სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს
"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს

თბი­ლის­ში, 20 აპ­რილს, ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის მო­ტი­ვით, გო­გო­ნებს და­ესხნენ თავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "თბი­ლი­სი პრა­ი­დი" ავ­რცე­ლებს, თავ­დამსმხმე­ლი მე­ზო­ბე­ლი მა­მა­კა­ცი კი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის აქ­ტი­ვისტსა და მის პარტნი­ორ ქალ­ზე მო­ძა­ლა­დე მე­ზო­ბე­ლი მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია. ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 20 აპ­რილს, თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მოხ­და. და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლით (იძუ­ლე­ბა), 151-ე მუხ­ლით (მუ­ქა­რა) და 284-ე მუხ­ლით (კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნა­ბარ­თვო შეღ­წე­ვა).

ამ ეტა­პის­თვის, გო­გო­ნებს მი­ე­ნი­ჭათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი. ჩა­უ­ტარ­დათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ანი სუ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ლგბტ თე­მის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლია:

"აქამ­დე სა­ჯა­როდ არ მო­მი­ყო­ლია, უკვე მგო­ნი მი­ვეჩ­ვიე კი­დეც ეგეთ ამ­ბებს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ წინა ბინა, სა­დაც მქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, უბან­ში რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ხდი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, გაჭ­რი­ლი გი­ნე­ბით, ყვი­რი­ლით, მო­ახ­ლო­ვე­ბით და "პი­და­რას­ტე­ბის დამ­ცვე­ლოს" ძა­ხი­ლით. კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის სა­ბა­ბი ის იყო, რომ ძაღლს სტა­დი­ონ­ზე ვარ­ბე­ნი­ნებ­დი, მაგ­რამ ცხა­დია ეს სა­ბა­ბი იყო და არა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და წა­მოს­რო­ლილ­მა ფრა­ზებ­მა და "ეს ხო იცა­ნი შე­ჩე­მა" გა­და­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა, ამა­ში და­მარ­წმუ­ნა.

ყვე­ლა­ზე მძი­მე ისაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვის თვალ­წინ ხდე­ბო­და და კი­დევ უფრო მტკივ­ნე­უ­ლია ის, რომ კა­ციშ­ვი­ლი არაა, ვინც მხარს და­გი­ჭერს, სი­ტყვას შე­გა­წევს. ვინც სწო­რად აფა­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას, ისიც კი ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა­ზე დიდი, მე­ო­რე დღეს მო­ვი­დეს და გი­თხრას - ნწ ნწ ნწ, ეს რა დღე­ში ჩა­გაგ­დეს, გი­ჟე­ბი არი­ან ეგე­ნიო.

კი­დევ უფრო სევ­დი­ა­ნია ისიც, რომ პო­ლი­ცია არც გა­მო­მი­ძა­ხე­ბია. სამ­წუ­ხა­როდ, ვის­წავ­ლე, რომ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც თავი არ გა­მი­ხეთ­ქეს, ისე უბ­რა­ლოდ გაწ­ვა­ლე­ბენ, სა­ა­თო­ბით გა­წე­ლა­ვენ ერთი ოქ­მის და­წე­რას, ნერ­ვებს და­გაგ­ლე­ჯენ, გა­მო­გიშ­ვე­ნებ და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­ვიც­ვა­ლეთ. მე და დადა კი ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით ვცდი­ლობთ ტრავ­მე­ბის მო­შუ­შე­ბას. ახლა ჩემს მე­გობ­რებს გა­დახ­დათ ამა­ზე ბევ­რად მძი­მე: - ერთ კვი­რა­ში უკვე მე­ო­რე თავ­დას­ხმა. მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო შეკ­რუ­ლი და ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მათ წი­ნა­აღ­მდეგ. და­ნის ტრი­ა­ლი და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რე­ბი და კვლავ არა­ვის აღელ­ვებს ბავ­შვი.

ვახო სა­ნა­ი­ას ამ­ბა­ვიც მახ­სენ­დე­ბა, პა­ტა­რა სა­ნის თვალ­წინ რა იკად­რეს ნა­ძირ­ლებ­მა. ხოდა, მარ­თლა არ ვიცი რა არის ჩვე­ნი საშ­ვე­ლი. სახ­ლში არა­ვის უვარ­დე­ბი­ა­ნო და კი, სახ­ლშიც გვი­ვარ­დე­ბი­ან, ბავ­შვებ­საც არ ინ­დო­ბენ, არა­ფე­რი წმინ­და არ გა­აჩ­ნი­ათ ამ ნა­ძირ­ლებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც კარ­გად იკ­ვე­ბე­ბა იმ ძა­ლა­დო­ბით, რო­მე­ლიც ისე­დაც არის ჩვენს დამ­პალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. იკ­ვე­ბე­ბა და დღი­თი­დღე აძ­ლი­ე­რებს მას," - წერს ანი სუ­ბე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
23

ეს რომ რამეზე იტყვის წმინდაო,მართლა წმინდა რამ იცოდეს რაღას დაარქმევდა?

llcl
18

მინდა მკერდში ჩაგიკრა და დაგამშვიდო ანუშკი, იქნებ მოგეწონოს და გმირების მემორიალებზე და საფლავებზე ცეკვას შეეშვა

ავტორი:

"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს

"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს

თბილისში, 20 აპრილს, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივით, გოგონებს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს, თავდამსმხმელი მეზობელი მამაკაცი კი უკვე დაკავებულია.

"თბილისი პრაიდის აქტივისტსა და მის პარტნიორ ქალზე მოძალადე მეზობელი მამაკაცი დაკავებულია. ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული 20 აპრილს, თბილისში, საბურთალოს რაიონში მოხდა. დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა).

ამ ეტაპისთვის, გოგონებს მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი. ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალი, ტელეწამყვანი, ანი სუბელიანი, რომელიც ლგბტ თემის უფლებადამცველია:

"აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, უკვე მგონი მივეჩვიე კიდეც ეგეთ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინა ბინა, სადაც მქონდა ნაქირავები, უბანში რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი, გაჭრილი გინებით, ყვირილით, მოახლოვებით და "პიდარასტების დამცველოს" ძახილით. კონფლიქტის დაწყების საბაბი ის იყო, რომ ძაღლს სტადიონზე ვარბენინებდი, მაგრამ ცხადია ეს საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი და წამოსროლილმა ფრაზებმა და "ეს ხო იცანი შეჩემა" გადალაპარაკებებმა, ამაში დამარწმუნა.

ყველაზე მძიმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა და კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ კაციშვილი არაა, ვინც მხარს დაგიჭერს, სიტყვას შეგაწევს. ვინც სწორად აფასებს სიტუაციას, ისიც კი ისეთი შეშინებულია, რომ ყველაზე დიდი, მეორე დღეს მოვიდეს და გითხრას - ნწ ნწ ნწ, ეს რა დღეში ჩაგაგდეს, გიჟები არიან ეგენიო.

კიდევ უფრო სევდიანია ისიც, რომ პოლიცია არც გამომიძახებია. სამწუხაროდ, ვისწავლე, რომ თუ მაინცდამაინც თავი არ გამიხეთქეს, ისე უბრალოდ გაწვალებენ, საათობით გაწელავენ ერთი ოქმის დაწერას, ნერვებს დაგაგლეჯენ, გამოგიშვენებ და საბოლოოდ მაინც არაფერი არ მოხდება.

საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. მე და დადა კი ფსიქოლოგის დახმარებით ვცდილობთ ტრავმების მოშუშებას. ახლა ჩემს მეგობრებს გადახდათ ამაზე ბევრად მძიმე: - ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა. მთელი სამეზობლო შეკრული და ამხედრებული მათ წინააღმდეგ. დანის ტრიალი და სიცოცხლის მოსპობის მუქარები და კვლავ არავის აღელვებს ბავშვი.

ვახო სანაიას ამბავიც მახსენდება, პატარა სანის თვალწინ რა იკადრეს ნაძირლებმა. ხოდა, მართლა არ ვიცი რა არის ჩვენი საშველი. სახლში არავის უვარდებიანო და კი, სახლშიც გვივარდებიან, ბავშვებსაც არ ინდობენ, არაფერი წმინდა არ გააჩნიათ ამ ნაძირლებს და ხელისუფლებაც კარგად იკვებება იმ ძალადობით, რომელიც ისედაც არის ჩვენს დამპალ საზოგადოებაში. იკვებება და დღითიდღე აძლიერებს მას," - წერს ანი სუბელიანი.

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია