებ, არ მიაქციო ამ სოფლუშკა გოგოების ნაჯღაპნს ყურადღება, ხბოები არიან,. 

ხათუნას
22

პრეცედენტი პრეცედენტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ კონკურსში Ну-ка, все вместе! მეორედ გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულოდნელობა იყო. ჟიური ისევ აღაფრთოვანა და ფინალშიც გადავიდა. ნუცამ უიტნი ჰიუსტონის "queen of the night" ისე შეასრულა, რომ ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოდგა და მათგან საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურა.

ნუცა ახლა ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში იღებს მონაწილეობას. ქართველ მომღერალს AMBEBI.GE ალბანეთში დაუკავშირდა:

- ნუცა, მეორედ როგორ მოხვდი ამ შოუში?

- დიდი ხანია ვიცოდი, რომ ამ შოუში მივიღებდი მონაწილეობას. გასულ წელს, ამ კონკურსის დასრულებიდან, სამ თვეში პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა: - შენთვის ასეთი პრეცედენტი დავუშვით, შოუში უნდა დაგაბრუნოთ, მაგრამ ეს სიურპრიზად უნდა დარჩეს, ყველას გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებათ ჟიურის წევრებსო. ამ სიურპრიზმა ნამდვილად გაამართლა. ჩემი შოუში დაბრუნება პირადად პროდიუსერის გადაწყვეტილება იყო. ერთადერთი ვარ, ვისთვისაც ასეთი პრეცენდენტი დაუშვეს. მოსკოვში რომ ჩავედი ჩემი მეგობრები, ჟიურის წევრები მეუბნებოდნენ: - შენ მოსკოვში ხარ და არ გვნახულობო? არადა, არ მქონდა უფლება მენახა და ვინმესთვის მეთქვა.

- ნუცა, რამდენად რთული გადასაწყვეტი იყო, ამ კონკურსში მეორედ მიგეღო მონაწილეობა?

- ძალიან რთული იყო მეორედ გავსულიყავი, წინა კონკურსზე ყველამ ნახა, რომ უსამართლობა მოხდა და მეუბნებოდნენ, რომ პირველი ადგილი ჩემი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ვინერვიულე, თუმცა შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ კიდევ უნდა მეცადა და გავსულიყავი. ყველა შანსი, რომელიც გეძლევა, ბოლომდე უნდა გამოიყენო. ზოგადად ასე ვარ, ნებისმიერ შანსს ბოლომდე მივყვები. ჟიურის შეფასება იყო საუკეთესო, მაგრამ ყველაზე კარგი იყო მომენტი, როდესაც პირველად გავედი და მათი სახეები დავინახე, მათი შეძახილები გავიგონე - შოკში იყვნენ.

რაც შეეხება ჟურის წევრებს, ზოგიერთ მათგანს ძალიან დავუახლოვდი, სხვათა შორის, ახლა ასეთი სიახლე მაქვს, რომ ჟიურის წევრებიდან ერთ-ერთმა კომპოზიტორმა ოლეგ ვლადმა ახალი სიმღერა დამიწერა და მასთან ერთად ბევრ სიმღერას შევთავაზებ მსმენელს, რადგან საუკეთესო კომპოზიტორია, ყველა იქაურ ვარსკვლავს უწერს სიმღერებს. ჩემით ძალიან აღფრთოვანდა და სიმღერის დაწერა თვითონ შემომთავაზა, ეს სინგლი ფინალის შემდეგ გამოვა, მერე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ და წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ასევე ძალიან დავუახლოვდი სემ პიკარს. სერგეი ლაზარევს წინა კონკურსიდან დავუმეგობრდი, მისთვის არ მითქვამს, რომ მეორედ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას და რომ დამინახა, გაგიჟდა. ჩვენი საკონკურსო ისტორიები ერთმანეთს ჰგავს, თვითონაც იგივე სიტუაცია ჰქონდა "ევროვიზიასთან“ დაკავშირებით. ორივე ორჯერ გავედით და ორივე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. ჩემთან ერთად ლაზარევიც ძალიან ნერვიულობდა, მან იცოდა ეს რა განცდაა, იცის როგორია, როცა მეორედ გადიხარ იმ პროექტში, რომელშიც იყავი, თან გამარჯვებასთან ახლოს, მაგრამ უსამართლობის გამო ვერ გაიმარჯვე...

- ფინალში როგორი მოლოდინი გაქვს?

- რომ გითხრათ, ასი პროცენტით გავიმარჯვებ-მეთქი, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. შეიძლება არც კი გავიმარჯვო, რადგან შესაძლოა უსამართლობა ისევ განმეორდეს, თუმცა ჩემის მხრივ შევეცდები, მაქსიმალური გავაკეთო. ჩემი ემოციური მდგომარეობა ახლა ყველაზე მაღალია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე პოზიტივი, სიყვარული და სავსე ვარ ამ სიყვარულით და ბედნიერებით. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ პროექტს, არამხოლოდ ქართველები, არამედ რუსები, სომხები, ალბანელები, ყაზახები. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტმა აქამდე მომიყვანა.

- ნუცა, კონკურსზე სულ ახლახანს იმყოფებოდი და უკვე ალბანეთში ხარ, ფესტივალზე...

- ახლა ვარ ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალზე “magic song 2021”. ხარისხით დაახლოებით "ევროვიზიის" მსგავსი ფესტივალია. ძალიან პროფესიონალური გუნდი მუშაობს ამ ფესტივალზე, უმაღლესი ხარისხის გადაღებები აქვთ, ფაქტობრივად, ჩემს სიმღერაზე კლიპი გადაიღეს. ისე დამხვდნენ, ისეთი გადაცემები მომიძღვნეს და იმდენად საუკეთესოდ იმუშავა ამ ჯგუფმა ჩემს გამოსვლაზე, რომ ალბანეთში ჩასვლის დღიდან, თავს საერთაშორისო დონის ვარსკვლავად ვგრძნობ. ეს გამოსვლა მექნება ერთ კვირაში. ფესტივალზე გავიტანე მიშო სულუხიას უძლიერესი სიმღერა, რომელიც დაწერისთანავე მე მაჩუქა და მითხრა, რომ ამ სიმღერას შენს მეტი ვერავინ იმღერებსო.

ამ ფესტივალის პლიუსი არის ის, რომ დიდი და პატარა ვარსკვლავების ფესტივალი ცალ-ცალკე არის, მე დიდი ვარსკვლავების კატეგორიაში გამოვედი. ეთერში ერთ კვირაში გამოვა, მაისის ბოლოსკენ კი დიდი ფინალი იქნება, სადაც ათი დღით წავალ. უკვე გავიცანი ალბანეთში ნომერ პირველი პროდიუსერი, რომელმაც შექმნა ეს ფესტივალი, ასევე ალბანეთში ყველაზე ცნობილი მომღერალი, რომელსაც სულ ჰიტები აქვს და ამ მომღერალთან ერთადაც იგეგმება ჩემი ჰიტების ჩაწერა.

- მომღერლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია კონკურსებსა, თუ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება?

- ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მომღერლებისთვის, ერთადერთი საშუალება კონკურსები და ფესტივალებია, რომ მთელ მსოფლიოს ანახო შენი ნიჭი, რადგან ამ ყველაფრის გამოვლენის საშუალება ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად გვეძლევა, ამიტომ ბავშვობიდან ვცდილობ, ყველა გზა და შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ მე თვითონ მოვხვდე დიდი ქვეყნების ბაზარზე და შევეცადო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახო ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია