პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ თა­ნამ­შრო­მელს - გი­ორ­გი ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი­სა და დი­მიტ­რი დევ­და­რი­ა­ნის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ. მათ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბით სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა) ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა ედე­ბათ ბრა­ლათ.

რო­გორც დი­მიტ­რი დევ­და­რი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა, და­ვით ჭი­კა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, დევ­და­რი­ა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რომ წვე­ვამ­დე­ლებ­თან და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბა­ში არც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი და არც ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იყო მის­თვის ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლი აქვს დი­მიტ­რი დევ­და­რი­ა­ნის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც მოხ­და და იქ „არ ყო­ფი­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ინ­ფორ­მა­ცია”.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით. მისი პო­ზი­ცია ამ დრო­ის­თვის არის, რომ ის გა­მო­ი­ყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მელ­ზეც მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. მას ორ­ჯერ აქვს მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­კი­თხვის ოქ­მში, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს მის­თვის ცნო­ბი­ლი ფაქ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, მას მი­წო­დე­ბუ­ლი აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ არც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი და არც ასე­თის თა­ო­ბა­ზე იყო მის­თვის ცნო­ბი­ლი. ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბას თან ერ­თვის მი­თი­თე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან მოწ­მე­ე­ბი, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც მოხ­და და არ ყო­ფი­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ინ­ფორ­მა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ჭი­კა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ცვლის უფ­რო­სებ­მა გა­და­ა­მე­ტეს სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, სხვა ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­დას­წრე­ბით, ვა­დი­ა­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი დას­ჯის მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც შე­ლა­ხეს მათი პი­რა­დი ღირ­სე­ბა, არ­სე­ბი­თად და­არ­ღვი­ეს მათი უფ­ლე­ბე­ბი, მი­ა­ყე­ნეს მო­რა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და და­ა­ზი­ა­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

giajano
0

თუ დაუდასტურდათ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს - გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის ბრალი წარედგინათ. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) ჩადენილი ქმედება ედებათ ბრალათ.

როგორც დიმიტრი დევდარიანის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დევდარიანი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წვევამდელებთან დამამცირებელ მოპყრობაში არც მონაწილეობა არ აქვს მიღებული და არც ასეთი ფაქტის შესახებ იყო მისთვის ცნობილი.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე ამოღებული აქვს დიმიტრი დევდარიანის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერებაც მოხდა და იქ „არ ყოფილა მოთავსებული არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია”.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. მისი პოზიცია ამ დროისთვის არის, რომ ის გამოიყენებს დუმილის უფლებას, მოგვიანებით ის აუცილებლად გააკეთებს განცხადებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელზეც მას ბრალი წარედგინა. მას ორჯერ აქვს მიცემული ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში, სადაც დეტალურად საუბრობს მისთვის ცნობილი ფაქტების თაობაზე, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების თაობაზე, მას მიწოდებული აქვს ინფორმაცია, რომ არც მონაწილეობა არ აქვს მიღებული და არც ასეთის თაობაზე იყო მისთვის ცნობილი. ბრალის დადგენილებას თან ერთვის მითითება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოკითხული არიან მოწმეები, ასევე ამოღებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერებაც მოხდა და არ ყოფილა მოთავსებული არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია“, - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

სექსუალური ორიენტაციის გამო მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს