მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე
"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

covid-19 -ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე ერთ თვე­ზე მე­ტია პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ახლა თავს კარ­გად გრძნობს, თუმ­ცა ვირუ­სის იმ­დე­ნად მძი­მე ფორ­მას ებ­რძო­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.

პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი Ambebi.ge-ს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ზე უყ­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ ხე­ლა­ხალ და­ბა­დე­ბას ლე­ვან რა­ტი­ანს უმად­ლის.

"ორი და­ბა­დე­ბის დღე მაქვს, აგ­ვის­ტო­ში და აპ­რილ­ში. 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­წე­ქი, იყო პე­რი­ო­დი, როცა ყვე­ლას და­ვემ­შვი­დო­ბე და ყვე­ლა­ფერს. უი­მე­დო იყო ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. არა­ვის ვუ­სურ­ვებ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას, იქ სა­ერ­თოდ სხვა სამ­ყა­როა - სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­წე­რაც მი­ჭირს...

ყვე­ლა­ფე­რი მაქვს ნა­ნა­ხი: ომი, ციხე და ა.შ. მაგ­რამ ასე­თი რამ ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია რა­საც ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი აკე­თე­ბენ. რა ენერ­გი­ით, რა შე­მარ­თე­ბით უძ­ლე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს?! ზოგი 10 დღე არ მი­დის სახ­ლში. ამას სამ­სა­ხუ­რი არ ჰქვია, ამას გმი­რო­ბა ჰქვია და მათ ექი­მე­ბი კი არა, სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნე­ბი უმდა ერ­ქვათ.

რომ მოვმჯო­ბინ­დე­ბი, მინ­და გა­და­ვი­ღო რე­პორ­ტა­ჟი და ვაჩ­ვე­ნო ხალ­ხს, რა ხდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. რო­გორ ებ­რძვი­ან ექი­მე­ბი სიკ­ვდილს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი არის სა­ო­ცა­რი ექი­მი და პი­როვ­ნე­ბა. ყო­ველ დღე ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტთან მი­დის და უშუ­ა­ლოდ სინ­ჯავს. კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­ტვებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­მუ­შა­ვებ­და, რომ გა­და­ვერ­ჩი­ნე" - ამ­ბობს გო­ორ­გი აბ­და­ლა­ძე.

ფო­ტოგ­რა­ფი იხ­სე­ნებს, რომ გა­და­ღე­ბა­ზე და­ინ­ფი­ცირ­და. და­ა­ა­ვა­დე­ბა მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით და­ე­წყო და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მა­ლე­ვე მოხ­ვდა.

"ერთხელ ჩა­მო­ვიხ­სე­ნი პირ­ბა­დე და ზუს­ტად მა­შინ და­ვინ­ფი­ცირ­დი. გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და სწო­რედ იმ მო­მემ­ტში მო­ვიხ­სე­ნი ნი­ღა­ბი, როცა ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბა სა­უბ­რობ­და, რომ მძი­მედ ჰყავ­და ოჯა­ხის კო­ვი­დი­ა­ნი წევ­რი. ახლა ვსწავ­ლობ სი­ა­რულს, სუნ­თქვას, სა­უ­ბარს. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას ,ვინც მკი­თხუ­ლობ­და, მამ­ხნე­ვებ­და და და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და.

პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ დღე მწერ­და მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. მე­უბ­ნე­ბი­ან, არ ვი­ცო­დით თუ ასე მძი­მედ იყა­ვიო. მე თა­ვად ვი­ყა­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ინ­ფორ­მა­ცია ჩემი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. 44 წლის, მთა­სა­ვით ძმა მყავს გარ­დაც­ვლი­ლი და ეს რომ დე­დას გა­ე­გო, ალ­ბათ ვერ გა­და­ი­ტან­და. ხში­რად მეს­მის ეჭ­ვე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბო, მე შე­მომ­ხე­დეთ, ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს შე­ხე­დეთ რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს ძა­ლი­ან ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა და მის­გან თა­ვის დაც­ვა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის, პირ­ბა­დი­სა და დის­ტან­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი,“ - ამ­ბობს გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
186

