საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე
"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე

მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, პრე­ზი­დენ­ტი შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ი­ღებს, ნიკა მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­თან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო იმის­თვის, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა შემ­დგა­რი­ყო.

„რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს, აქ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის­თვის და უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მა­ნამ­დეც, სა­ნამ ხელს მო­ვა­წერ­დით დო­კუ­მენტს. ხელ­მო­წე­რის მო­მენ­ტშიც ყვე­ლა მხა­რემ მკა­ფი­ოდ და ნათ­ლად იცის, თუ რა უნდა მოხ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის­თვის, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა შემ­დგა­რი­ყო და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ვა­დე­ბი მკა­ფი­ოდ და­ა­სა­ხე­ლა. ეს ვა­დე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას, შე­თან­ხმე­ბა და ის ამომ­წუ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბა, რაც გახ­ლდათ მე­დი­ა­ტო­რის მხრი­დან ხელ­მო­წე­რამ­დე, მკა­ფი­ოდ ამ­ბობს, თუ რა უნდა მოხ­დეს ამ შემ­თხვე­ვა­ში. ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბა და რა თქმა უნდა, თა­ვად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რის გა­და­სა­წყვე­ტია, და­ე­თან­ხმე­ბა ამ გი­რა­ოს თუ არა. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ლე­გე­ბი შე­მოვ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში, შე­თან­ხმე­ბა ამ­ბობს, რომ ერ­თად უნდა ვი­მუ­შა­ოთ ამ­ნის­ტი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბას და მი­ღე­ბას რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დრო ესა­ჭი­რო­ე­ბა“ , - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
9

შედი ბუტკაში. შენი ადგილი იქ არის , ნუ იბრიქები

qeTo
16

აი, შენზე კი არავინ გაირჯება არც გირაოსათვის და არც ამნისტიისათვის....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე

მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, ნიკა მელიასთან დაკავშირებით კი, ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო.

„რაც შეეხება პატიმრების საკითხს, აქ პრაქტიკულად ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის მანამდეც, სანამ ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. ხელმოწერის მომენტშიც ყველა მხარემ მკაფიოდ და ნათლად იცის, თუ რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით.

ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო და ამ გადაწყვეტილების ვადები მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს და მაღალი ალბათობით, უახლოეს დღეებში შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, შეთანხმება და ის ამომწურავი განცხადება, რაც გახლდათ მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და რა თქმა უნდა, თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ოპოზიციური კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებას და მიღებას რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი

"მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია..." - რას იხსენებს ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და კაკო ელიავაზე?