პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი
"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­დან ამ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის­კენ გა­და­ვი­დეთ. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა იყოს თან­ხმო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დღეს პო­ლა­რი­ზა­ცია და პარ­ტი­ებს შო­რის სხვა­დას­ხვა­ო­ბე­ბია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან, შარლ მი­შელ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ხვალ­ვე შე­უდ­გე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ა­სა და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს, მი­სი­ვე თქმით, ორი­ვეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­წე­რი­ლია. „რაც შე­ე­ხე­ბა [პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის] პრო­ცე­დუ­რებს, ევ­რო­კავ­შირ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­და­იხ­დის ამ გი­რა­ოს და რა თქმა უნდა, ნიკა მე­ლი­ას შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში გა­მო­ვი­დეს. უარი თუ თქვა, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ნის­ტი­ის სა­კითხს, ამ­ნის­ტია ეხე­ბა არა მხო­ლოდ ნიკა მე­ლი­ას, არა­მედ 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბით და­ი­ნი­ცირ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ხელი მო­ა­წე­რეს ამ შე­თან­ხმე­ბას. ეს უნდა მოხ­დეს ერ­თობ­ლი­ვად. ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა პირი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 20 ივ­ნის­თან და აქვს ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი რუ­რუ­ას სა­კი­თხზე კი, პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი იქ­ნე­ბო­და მხა­რე­ე­ბის მხრი­დან ხელ­მო­წე­რა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩა­ით­ვლე­ბო­და შემ­დგა­რად, მზად არის შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­წყა­ლოს გი­ორ­გი რუ­რუა. ამას­თან, მო­ვის­მი­ნეთ ცალ­კე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან, რომ მა­ნამ, ვიდ­რე ნიკა მე­ლია არ გა­მო­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, ისი­ნი არ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში, შე­თან­ხმე­ბა არის სა­ჯა­რო და დღეს ხაზი გა­ეს­ვა, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ამ­ბუ­ლა, სა­დაც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ უნდა იყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, არ უნდა იყოს პო­ლა­რი­ზა­ცია და სა­უ­ბა­რია შემ­დეგ რა­მე­ზე - შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე პარ­ტი­ე­ბი შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტში და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას პარ­ლა­მენ­ტში. ხელ­მო­წე­რა გა­კე­თე­ბუ­ლია, 113 დე­პუ­ტა­ტია პარ­ლა­მენ­ტში, 17 დე­პუ­ტა­ტის ხელ­მო­წე­რაა ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე და ამი­ტომ ჩემი მო­ლო­დი­ნია, რომ ისი­ნი ხვა­ლი­დან იქ­ნე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს არის მათი სი­ტყვა და ეს ხელ­მო­წე­რი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მთელ ამ პრო­ცეს­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყო ერ­თა­დერ­თი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ძალა. „ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ყვე­ლა პუნ­ქტი შეს­რულ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად. ახლა საქ­მე არის ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მხა­რეს და ეს მა­თაც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად უნდა შე­ას­რუ­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტონი შე­საც­ვლე­ლია არა მხო­ლოდ პარ­ტი­ებს შო­რის, მე­დი­ა­სა და პარ­ტი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. „სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნორ­მად იქცა უხამ­სო­ბა, ნორ­მად იქცა შე­უ­რა­ცხყო­ფა, ნორ­მად იქცა სი­ტყვი­ე­რი თავ­დას­ხმა. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს ვერ გა­მო­ვირ­ცხავთ, მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რას ვცდი­ლობთ - ვცდი­ლობთ რომ ვი­ყოთ უხე­ში, უფრო მეტი ღვარ­ძლი იყოს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუ ვი­ყოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და იმ ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
9

ვაი საქართველოვ

დათო
47

მარტო მელიასთვის ამნისტია არაა საქმე გააკეთეთ ყველა პატიმრითვის 1/4 ეგრე აჯობებს ყველასთვის

ავტორი:

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციიდან ამ პოლარიზაციის შემცირებისკენ გადავიდეთ. უმჯობესი იქნება იყოს თანხმობა და თანამშრომლობა იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა დღეს პოლარიზაცია და პარტიებს შორის სხვადასხვაობებია, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მუშაობას საქართველოს პარლამენტში ხვალვე შეუდგებიან. რაც შეეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მისივე თქმით, ორივეს გათავისუფლების პირობები ხელშეკრულებაში გაწერილია. „რაც შეეხება [პატიმრების გათავისუფლების] პროცედურებს, ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის ამ გირაოს და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, ამნისტია ეხება არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს, შესაბამისად, ეს კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ეს უნდა მოხდეს ერთობლივად. ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და აქვს ბრალდება წაყენებული.

გიორგი რურუას საკითხზე კი, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იქნებოდა მხარეების მხრიდან ხელმოწერა და ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შემდგარად, მზად არის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეიწყალოს გიორგი რურუა. ამასთან, მოვისმინეთ ცალკეული განცხადებები ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ მანამ, ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, შეთანხმება არის საჯარო და დღეს ხაზი გაესვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეამბულა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, არ უნდა იყოს პოლარიზაცია და საუბარია შემდეგ რამეზე - შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე პარტიები შედიან პარლამენტში და ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას პარლამენტში. ხელმოწერა გაკეთებულია, 113 დეპუტატია პარლამენტში, 17 დეპუტატის ხელმოწერაა ამ შეთანხმებაზე და ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ისინი ხვალიდან იქნებიან პარლამენტში და განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ეს არის მათი სიტყვა და ეს ხელმოწერილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მთელ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი კონსტრუქციული ძალა. „ხელშეკრულების ყველა პუნქტი შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ კეთილსინდისიერად. ახლა საქმე არის ჩვენი ოპონენტების მხარეს და ეს მათაც კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ტონი შესაცვლელია არა მხოლოდ პარტიებს შორის, მედიასა და პარტიებს შორის ურთიერთობაშიც. „სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნორმად იქცა უხამსობა, ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ნორმად იქცა სიტყვიერი თავდასხმა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ გამოვირცხავთ, მაგრამ საქმე იმაშია, რას ვცდილობთ - ვცდილობთ რომ ვიყოთ უხეში, უფრო მეტი ღვარძლი იყოს ჩვენს ურთიერთობაში თუ ვიყოთ შეძლებისდაგვარად კოლეგიალური და იმ ეთიკური ნორმების ფარგლებში, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი

"მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია..." - რას იხსენებს ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და კაკო ელიავაზე?