რამდენი ხართ ვისაც არ სჯერა კოვიდის არსებობის და არ იცავთ წესებს გამოჩნდით უნდა დაგთვალოთ

ზაზა
52

ხო აბა დავიჯერეთ უკვე ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

covid-19 -ით ინფიცირებული გიორგი აბდალაძე ერთ თვეზე მეტია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ცნობილი ფოტოგრაფი ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ვირუსის იმდენად მძიმე ფორმას ებრძოდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში, აპარატზე იყო შეერთებული.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი Ambebi.ge-ს რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებულ პერიოდზე უყვება და ამბობს, რომ ხელახალ დაბადებას ლევან რატიანს უმადლის.

"ორი დაბადების დღე მაქვს, აგვისტოში და აპრილში. 1 თვის განმავლობაში, რაც რეანიმაციაში ვიწექი, იყო პერიოდი, როცა ყველას დავემშვიდობე და ყველაფერს. უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა. არავის ვუსურვებ რეანიმაციაში მოხვედრას, იქ საერთოდ სხვა სამყაროა - სრული ჯოჯოხეთური მდგომარეობა. აღწერაც მიჭირს...

ყველაფერი მაქვს ნანახი: ომი, ციხე და ა.შ. მაგრამ ასეთი რამ ვერც წარმომედგინა. დაუჯერებელია რასაც ექიმები და ექთნები აკეთებენ. რა ენერგიით, რა შემართებით უძლებენ ამ ყველაფერს?! ზოგი 10 დღე არ მიდის სახლში. ამას სამსახური არ ჰქვია, ამას გმირობა ჰქვია და მათ ექიმები კი არა, სიცოცხლის გადამრჩენები უმდა ერქვათ.

რომ მოვმჯობინდები, მინდა გადავიღო რეპორტაჟი და ვაჩვენო ხალხს, რა ხდება რეანიმაციაში. როგორ ებრძვიან ექიმები სიკვდილს შიშველი ხელებით. ბატონი ლევანი არის საოცარი ექიმი და პიროვნება. ყოველ დღე ყველა პაციენტთან მიდის და უშუალოდ სინჯავს. კვირების განმავლობაში ფილტვებს საკუთარი ხელით მიმუშავებდა, რომ გადავერჩინე" - ამბობს გოორგი აბდალაძე.

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ გადაღებაზე დაინფიცირდა. დააავადება მაღალი სიცხეებით დაეწყო და რეანიმაციაში მალევე მოხვდა.

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი. გადაღებაზე ვიყავი და სწორედ იმ მომემტში მოვიხსენი ნიღაბი, როცა ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა, რომ მძიმედ ჰყავდა ოჯახის კოვიდიანი წევრი. ახლა ვსწავლობ სიარულს, სუნთქვას, საუბარს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ,ვინც მკითხულობდა, მამხნევებდა და დანებების საშუალებას არ მაძლევდა.

პრეზიდენტი ყოველ დღე მწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მეუბნებიან, არ ვიცოდით თუ ასე მძიმედ იყავიო. მე თავად ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ გავრცელებულიყო ინფორმაცია ჩემი ასეთი მდგომარეობის შესახებ. 44 წლის, მთასავით ძმა მყავს გარდაცვლილი და ეს რომ დედას გაეგო, ალბათ ვერ გადაიტანდა. ხშირად მესმის ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადამიანებო, მე შემომხედეთ, ჩემნაირ ადამიანებს შეხედეთ რეანიმაციებში და გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის, პირბადისა და დისტანციის საშუალებითაა შესაძლებელი,“ - ამბობს გიორგი აბდალაძე.

"ფაიზერით" ნამდვილად არ ავიცრები" - კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

"ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი" - ვარლამ გოლეთიანი სალხინოში ჩასვლის მიზეზებს განმარტავს

"ვთხოვ, პატრიარქს, ვიდრე სისხლისღვრა არ იქნება, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას მოაშოროს" - მამა ანანია კალანდია